ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2005
ძალის დაკარგვა 28.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.184
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 23/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,500 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2005 მიღება
28.04.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 56.7pt 35.45pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №51 2005 წლის 17 მარტი ქ. თბილისი ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ უკანასკნელ ხანს საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სოციალური დახმარების გაზრდის მიმართულებით. ამავე დროს ტრადიციული სოციალური დაცვის სისტემა არ იძლევა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური დახმარების მიზანმიმართულობისა და ეფექტიანობის გაზრდის, თანამედროვე გამოცდილების დანერგვის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა მიზანმიმართულად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შეიქმნას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა და დამტკიცდეს მისი ფორმირების თანდართული წესი. 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მიზნებისათვის: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია): ა.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სახელმწიფო რეესტრში არსებულ მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის; ა.ბ) შეიმუშაოს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთათვის პირადობის მოწმობების ადგილზე გაცემას; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი): საერთო-სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სოციალურად დაუცველ პირთა იდენტიფიკაციისა და პერსონიფიკაციის ხელშეწყობისათვის ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს კანონპროექტის მომზადება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად, რომლის მიხედვითაც დროებითი ღონისძიების სახით 2006 წლის 1 იანვრამდე გაუქმდება სახელმწიფო ბაჟი საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის (ბინადრობის) და რეგისტრაციის მოწმობების გაცემის ან შეცვლისათვის. გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით: გ.ა) შეიმუშაოს და არა უგვიანეს 2005 წლის 30 აპრილისა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინოს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია; გ.ბ) მეთოდოლოგიის დამტკიცებიდან ორ კვირაში უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცება; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი): დ.ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში დაამტკიცოს ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამა”; დ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში დაამტკიცოს უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა განაცხადის ფორმა და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების ინსტრუქცია; ე) ყველა დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ადგილობრივი ორგანოები და სხვ.) შეუფერხებლად უზრუნველყოს მის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზებისა და საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის. 3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამავე ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ამ დადგენილებით დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ თანდართული წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება და განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა. 4. ამ დადგენილებით დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ადგილობრივ ორგანოებს მეთოდურ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს საქართველოს მთავრობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით. 5. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ ,,სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის” დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას. 6. ამ დადგენილების ადგილობრივ ორგანოებამდე დაყვანა დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს პეტრე მამრაძეს. 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი თავი I ზოგადი დებულებები ეს წესი საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ ოჯახთა იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.     მუხლი 1🔗. მიზნები და ამოცანები 1. ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. 2. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. 3. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომელიც პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ქვეყნის ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა აღრიცხვას.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მაძიებელი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები; ბ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას; ბ.ა) ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი; გ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას; დ) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; ე) უფლებამოსილი წარმომადგენელი – მაძიებლის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი; ვ) განაცხადი – სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებს მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად; ზ) სპეციალური ნომერი – უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც იძლევა მაძიებლის იდენტიფიკაციის საშუალებას და ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას; თ) სოციალური აგენტი – სსიპ ,,სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს” (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს რეგისტრირებული მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას; ი) მეთოდოლოგია – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად; კ) სარეიტინგო ქულა – პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია; ლ) საკომუნიკაციო პუნქტი – მაძიებელთა აღრიცხვის მიზნით ორგანიზებული ერთეული. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლება აქვს ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დააზუსტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული ტერმინის შინაარსი.     მუხლი 3🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას; ბ) მაძიებლის განაცხადის დამუშავებას; გ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; დ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას. თავი II მაძიებლის განაცხადის მიღება     მუხლი 4🔗. მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას ექვემდებარება ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.     მუხლი 5🔗. საკომუნიკაციო პუნქტი 1. მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს საკომუნიკაციო პუნქტი. 2. საკომუნიკაციო პუნქტებია: ა) სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები; გ) საკომუნიკაციო პუნქტებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდნენ სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებიც. 3. საკომუნიკაციო პუნქტები უზრუნველყოფენ განაცხადის ფორმების მაძიებელთათვის ხელმისაწვდომობას და მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადის მიღებას. 4. დაუშვებელია განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა, აგრეთვე საკომუნიკაციო პუნქტების მიერ განაცხადის გაცემა-ჩაბარებისათვის რაიმე საფასურის დაწესება. 5. შევსებული განაცხადის მიღებას აწარმოებს საკომუნიკაციო პუნქტის უფლებამოსილი პირი, რომელიც ამოწმებს განაცხადის შევსების სისრულეს და აღრიცხავს მიღებული განაცხადების რაოდენობას დადგენილი წესის შესაბამისად. 6. განაცხადის ფორმა, მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების ინსტრუქცია განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 6🔗. განაცხადის მიღება და წარდგენა აღრიცხვაზე ასაყვანად 1. განაცხადის ფორმის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს საკომუნიკაციო პუნქტების მეშვეობით. 2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს განაცხადის დადგენილ ფორმას, სადაც ფიქსირდება: ა) მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი თითოეული პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, კანონით განსაზღვრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი; ბ) მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი 16 წლამდე არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი (წელი, რიცხვი, თვე), დაბადების მოწმობის ნომერი; გ) წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები; დ) სხვა აუცილებელი ინფორმაცია. 3. განაცხადის შევსებისას მაძიებლის შემადგენლობაში მყოფ პირთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი; ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი; გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი; დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი; ე) სასამართლოს მიერ უზგო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი. 4. მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადი ბარდება საკომუნიკაციო პუნქტში. 5. განაცხადის შევსებას და წარდგენას უზრუნველყოფს მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 6. უფლებამოსილი წარმომადგენელი არის მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას მისი და განაცხადის ფორმაში შეტანილ სხვა პირთა მონაცემების სისწორისათვის. მაძიებლის შემადგენლობაში ყოველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა უნდა დადასტურდეს განაცხადის სპეციალურ გრაფაში პირადი ხელმოწერით.     მუხლი 7🔗. მაძიებლის უფლება-მოვალეობანი 1. მაძიებლის მიერ განაცხადის შევსება და მისი საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარება ადასტურებს, რომ იგი თანახმაა: ა) განაცხადში მითითებული მონაცემების გადასამოწმებლად და დასადასტურებლად დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში დაუბრკოლებლად შეუშვას სოციალური აგენტი თავის საცხოვრებელ ბინაში; ბ) სოციალური დახმარების დამნიშვნელმა ორგანომ მისი და მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი წევრების შესახებ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს ყოველნაირი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მის იდენტიფიკაციასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 2. მაძიებელს უფლება აქვს: ა) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მასზე არსებულ ინფორმაციას; ბ) მოითხოვოს მასზე არსებულ მონაცემებში შესწორებების შეტანა დადგენილი წესით; გ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 3. უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ განაცხადში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანის და/ან მონაცემთა გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 8🔗. ადგილობრივ ორგანოთა უფლებამოსილებანი 1. მაძიებელთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი ემყარება საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობას, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ერთობლივი მონაწილეობით. 2. ადგილობრივი ორგანოები: ა) განაცხადის გაცემისა და მიღების მიზნით ქმნიან საკომუნიკაციო პუნქტებს; ბ) ზედამხედველობენ მაძიებელთა განაცხადების ბრუნვის (მიღება-ჩაბარების) ორგანიზებას; გ) ეხმარებიან სოციალურ აგენტებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში; დ) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა მოძიებას და ხელს უწყობენ მათ მაძიებლად რეგისტრაციის პროცედურის გავლაში; ე) ახორციელებენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს საკომუნიკაციო პუნქტების ფორმირებისას აქვთ მოქმედების თავისუფლება. 4. ადგილობრივი ორგანოები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პირობების, დემოგრაფიული მდგომარეობის, ეკონომიკური თუ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალურ საკითხთა გადაწყვეტისა და სოციალური დახმარების უკეთ დაგეგმვისათვის იყენებენ საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემებს. თავი III მაძიებლის განაცხადის დამუშავება     მუხლი 9🔗. განაცხადის დამუშავება 1. საკომუნიკაციო პუნქტებში შეტანილი განაცხადების დამუშავებას უზრუნველყოფს სააგენტო. 2. განაცხადის დამუშავების პროცესი მოიცავს განაცხადის შესწავლას და შეტანილი მონაცემების გადამოწმებას (ნამდვილად ერიცხება თუ არა ასეთი დოკუმენტის სერია და ნომერი მითითებულ პირს და ა.შ.). 3. მაძიებელთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმებისა და სიზუსტის დადგენის შემდგომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მაძიებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 10🔗. მაძიებლის რეგისტრაცია და რეგისტრაციაზე უარის თქმა 1. მაძიებლის რეგისტრაცია გულისხმობს მაძიებლისათვის სპეციალური ნომრის მინიჭებას, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას. 2. დაუშვებელია ერთი და იმავე მაძიებლისათვის ორი ან მეტი ნომრის ან სხვადასხვა მაძიებლისათვის უკვე გამოყენებული ნომრის მინიჭება. 3. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ითვალისწინებს სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებათა მონაცემთა ბაზებში მაძიებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას. 4. მაძიებლის რეგისტრაციაზე უარის თქმის ძირითადი საფუძვლებია: ა) მაძიებლის განმეორებითი განაცხადის არსებობა; ბ) მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი პირ(ებ)ის სხვა განაცხადში არსებობა; გ) განაცხადში შეტანილი მონაცემების შეუსაბამობა სხვა მონაცემთა ბაზებში მასზე არსებულ ინფორმაციასთან.     მუხლი 11🔗. მონაცემთა ბაზა 1. მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას. 2. მონაცემთა ბაზა ურთიერთთავსებადია სხვა სახელმწიფო ორგანოებში არსებულ ბაზებთან და მოიცავს ცნობებს მაძიებლის საცხოვრებელი ადგილის, მასში შემავალი პირების, აგრეთვე მაძიებლის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. 3. მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების, აგრეთვე სოციალური დახმარების დამნიშვნელი სხვა ორგანიზაციების მიერ სოციალური დახმარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევისათვის. 4. მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ორგანოებსა და დაწესებულებებს.     მუხლი 12🔗. მონაცემთა ბაზის კორექტირება 1. სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას მაძიებელთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. 2. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), მაძიებლის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, აგრეთვე მაძიებლის შემადგენლობაში მყოფი რომელიმე სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის გადაწყვეტილებას ამ პირზე არსებული ინფორმაციის განსაიდუმლოების ან ბაზაში არსებობაზე უარის თქმის შესახებ და სხვ. 3. დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 4. სააგენტო უფლებამოსილია სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიყალბეს, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის დადგენილი წესით ცვლილების, ბაზაში რეგისტრაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის ცვლილება დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც. თავი IV მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და სარეიტინგო ქულა     მუხლი 13🔗. მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება მონაცემთა ბაზაში განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება სოციალური აგენტის მეშვეობით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.     მუხლი 14🔗. სოციალური აგენტი 1. სოციალური აგენტი არის სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიურებას; ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილი მონაცემების სიზუსტეს; გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სოციალური აგენტის საქმიანობის პრინციპებია: ა) პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ეროვნული, ეთნიკური, ენის, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით დისკრიმინაციის გამორიცხვა; ბ) ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; გ) საკითხის თავისუფლად და დამოუკიდებლად გადაწყვეტა; დ) ანგარებით მოქმედების დაუშვებლობა; ე) პროფესიული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისა და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენების დაუშვებლობა. 3. სოციალური აგენტის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. სარეიტინგო ქულა 1. მაძიებლის იდენტიფიკაციის შედეგად სოციალური აგენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. 2. სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შემდეგ მაძიებელს ეძლევა დადგენილი ფორმის მოწმობა, რაც ადასტურებს მაძიებლის მონაცემთა ბაზაში არსებობას შესაბამისი სარეიტინგო ქულით. 3. მოწმობა არის სპეციფიკური ფორმის დოკუმენტი, რომლის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. სააგენტო პერიოდულად, მაგრამ სამ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებულ მაძიებელთა ხელახალ შემოწმებას მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დასადგენად. თავი V კონტროლი და ზედამხედველობა     მუხლი 16🔗. კონტროლი და ზედამხედველობა 1. მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაგვარებლად უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას ან/და გამოცემას. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები     მუხლი 17🔗. დაფინანსების წყარო 1. მონაცემთა ბაზის ფორმირება არის უწყვეტი პროცესი. მისი დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები. 2. მონაცემთა ბაზის გამოყენება შეიძლება 2005 წლის 1 ნოემბრიდან. 3. მონაცემთა ბაზის ფორმირების პირველ ეტაპთან დაკავშირებით უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდეს ,,2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ ,,სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის” გამოყოფილი ასიგნებებიდან. 4. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დადგენასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდეს ,,2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.