ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.07.2010
ძალის დაკარგვა 30.03.2018
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა, ღონისძიება
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 13/07/2010
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ორგანიზაციული კოდი | საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა, ღონისძიება |
| წლიური | მათ შორის: კვარტალების მიხედვით |
| I | II |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2018
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების
@fot-face {fot-family:Sylfae; paose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@fot-face {fot-family:'Cambria Math'; paose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@fot-face {fot-family:Sylfae; paose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
p.Msoormal, li.Msoormal, div.Msoormal {margi-top:0i; margi-right:0i; margi-bottom:10.0pt; margi-left:0i; lie-height:115%; fot-size:11.0pt; fot-family:'Sylfae','sas-serif';}
p.MsoPlaiText, li.MsoPlaiText, div.MsoPlaiText {margi-top:0i; margi-right:0i; margi-bottom:10.0pt; margi-left:0i; lie-height:115%; fot-size:10.0pt; fot-family:'Courier ew';}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margi:0i; margi-bottom:.0001pt; text-alig:justify; text-idet:14.15pt; fot-size:11.0pt; fot-family:'Sylfae','serif';}
@page Sectio1 {size:596.0pt 842.0pt; margi:24.0pt 47.0pt 63.0pt 65.0pt;}
div.Sectio1 {page:Sectio1;}
@page Sectio2 {size:596.0pt 842.0pt; margi:24.0pt 47.0pt 14.0pt 61.0pt;}
div.Sectio2 {page:Sectio2;}
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2010 წლის 7 ივლისი
ქ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე და 113-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების თანდართული წესი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის გეგმის ცვლილების ცნობის ფორმა, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 თებერვლის №197 „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 აპრილის №204 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 თებერვლის №197 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე და 113-ე მუხლების საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის) გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს 2010 წელს ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების 10%-ის, ხოლო 2011 წლიდან 5% ფარგლებში (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება განხორციელდეს:
ა) მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციების) ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის (ორგანიზაციულ კოდებს შორის) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად;
ბ) მხარჯავი დაწესებულების და საბიუჯეტო ორგანიზაციის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ.
3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა და გადასახდელებში ასახვა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხის ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ განწერაში კვარტალურ გადანაწილებას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
მუხლი 3🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმალობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს მოთხოვნას (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს) ასიგნებების გადანაწილების თაობაზე, რომელიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურთან. წარდგენილ მოთხოვნაში, მხარჯავი დაწესებულების, ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებების გადანაწილებაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანება), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებას, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. მიმდინარე საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით, მხარჯავი დაწესებულების, ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთი და იგივე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ან მხარჯავ დაწესებულებაში ხარჯების ეკონომიურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების, რომლისათვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას და მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში სამსახური ამზადებს ცვლილებას ბიუჯეტის დამტკიცებული განწერით გათვალისწინებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი). ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად. გეგმის ცვლილების ცნობის პირველი ეგზემპლარი რჩება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას ან საბიუჯეტო ორგანიზაციას, მესამე ეგზემპლარი – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას.
9. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური აქტი.
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური
გეგმის ცვლილების
ცნობა №
20 წლის „–––––“ –– ––––––––––––––––––
(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგ. კოდი) (ცვლილებების საფუძველი – დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20 წლის „–––––“ –––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ცვლილებების შინაარსი)
(ლარებში)
ორგანიზაციული კოდი
საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა, ღონისძიება
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი
ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული)
წლიური
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I
II
III
IV
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან
2. სარეზერვო ფონდიდან
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების ფონდიდან
4. დანარჩენი ცვლილება.
საფინანსო სამსახურის უფროსი:
ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი:
პასუხისმგებელი შემსრულებელი: