საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№265
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 21/06/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №265

2000 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულებიდან გამომდინარე ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმდინარე ამოცანების ოპერატიულად გადაწყვეტისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით:

1. გაუქმდეს „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი ჯანდაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტები და მათ ბაზაზე საქართველოს 2000 წლის საბიუჯეტო მიზნობრივი ტრანსფერების ხარჯზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:

ა) კახეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ბ) ქვემო ქართლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

გ) მცხეთა-მთიანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

დ) შიდა ქართლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ე) სამცხე-ჯავახეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ვ) იმერეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

თ) სამეგრელოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ი) გურიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

კ) ცხინვალის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ლ) ქ. ფოთის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველო;

მ) დაბა მესტიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველო.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულების მე-4 პუნქტი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, რაიონის (ქალაქების) გამგებლებმა (მერებმა) 2 კვირაში უზრუნველყონ სისტემაში მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესის დამთავრება.

4. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე):

ა) გაატაროს შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებები სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირებისათვის;

ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებები.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 19.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №265. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.05.002.001..
სად არის „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №265, 19.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113986/