„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.014909
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 30/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.909

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

  ბრძანება №139

2010 წლის 29 ივლისი

  ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 16.11.2004წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე მუხლი:

     „მუხლი 32. რეგისტრაციის ადგილის დაზუსტება

1. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში მცხოვრები პირების რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს დასახლება ან თვითმმართველი ერთეული და არა კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტულ ბინაში რეგისტრაცია) განხორციელდება მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისამართის დაზუსტება არ წარმოშობს პირისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ვალდებულებას. დაზუსტებული მისამართი აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                 თ. ბურჯალიანი