„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს /რეგლამენტის/ დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.124.005974
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 09/07/2010

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2010 წლის 21 ივნისი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე - 2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდლეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანდართული დებულება (რეგლამენტი). (დებულება თან ერთვის).

2. საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით საკრებულოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 9 ნოემბრის №1 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ.

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე             გ. რობაქიძე

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება

(რეგლამენტი)

ეს დებულება (რეგლამენტი), „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება -მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.

თავი I. ზოგადი დებულება

    მუხლი 1. საკრებულო

1. საკრებულო არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის (თვითმმართველიქალაქის) განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 23 წევრისაგან.

3. საკრებულო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულია საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.

    მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება (რეგლამენტი).

2. საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით იმ საკითხებს, რომლებიც არ არის რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით (რეგლამენტით) წყვეტს საკრებულო.

    მუხლი 3. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება

1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებების მიღება;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის;

ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება;

თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება. გამგეობის (მერიის) მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;

კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათის შესრულების კონტროლი;

მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ავტომანქანების პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყის და წყლის რესურსების მართვის წელის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცითი- ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა. მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება:

რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;

უ) ქუჩების და მოედნების სახელწოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;

ქ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა. თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა;

ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;

შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება;

ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;

ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.

     მუხლი 4. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება

1. საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:    

ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;

ბ) საკრებულოს სიის შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით;

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. მის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი წევრი.

4. საკრებულოს მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით (რეგლამენტით).    

    მუხლი 5. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი

1. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საკრებულოს სხდომა ღიაა.

4. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკაშვირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

    მუხლი 6. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

1. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი, ღია კენჭისყრით წყდება.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის1/3-ისა, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

3. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის უფლების სხვისთვის გადაცემა.

     მუხლი 7. საკრებულოს სხდომის ოქმი

1. საკრებულოს სხდომის ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.

2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

     მუხლი 8. საკრებულოს სამუშაო ენა

საკრებულოს სხდომები და საქმისწარმოება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

     მუხლი 9. საკრებულოს ადგილსამყოფელი

1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ბაღდათი, წერეთლის ქ.№9.

2. საკრებულოს ადგილსამყოფლის დროებითი შეცვლა სხდომის ჩატარების მიზნით დაიშვება საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

3. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

     მუხლი 10. საკრებულოს სხდომათა დარბაზი

1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე პრეზიდიუმში იკავებს ცენტრალურ ადგილს.

2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელისათვის.

3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისა და საკრებულოში მოწვეული პირებისათვის.

4. საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მხოლოდ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს.

5. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა და მობილური ტელეფონებით სარგებლობა.

    მუხლი 11. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი

1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ გამგებელს (მერს), გამგეობის (მერიის) სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს; საკრებულოს აპარატის და საკრებულოს ფრაქციათა თანამშრომლებს, საკრებულოში აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.

2. პირები, რომლებიც მოწვეულნი არიან საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე მონაწილეობის მისაღებად, საკრებულოს დარბაზში შემოდიან საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მოწვევით და ტოვებენ დარბაზს შესაბამისი საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე.

3. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს გამგებელს (მერს) და ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

4. საკრებულოს როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს.

5. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.

6. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ დებულებით დადგენილი წესი და საკრებულოს წევრის ეთიკის ნორმები.

     მუხლი 12. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია

1. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო და ტელეტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლიაცია ინტერნეტის მეშვეობით.

2. საკრებულოს სხდომის ტრანსლიაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

     მუხლი 13. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა

1. ყოველი მორიგი სხდომის ბოლო დღის პირველ ნახევარშიტარდება საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა.

2. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომაზე საკრებულოს წევრები ისმენენ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოსვლებს.

3. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს, ღია სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე მაინც.

4. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარი“ სხდომაში გამოსვლელთა სიას.

5. „ღია კარის სხდომაში მონაწილელთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შემოტანის რიგის მიხედვით.

6 . „ღია კარის“ სხდომაში მონაწილე ყველა პირს ეძლევა გამოსვლისათვის არა უმეტეს 5 წუთი.

7 . „ღია კარის“ სხდომაზე დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. „ღია კარის“ სხდომაზე გამომსვლელი ამომრჩევლისათვის დაზუსტების მიზნით კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.

8 . საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის“ სხდომის ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმული საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი საკითხების შესაბამისი კომისიისათვის ანდა გამგებლისათვის (მერიისათვის) განსახილველად გადაცემის შესახებ.

9 . საკრებულოს აპარატი აცნობს „ღია კარის“ სხდომაზე მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას“.

     მუხლი 14. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი

1. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიეკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

2. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე.

თავი II. საკრებულოს წევრი

     მუხლი 15. საკრებულოს წევრის სტატუსი

1. საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.

2. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების შესრულებისას საკრებულოს წევრი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.

3. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

4. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დროიდან და მთავრდება ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

7. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში მაინც.

     მუხლი 16. საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება

1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.

     მუხლის 17. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;

ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

ვ) დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;

ზ) გარდაიცვალა.

      მუხლი 18. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები

 1. საკრებულოს წევრს უფლება არა ააქვს:

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;

გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;

დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;

ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;

ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;

ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში);

ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.

3. საკრებულოს წევრს ამ მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 142 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლის მეორე დღეს.

4. თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დბებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

6. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;

ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;

გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება;

დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;

ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა;

ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.

     მუხლი 19. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩეველთან

1. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:

ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) მოქალაქეთა მიღებას;

გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;

ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას;

ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც.

2. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ინიციირების წესით საკრებულოში:

ა) შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს სამართლებრივი აქტის შესახებ;

გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

3. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ინიციირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხები.

4. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის.

     მუხლი 20. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელება საკრებულოს სხდომაზე

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი;

დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო;

ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

     მუხლი 21. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები

1. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:

ა) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგებელს (მერს), სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ათი დღით;

ბ)შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა თავის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ე) საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით, რომელიც ფინანსდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

ბ) საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;

დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია.

3. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს:

ა) აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

5. საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ საჯარო დაწესებულებიდან ან დისციპლინური წესით გადაიყვანონ დაბალხელფასიან სამუშაოზე საკრებულოს თანხმობის გარეშე, ხოლო საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში – საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე.

6. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;

7. საჯარო სამსახურების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მისი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III. საკრებულოს თავმჯდომარე

    მუხლი 22. საკრებულოს თავმჯდომარე

1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;

ბ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას. ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;

ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;

ვ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

თ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს (მერს);

ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39 -ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის;

კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39 -ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით;

მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულებას, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39 -ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ო) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39 -ე მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39 -ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს:

პ.ა) გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;

პ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;

პ.გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

ჟ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4 . საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 -მა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

6. თუ ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

     მუხლი 23. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს;

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისა ან გადაყენებისას.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/5-მა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.

    თავი IV. საკრებულოს ბიურო

     მუხლი 24. საკრებულოს ბიურო

1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას, ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს;

გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;

დ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ე) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

     მუხლი 25. ბიუროს სხდომა

1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძვველზე.

2. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობით.

3. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

4. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიუროს დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ბიუროს გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკითხებზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.

6. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.

     მუხლი 26. ბიუროს მუშაობის წესი

1. საკრებულოს ბიუროს სხდომები საჯაროა. სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობით უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. ბიუროს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ გამგებელს (მერს), აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

2. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ გამგებელი (მერი), დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი.

3. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

4. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს ბიუროს სხდომის ოქმში.

5. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.

6. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.

     მუხლი 27. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და გამგებელს (მერს).

2. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3 -ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.

3. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ -ტექნიკურ მომსახურებას და საქმის წარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

თავი V. საკრებულოს კომისიები

     მუხლი 28. საკრებულოს კომისიის შექმნა

1. საკრებულოში საკითხის წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის (მერიის) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება არაუმეტეს 5 კომისიისა.

2. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიის წევრებს, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურების ან ანაზღაურების გარეშე.

3. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

     მუხლი 29. საკრებულოს კომისიები

1. საკრებულოს კომისიებია:

ა) სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;

ბ) საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია;

გ) აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია;

დ) სოციალურ საკითხთა კომისია;

ე) ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია.

2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნათა დაცვას. ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის იმუნიტეტის, უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ.

3. საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია განიხილავს გამგებლის (მერის) მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარმოდგენილ პროექტს, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტს. შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს განსახილველად. წინასწარ განიხილავს და აძლევს დასკვნას საკრებულოში განსახილველად შემოტანის საფინანსო დაეკონომიური ხასიათის პროექტებს. აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებასა და ადგილობრივ ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას. ამ მიზნით კომისია სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს, ხოლო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.

4. აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია განიხილავს მიწათსარგებლობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების და გარემოს დაცვის საკითხებზე შემოტანილ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს.

5. სოციალურ საკითხთა კომისია განიხილავს განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, მოსახლეობის სოციალური დაცვის და დასაქმების საკითხებზე შემოტანილ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს.

6. ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და შესაბამისი სამსახურების შექმნისა და მართვის მშენებლობის, ტრანსპორტის, კომუნალური მეურნეობის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და რეკრეაციის საკითხებზე შემოტანილ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს.

     მუხლი 30. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება

1. საკრებულოს კომისია:

ა) სამუშაოს გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;

ბ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, ამზადებს დასკვნებს და მონაწილეობს მათ განხილვაში;

გ) ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

დ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს და რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;

ე) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს;

ვ) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ზ) ახორციელებს საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგემებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

     მუხლი 31. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/5 -ს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის 2/3-მა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევაში განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.

     მუხლი 32. კომისიის სხდომა

1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამი წევრი მაინც.

2. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომები იმართება დადგენილი გრაფიკის მიხედვით თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.

3. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით. ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.

4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კომისია წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. კომისიის წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს კომისია დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

5. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის საკრებულოს ბიუროს ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.

     მუხლი 33. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. თუ რამდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ -ცალკე ტარდება.

2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. კომისიის გადაწყვეტილებით ცალკეულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.

 3 . კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.

     მუხლი 34. კომისიის მუშაობის წესი

1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, გამგებელს (მერს), კომისიაში სამუშაოდ მოწვეულ, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

3. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად გამგეობის (მერიის) შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ საკითხთა მოსამზადებლად შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფი.

4. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ კომისიის წევრებს, წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში შემავალი ყველა ფრაქციის წარმომადგენელს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცემა.

5. კომისიებმა მოხსენება მათთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტებზე საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში უნდა წარუდგინონ. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია გამოვიდეს მოხსენებით საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ.

6. თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთსა და იმავე საკითხს, კომისია წყვეტს, თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენი ნორმატიული აქტის პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიაში ერთ-ერთი წევრი მიანც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით.

7. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გამოსატანად ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მომხსენებელს.

9. კომისიის მოხსენებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხებზე კომისიის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. მოხსენებაში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი.

10. თუ კომისიის მუშაობის წესი არ ითვალისწინებს განსხვავებებს კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.

     მუხლი 35. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კომისიასთან კომისიის გადაწყვეტილებებით შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოების შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს კომისია. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. საკონსულტაციო საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკრებულოს კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს კომისიის და საკონსულტაციო საბჭოს (საბჭოების) ერთობლივი სხდომა.

3. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდიწვევს ექსპერტ კონსულტანტებს.

     მუხლი 36. კომისიის სხდომის ოქმი

კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. სხდომათა ოქმს თან უნდა დაერთოს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა სია.

     მუხლი 37. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

1. საკრებულო, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება:

ა) ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით;

ბ) საკრებულოს მიერ განსახილველ საკითხებზე წარმოშობის აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ფრაქციების პოზიციების შეჯერების მიზნით (ინტერფრაქციული ჯგუფი).

3 . საკრებულოს გადაწყვეტილებაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზეზი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

4 . დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და უქმდება ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით და შემთხვევებში.

5 . დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს დროებითი სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.

6 . საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობით შეცვლის შესახებ.

7 . დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.

8. უფლებამოსილების ვადის გასლვამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილებების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხებზე. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს. ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ დებულებით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისაგან განსხვავებული (არანაკლებ 1/3-ით) შემადგენლობით.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო, ხოლო ინტერფრაქციული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს ირჩევს საკრებულოს შესაბამისი ფრაქციები თანაბარი წარმომადგენლობით. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს ინტერფრაქციული დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში.

10. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღების, ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად.

     მუხლი 38. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია

1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

2. ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარტიის წევრს, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არ აქვს შევიდეს სხვა ფრაქციაში.

3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

4. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს იმ სამ წევრზე ნაკლები, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია საკრებულოს მიერ.

5. ფრაქციათა შექმნის საფუძველია საკრებულოს წევრთა პარტიულობა და პოლიტიკური შეხედულებანი. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (რელიგიური, პროფესიული და ა. შ.) ფრაქციებად გაერთიანება, ფრაქციას აქვს სახელი.

6. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემდაგენლობაში ცვლილებების შეტანი წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდების მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს, მოტივაციის გარეშე გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

8. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება. ფრაქციის წევრთა რაოდენობრივი ცვლილებები დაუყოვნებლივ ეცნობება სამანდატო კომისიას.

9. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

10. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარი, ფრაქციის სხვა თანამდებობის პირთა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციიის წესდება.

11. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყონებლივ განიხილავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე _ დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე _ საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად, თუ საკრებულოს ბიურო არ მიიღებს უარყოფით მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ფრაქციას უფლება აქვს, საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს საკრებულოს სხდომა იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

12. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილებების, ფრაქციის თანამდებობის პირთა შეცვლის შესახებ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის და გარიცხვის შედეგად მასშიგაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

     მუხლი 39. ფრაქციის თავმჯდომარე

1. საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის და დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის  უფლებამოსილება“.

     მუხლი 40. საკრებულოს ფრაქციის უფლებები

1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;

გ) მიიღოსგადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და დეკლარაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ფრაქციის წესდებაში, ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;

ვ) წარადგინოს კანდიდატების საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;

თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები;

ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;

კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას აძლევს საკრებულო;

ნ) წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის თითოსაათიანი მოხსენება;

ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა საკრებულოს საინფორმაციო საშუალებებში;

პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ფრაქციის გადაწყვეტილებით, ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი, გარდა საკრებულოს კომისიის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარისა, საკრებულოს ორგანოებში წყვეტს საქმიანობას მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოებიდან მისი გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს.

3. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში (გარდა ინტერფრაქციული ჯგუფისა) განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო. ფრაქციას უფლება აქვს, საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით.

4. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით.

    მუხლი 41. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

2. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვ.), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა- ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.

     მუხლი 42. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს ფრაქციის საქმიანოის უზრუნველყოფის მიზნით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული საკრებულოს ხარჯებიდან ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი თანხა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაშ–სამუშაო ფართობი.

2. ფრაქციისათვის თანხის, სხდომათა დარბაზში ადგილისა და სამუშაო ფართის გამოყოფა ხდება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად.

3. გამოყოფილი თანხის ფარგლებში ფრაქციას უფლება აქვს აიყვანოს ფრაქციის თანამშრომელი (თანამშრომლები). ფრაქციის თანამშრომელს (თანამშრომლებს) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

     მუხლი 43. ფრაქციათა კოალიცია

1. ფრაქციებს, ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შეუძლიათ შექმნან ფრაქციების კოალიცია.

2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდეს წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო, რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესით.

3. ფრაქციას ნებისმიერ დროს აქვს უფლება, გაერთიანდეს ან გავიდეს კოალიციიდან.

4. ფრაქციის ყოფნა ან არყოფნა კოალიციაში გავლენას არ ახდენს მის წარმომადგენლობით კვოტაზე.

თავი VI. საკრებულოს სხდომა

     მუხლი 44. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება

1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.

2. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.

3. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა, ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

4. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ახლადარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე შესავსებად.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

    მუხლი 45. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება

1. ახლადარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, არჩევნების ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ საკრებულო ირჩევს ხმისდამთვლელ დროებით კომისიას და სამანდატო დროებით კომისიას.

    მუხლი 46. საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა

1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს ხმისდამთვლელ დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. ხმისდამთვლელი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრის დროს.

3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდე.

     მუხლი 47. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა

1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს სამანდანტო დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. სამანდანტო დროებითი კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს.

3. სამანდანტო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდე.

    მუხლი 48. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა

1. საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებით კომისიის და სამანდანტო დროებითი კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდანტო დროებით კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსულის საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შედეგადაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში იკრიბება სამანდანტო დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით ამოწმებს არჩევნების ჩატარების სისწორეს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს.

2. საკრებულო, სამანდანტო დროებითი კომისიის თავმჯდომარის შესაბამისად, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით იღებს დადგენილებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდანტო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში ან რომლის არჩევის კანონიერება სამანდატო დროებითმა კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო განიხილავს, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა. ხოლო იმ პირის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება სამანდატო დროებითმა კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია, საკრებულო განიხილავს სამანდატო დროებითი კომისიის მიერ მოწყობილი მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განხილული უნდა იქნეს რიგგარეშედ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.

4. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილ იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც სამანდატო დროებითი კომისიის მიერ მოკვლევის დამთავრების შემდეგ შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინიშნება ხელახალი არჩევნები „საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

     მუხლი 49. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომაზე განსახილველი საკითხები

1. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

გ) ცნობად მიღება საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს დებულების დამტკიცება;

ე) საკრებულოს დებულების შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა;

ვ) საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და დებულების დამტკიცება.

2. საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე საკრებულოს წევრები საკრებულოს სამანდატო დროებით კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნის თაობაზე. სამანდანტო დროებითი კომისია დასკვნას ფრაქციების შექმნის შესახებ წარუდგენს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ გააცნოს სხდომას წარმოდგენილი დასკვნა. სამანდატო დროებითი კომისიის დასკვნას საკრებულო იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

3. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. საკრებულო კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს განკარგულების სახით.

4. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია, თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება ერთი კვირით. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი, ისე რომ იგი არ წყვეტს საწარმოო ან სამსახურებბრივ საქმიანობას.

    მუხლი 50. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება

1. ახლადარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, არჩევნების ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულო ირჩევს ხმისდამთვლელ კომისიას და სამანდატო დროებით კომისიას.

     მუხლი 51. საკრებულოს გამსვლელი სხდომა

1. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხება თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს. აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გამსვლელი სხდომა (სხდომები) თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

2. საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის;

ბ) საკრებულოს ფრაქციის;

გ) თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 3%-ის მოთხოვნით.

3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარების უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ გამგეობის (მერიის) რწმუნებულთან ერთად.

    მუხლი 52. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ–ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ–ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი:

ა) უზრუნველყოფენ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ დროულ მიწოდებას:

ბ) ადგენენ მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფენ ამ პირთა გაფრთხილებას;

გ) ახდენენ საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას;

დ) ეხმარებიან საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას.

     მუხლი 53. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა

1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალების მიხედვით. საკრებულოს ყოველ კვარტალის პირველ სხდომაზე შეიტანება საკითხი მიმდინარე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.

2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმის საფუძველზე.

3. საკრებულოს საქმიანობის კვარტალური გეგმიდან გამომდინარე საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგში გათვალისწინებული უნდა იქნას საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი დრო.

4. საკრებულოს თავმჯდომარე, ყოველთვიური (ყოველი მორიგი) სხდომის გახსნისას, საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათ თანმიმდევრობას. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებულ თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სამწუთიან სიტყვას.

5. საკრებულოს კომისიას (დროებით სამუშაო ჯგუფს), საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის), ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის), ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულო უკამათოდ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. საკრებულო სხდომაზე რიგგარეშედ განიხილავს:

ა) ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის და კანონით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ საკითხებს;

ბ) საკრებულოს დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხს;

გ) საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ;

დ) პერსონალურ საკითხებს;

ე) საკითხს, რომელიც მიიღება ცნობის ფორმით.

7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება.

8. დღის წესრიგის საკითხები, რომელთა განხილვაც ვერ მოესწრო მორიგ სხდომაზე, ავტომატურად გადადის შემდგომი თვის სხდომის დღის წესრიგში იმავე თანმიმდევრობით.

    მუხლი 54. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა

1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოწვევა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;

ბ) საკრებულოს წევრთა სიით შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.

2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს.

3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში ამ დებულებით დადგენილი წესით აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრე საკრებულოს წევრთაგან უხუცესი.

5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურისთანავე.

6. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღისა. საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს ის საკითხი (საკითხები); რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სხდომამ.

    მუხლი 55. საკრებულოს სხდომის დაწყება

1. საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია იწყება სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. საკრებულოს წევრთა ხელახალი რეგისტრაცია ტარდება კენჭისყრის დაწყების წინ.

2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია დაიწყოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისგანხილვა, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3 მაინც. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წელვრთა სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც.

     მუხლი 56. საკრებულოს სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი

1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით, საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.

2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს საკრებულოს წევრებს საკრებულოს სხდომის გახსნასა და დახურვას;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს ამ დებულების (რეგლამენტის) დაცვას;

დ) ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხებს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირს;

ზ) ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის;

თ) საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ;

ი) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (სამი და მეტი) მათი ორამდე დაყვანის მიზნით ან საჭიროების შემთხვევაში, აწყობს სარეიტინგო კენჭისყრა, თავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადების მოხსნას;

კ) ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს და საოქმო გადაწყვეტილებებს;

ვ) საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა:

ა) უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურების დაცვა;

ბ) ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხის სრულყოფილ ყოველმხრივ განხილვას;

გ) არ გაუკეთოს კომენტარი საკრებულოს წევრის გამოსვლას, არ შეაფასოს საკრებულოს წევრის გამოსვლა, არ უპასუხოს შეკითხვას, თუ კითხვა უშუალოთ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემხთვევებისა, როცა საკრებულოს წევრი არღვევს ამ დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნებს;

დ) საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე განსახილველ საკითხებზე საკრებულოს შესთავაზებს გადბაწყვეტილების თავის ვარიანტს, ეს ვარიანტი კენჭისყრაზე დგება ბოლოს.

     მუხლი 57. საკრებულოს სხდომის განრიგი

1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 10 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:

ა) დილის სხდომა – 10.00–დან 13.00–მდე;

ბ) საღამოს სხდომა – 15.00 – 18.00–მდე;

გ) შესვენება: 11.30-დან 11.45-მდე; 13.00-დან 15.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე.

2. საკრებულოს სხდომა საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე.

3. კენჭისყრები ეწყობა ყოველი სხდომის დღის ბოლოს.

4. საკრებულოს მორიგი სხდომის ბოლო დღის პირველ ნახევარში გამგებლის (მერის) და გამგეობის (მერიის) თანამდებობის პირებთან ერთად იმართება საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მონაწილეობით. ხოლო დღის მეორე ნახევარში საკრებულო ისმენს გამგებლის (მერის), გამგეობის (მერიის) სამსახურების ინფორმაციებს მათი საქმიანობის შესახებ.

5. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს ცვლილებების შეაქვს სხდომის განრიგში.

     მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები

საკრებულოს დადგენილების და განკარგულების პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე, თუ იგი შეტანილია შესაბამის სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები, განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ „სხვადასხვა საკითხებში“, რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 30 წუთი.

     მუხლი 59. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხებზე გადასვლის წესი

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხებზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხებზე, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხდება თავმჯდომარის წინადადებით ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს წინადადებას.

     მუხლი 60. საკითხის საჯარო განხილვა

1. საკრებულოს მიერ გადასაწყვეტ ცალკეულ საკითხებზე შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვა.

2. საჯარო განხილვის მოწყობის საფუძველია:

ა) საკრებულოს დადგენილება;

ბ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება;

გ) თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%–ის მოთხოვნა.

3. საჯარო განხილვის დროს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი და ყველა ალტერნატიული პროექტი თუ წინადადება უნდა იქნეს გამოქვეყნებული ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, საკრებულოს მიერ სხდომის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც.

4. საჯარო განხილვის სხდომაზე გასატან საკითხზე გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს აპარატს მიაწოდონ თავიანთი წინადადებები და გამოყონ მომხსენებელი საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსულ წერილების სისტემატიზაციას,წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას.

5. საკრებულოს საჯარო განხილვის სხდომა იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად.

     მუხლი 61. საკრებულოს სხდომის საკითხის განხილვის ზოგადი წესი

1. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი ორგანოს მიერ დანიშნულის პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკაშვირებით რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი არა და რატომ. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

2. მოხსენების მოსმენის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს უფლებას საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (მომხსენებლებს). მომხსენებლის მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება, თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობისგარეშე.

3. გამომსვლელთა სიის ამოწურვის, ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას, თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება.

4. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწროს საკრებულოს თავმჯდომარესთან. ამასთან, უნდა აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე „მოწინააღმდეგედ“ თუ „მომხრედ“. განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან.

5. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მომხსენებლის თანხმობით საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს.

6. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე, რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:

ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით;

ბ) ფრაქციული ინდექსაციით (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამი ფრაქცია);

გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“;

7. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის როგორც „მომხრეთა“, ისე „მოწინააღმდეგეთა“, ასევე ფრაქციებისა და ფრაქციის გარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად გამოიხატოს.

8. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით. მომხსენებელს ნებისმიერ დროს თავმჯდომარის თანხობით უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის.

9. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე, ეს უფლება სხვას დაუთმოს ან გადაუცვალოს სხვა წევრს რიგი. დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის, რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა;

10. საკრებულოს წევრი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას;

11. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს;

12. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 2 წუთზე მეტს.

    მუხლი 62. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები

1. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია.

ა) მოხსენება;

ბ) თანამოხსენება;

გ) შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან;

დ) განსახილველ საკითხებზე დებატებში მონაწილეობა;

ე) მომხსენებლის და თანამომხსენებლის დასკვნითი სიტყვა;

ვ) დასამტკიცებელ კანდიდატურასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა;

ზ) წინადადების შეტანა კენჭისყრის წესის, მოტივების ამ სხდომის წარმართვის წესის შესახებ;

თ) მისაღებ დოკუმენტში შესწორებების შეტანა;

ი) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა.

     მუხლი 63. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა

1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთამდე, თანამომხსენებელს 15 წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის 10 წუთამდე, კამათში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 7 წუთამდე, მეორედ გამოსვლისას – 5 წუთამდე. პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთამდე, წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, განმარტების, ინფორმაციის, მიმართობის, განცხადებისა და შეკითხვებისათვის 3 წუთამდე.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს, გამომსვლელის მოთხოვნით სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არაუმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც დროის შესაბამისად გაგრძელება.

     მუხლი 64. პროცედურული საკითხები

პროცედურულს მიეკუთვნება საკითხები:

ა) შესვენების გამოცხადების და ხანგრძლივობის შესახებ;

ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ;

გ) სიტყვის გამოსვლის დროის გახანგრძლივების შესახებ;

დ) სხდომაზე მოწვეული პირისათვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ;

ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ;

ვ) კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ;

ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრის შესახებ;

თ) დახურული სხდომის გამართვის შესახებ;

ი) საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ;

კ) კენჭისყრის წესის შესახებ;

ლ) გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ;

მ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ;

ნ) ხმების ხელახალი დათვლის შესახებ.

    მუხლი 65. სხდომაზე წესრიგის დაცვა

1. საკრებულოს წევრი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს. თავჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.

2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის.

3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი გამოხატავენ თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან.

4. თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების შესახებ. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო ფარული კენჭისყრით, წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. არდაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს წევრს რჩება უფლება მონაწილეობა მიიღოს კომისიათა მუშაობაში.

    მუხლი 66. დებატების შეზღუდვის შემთხვევები

1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ განსაზღვროს დებატებისათვის გამოყოფილი დრო ან გამართოს შეზღუდული დებატები.

2. დებატებისათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ თავმჯდომარის განცხადებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დანარჩენის რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა.

3. შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს.

     მუხლი 67. დებატების შეწყვეტა ან გადავადება

საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადავადების ან შეწყვეტის, განსახილველი საკითხის კომისიაში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ.

     მუხლი 68. გამგებლის (მერის) მონაწილეობა დებატებში

1. გამგებელს (მერს) ან საკრებულოში მის მუდმივ წარმომადგენელს უფლება აქვთ წინასწარ ჩაუწერელად და რიგგარეშედ გამოვიდნენ საკითხის განხილვისას.

2. თუ გამგებელი (მერი) ან საკრებულოში მისი მუდმივი წარმომადგენელი გამოვა სიტყვით დებატების დახურვის შემდეგ, დებატები გრძელდება შეზღუდული წესით.

    მუხლი 69. დასკვნითი სიტყვა

სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ, მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება.

თავი VII. საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი

    მუხლი 70. საკრებულოს სამართლებრივი აქტები

1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:

ა) ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება;

ბ) ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება.

2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ და ამ დებულებით;

3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დბაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეთათვის.

4. საკრებულოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი გამოქვეყნების შემდეგ.

     მუხლი 71. საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიცირების წესები

1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს უფლება აქვს, მოამზადოს და შეიტანოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, ან წარადგინოს წინადადება საკრებულოს ნორმატიული აქტის გაუქმების, ნორმატიულ აქტში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ.

2. პეტიციის წესით საკითხი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.

3. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს ხელს უნდა აწერდეს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%.

4. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.

5. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი.

6. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.

7. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაშიმომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი“.

     მუხლი 72. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი

1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) სამართლებრივი აქტის პროექტი ჰბარდება საკრებულოს აპარატს;

ბ) საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ სამართლებრივი აქტის პროექტს და მიღებიდან 5 დღის ვადაში  გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად;

გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვის და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;

დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და გამგეობისათვის (მერიისათვის);

ე) საკრებულოს კომისიები და გამგებელი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს;

ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის დასკვნასთან ერთად.

ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგის შეტანის შესახებ.

2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად.

3. ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით.

    მუხლი 73. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი

1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და გამგეობის (მერიის) დასკვნის არსებობას. დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას კომისიის, გამგეობის (მერიის) და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. კომისიის ან გამგეობის (მერიის) უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

2. პროექტის განხილვა ხდება დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, აგრეთვე, მოითხოვოს დღის წესრიგის სხვა საკითხზე გადასვლა, თუ საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის საბოლოო კენჭისყრამდე მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს დღის წესრიგის სხვა საკითხზე, ნორმატიული აქტის პროექტი ითვლება უარყოფილად და მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ.

4. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ დებულების 79-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო, საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ ცვლილებები შეტანილ იქნა, წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილ ცვლილებათა ერთ ტექსტამდე დაყვანის მიზნით.

6. გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შესახებ ხდება სხდომაზე დამსწრე უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.

     მუხლი 74. თვითმმართველი ერთეულისბიუჯეტის პროექტის განხილვისა და მიღების წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ბიჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით (რეგლამენტით).

2. გამგებელი შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის (დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს.

3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილი უნდა იქნეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 45 დღისა.

4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას დაფრაქციებს.

5. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს სხვაა კომისიების, აგრეთვე საკრებულოს წევრების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენიდან ერთი კვირის ვადაში ჰბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტთან ერთად მათ გამოქვეყნებას საჯარო განხილვისათვის.

6. საკრებულოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს იხილავს საკრებულოს სხდომაზე საჯარო განხილვით, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნის, ფრაქციებისა და საკრებულოს წევრთა წინადადებების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა.

7. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარმოებს, ერთი მხრივ, ნომერთა რიგის მიხედვით და, მეორე მხრივ, ნომერთა იმ ჯგუფის მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდნენ უწყებათა საფინანსო ხარჯების ნუსხას.

8. პირველად განიხილება მთელი უწყების საფინანსო ხარჯთაღრიცხვის ზოგადი საფუძვლები, შემდეგ– პროექტის ცალ-ცალკე მუხლებით.

9. შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლებისგანხილვა, ხოლო შემდბეგ ცალ-ცალკე მუხლების.

10. როგორც შემოსავლის, ისე გასავლის თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი.

11. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში აისახება:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების როგორც საერთო მოცულობა შემოსავლის ძირითადიწყაროებისა და ხარჯების მიმართულებების, ისე შემოსავლის სახეობის, თითოეული მხარჯავი სუბიექტისა და ღონისძიებების მიხედვით ფუნქციონალური და ეკონომიკური საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად;

ბ) სარეზერვო ფონდის მოცულობა;

გ) წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი სახსრების, მათ შორის, გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა;

დ) წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა.

12. საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, გამგებელი (მერი) ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტი.

13. საკრებულო ბიუჯეტს ამტკიცებს ყოველი კალენდარული წლისათვის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში არაუგვიანეს ახალი საბიუჯეტო წლის 1 მარტისა.

14. ბიუჯეტი მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობით უმრავლესობით.

 

     მუხლი 75. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი

1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია გამგებლის (მერის)და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, ამ ნორმატიული აქტის–პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ.

3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე.

4. გამგებელი (მერი) და საფინანსო–საბიუჯეტო კომისია საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის მიღებისშემდეგ ამოწმებს ნორმატიული აქტის პროექტის მიმდინარე და მომავალ ბიუჯეტთან შეთავსების შესაძლებლობას, თუ შემოწმებით დადგინდა, რომ ნორმატიული აქტის პროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე, გამგებელმა (მერმა) და კომისიამ საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ დასკვნებში უნდა აღნიშნონ თავიანთი მოსაზრება ხარჯების დაფარვის შესახებ, თუ ნორმატიული აქტის პროექტი გავლენას მოახდენს მომავალ ბიუჯეტზე, დასკვნებში უნდა აღინიშნოს დამოკიდებულება მოცემულ საკითხთან.

5. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად.

თავი VIII. საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის წესი (განსაკურებული პროცედურები)

    მუხლი 76. ხელშეკრულებათა დამტკიცება და გაუქმება

1. თვითმმართველი ერთეულის, საკრებულოს ან გამგებლის (მერის) სახელით დადებულ ხელშეკრულებათა დამტკიცება ან გაუქმება ხდება საკრებულოს სხდომაზე.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს, ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს დააყენოს ხელშეკრულებათა გაუქმების საკითხი. ეს საკითხი დღის წესრიგში შეიტანება კენჭისყრის გარეშე.

3. საკრებულოს სხდომაზე ხელშეკრულების დამტკიცების ან გაუქმების საკითხთა განხილვისას, ამ ხელშეკრულებების მუხლობრივი განხილვა ან მუხლებში ცვლილებების შეტანა არ ხდება.

4. საკრებულოს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას მოცემულ საკითხზე თანხმობის, უარყოფის ან საკითხის გადადების შესახებ.

5. ხელშეკრულების დამტკიცების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ხელშეკრულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.

     მუხლი 77. საკრებულოს წევრის არჩევის კანონიერების ან უფლებამოსილების ვამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის არჩევის კანონიერების ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი საკრებულოს სხდომაზე განხილვის გარეშე გადაეცემა სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას.

2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის არჩევის არაკანონიერად ცნობის ან უფლებამოსილების ვამდე შეწყვეტის, მიიღება ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

     მუხლი 78. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა

1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება, თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1000 ამომრჩეველი და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.

2. პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს საკრებულო სხდომის დღის წესრიგში შეიტანება შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო გვიანი ვადა არ არის მითითებული. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის დღეს ერთი კვირით ადრე მაინც აცნობებს. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გამოყოს მომხსენებელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის საკითხის განხილვაში, საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე. წარმოდგენილი ნორმატიული აქტისპროექტის ხასიათის მიხედვით გადაწყვეტილების გამოტანა ხდება საერთო წესით.

თავი IX. შეკითხვები და ინტერპელაცია

     მუხლი 79. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს გამგებელს (მერს) ან გამგეობის (მერიის) თანამდებობის პირს.

2. შეკითხვის წესით შესაბამის თანამდებობის პირთაგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. წერილობითი ან ზეპირი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება.

4. შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე პასუხი გაიცემა საკრებულოს სხდომაზე. გამგებელს (მერს) ან გამგეობის (მერიის) თანამდებობის პირს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი და დააყენოს წინადადება მოცემული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

5. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება სამი დღის ვადაში გაიცეს წერილობითი პასუხი საკითხის შემდგომი განხილვის გარეშე.

     მუხლი 80. ინტერპელაცია

1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი გამგებლის (მერის) ან გამგეობის (მერიის) თანამდებობის პირის წინაშე.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს გამგებლის (მერის) ან გამგეობის (მერიის) თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.

3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტად და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ახლდეს დასაბუთებაც. საკითხი წერილობითი ფორმით ჩაჰბარდება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს ბიუროზე გამგებელთან (მერთან) შეთანხმებით ადგენს საკითხის განხილვის ვადას. საკითხი შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ჩაბარებიდან ორი თვის ვადაში.

4. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე ფრაქცია ან შესაბამისი კომისია გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც მიეცემა 15 წუთი მაინც განხილვის დაწყებისას, ხოლო გამგეობის (მერიის) წარმომადგენლის პასუხის შემდეგ – 20 წუთი მაინც.

5. ფრაქციის ან შესაბამისი კომისიის მოთხოვნით, მოცემულ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დებატები.

6. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს სხდომა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

თავი X. კენჭისყრის წესი

     მუხლი 81. კენჭისყრის სახეები

კენჭისყრის სახეებია: ფურული, ღია და სახელობითი. ხოლო გადაწყვეტილების მიღების ფორმის მიხედვით კენჭისყრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ხმის ან სარეიტინგო.

     მუხლი 82. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ

1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა;

ბ) წამოაყენოს საკუთარი წინადადებები ან კომპრომისული ფორმულირებები და დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსენელად;

დ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;

ე) თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი ალტერნატიულიწინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო.

    მუხლი 84. სარეიტინგო კენჭისყრა

1. სარეიტინგო კენჭისყრა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

2. სარეიტინგო კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს ფარული ან სახელობითი ფორმით.

3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა ყველა სადავო თუ ალტერნატიულ საკითხებზე.

    მუხლი 85. ფარული კენჭისყრა

1. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით.

2. ფარული კენჭისყრის ადგილს და ბიულეტენის ფორმას ამზადებს საკრებულოს აპარატი, ბიულეტენები არ შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით ან ფორმით.

3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია. ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი.

4. ბიულეტენის მიღებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით. ბიულეტენების შევსება ხდება ფარული კენჭისყრისათვის საგანგებოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში.

5. ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს, თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს (არჩევნების დროს). ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს. (არა არჩევნების საკითხის გადაწყვეტის დროს).

6. ბათილად ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულტენი, აგრეთვე ის ბიულეტენი, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს, ვის (რომელ გადაწყვეტილეას) მისცა საკრებულოს წევრმა ხმა.

     მუხლი 86. სახელობითი კენჭისყრა

1. სახელობითი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე, გადაწყვეტილების შესაბამის ვარიანტზე ხელმოწერით.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება სახელობითი კენჭისყრისას სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე.

3. სახელობითი კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს პერსონალური საკითხების გადაწყვეტისას.

     მუხლი 87. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება

1. დებატები, ასარჩევი, დასანიშნი თუ დასამტკიცებელი კანდიდატურის განხილვის დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში.

2. ღია კენჭისყრა, როგორც წესი, ეწყობა დებატების დამთავრებისთანავე, ხოლო ფარული კენჭისყრა – სხდომის დამთავრების წინ.

3. თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს წევრთა რეგისტრაციას.

4. თუ კენჭისყრისათვის დანიშნული დროისთვის სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო წევრთა რაოდენობა, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის გადავადების დროს.

5. ფრაქციას უფლება აქვს კენჭისყრის წინ მოითხოვოს არაუმეტეს 10 წთ. შესვენება.

     მუხლი 88. საკითხის კენჭისყრაზე დაყენება

1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს თავმჯდომარე. თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი, ნათელი ფორმულირებით, ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე.

2. თუ კენჭისყრაზე დაყენებული საკითხის ავტორის აზრით, მისი წინადადება არასწორად იქნა დაფიქსირებული, ან საერთოდ გამორჩენილი იქნა, მას ეძლევა სიტყვა განმარტებისათვის.

3. თუ თავმჯდომარე არ ეთანხმება შემოთავაზებულ ფორმულირებას, თუკი ამას მოითხოვს წინადადების შემომტანი, სადავო საკითხი წყდება კენჭისყრით, განხილვის გარეშე.

4. კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (3 ან მეტი), თავმჯდომარე ატარებს სარეიტინგო კენჭისყრას.

5. ყოველი კენჭისყრის წინ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის პროცედურას.

6. საკითხის ინიციატორს უფლება აქვს მოითხოვოს განუხილველად საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, ამ შემთხვევაში მას უკამათოდ უყრიან კენჭს.

7. კენჭისყრის გამოცხადების შემდეგ, საკრებულოს წევრს სიტყვა შეიძლება მიეცეს მხოლოდ კენჭისყრის პროცედურის საკითხებზე“.

     მუხლი 89. კენჭისყრის ზოგადი წესი

1. თავდაპირველად კენჭი ეყრება ცვლილებებს მათი რიგითობის მიხედვით, შემდეგ კი ძირითად საკითხს. თავმჯდომარეს უფლება აქვს ჯერ ძირითადი საკითხი დასვას კენჭისყრაზე, თუ ჩათვლის, რომ ეს გააიოლებს გადაწყვეტილების მიღებას.

2. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილების ცალ-ცალკე კენჭისყრა. ასეთი პროცედურის შემთხვევაში, კენჭისყრის შემდეგ, უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით, ამ საკითხს მთლიანობაშიც უნდა ეყაროს კენჭი.

3. წინადადებას საკითხის გადადების ან კომისიაში დაბრუნების შესახებ, კენჭი ეყრება თავმჯდომარის, ფრაქციის, ან კომისიის ინიციატივით.

4. საკრებულოში კენჭისყრა შეიძლება იყოს ღია ან ფარული.

5. საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით, პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხები წყდება მხოლოდ ფარული კენჭისყრით.

6. საკრებულოს, დამწრეთა ხმების უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხვა საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტის შესახებ.

7. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა.

8. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ–ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი.

     მუხლი 90. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება

1. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს წევრს, რომელმაც ხმა არ მისცა კენჭისყრის დროს, უფლება არა აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.

3. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვების თაობაზე განცხადება თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ. კენჭისყრის დამთავრებისთანავე. განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო, ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის მოწყობის შესახებ. ხელახალი კენჭისყრა არ გაიმართება, თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.

თავი XI. საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნა და დამტკიცება

     მუხლი 91. არჩევნების ზოგადი წესი

1. არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების მეშვეობით.

2. თუ დასახელებული იყო რამდენიმე კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ტარდება მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მეორე ტურშიაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება მეორე დღისთვის. ხელახალი კენჭისყრისას პროცედურა იწყება თავიდან, შესაბამის კანდიდატურათა დასახელებით. ხელახალი კენჭისყრა ტარდება იგივე წესით.

      მუხლი 92. თანამდებობის პირთა დამტკიცების ზოგადი წესი

1. საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილ თანამდებობის პირთა დამტკიცება ხდება ფარული კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

2. თუ დასახელებულ კანდიდატთაგან რომელიმეს უარი ეთქვა, ერთიდაიგივე კანდიდატი შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ ორჯერ.

3. უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატის დასახელება ხდება მხოლოდ საკრებულოს მომდევნო სხომაზე.

     მუხლი 93. არჩეულ პირთა გაწვევის ზოგადიწესი

საკრებულოს მიერ არჩეულ პირთა გაწვევა ხდება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა, თუ კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.

     მუხლი 94. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან.

2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს.

3. საკრებულოს კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას კენჭი იყაროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. წამოყენებულ კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

4. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით.

5. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევ ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

6. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება დასახელების რიგითობის მიხედვით.

7. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს სამანდატო, სპროცედურო და ეთიკის კომისია (ხოლო მის შექმნამდე ხმის დამთვლელი დროებითი კომისია).

8. ბიულეტენს საკრებულოს წევრი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ხმის მიცემისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატურის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს სამანდატო, სპროცედურო და ეთიკის (ხმის დამთვლელი) კომისიის თავმჯდომარეს, გაფუჭებულ ბიულეტენს ჩამოაჭრას რიგითი ნომრების აღმნიშვნელი კიდე, ჩააბაროს იგი და მიიღოს ახალი. შევსებულ ბიულეტენს საკრებულოს წევრი უშვებს კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთში.

9. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის (ხმის დამთვლელი) კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს, რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.

10. ხმისდამთვლელი კომისია თავის ხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს. ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგერთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ოქმს საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.

11. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლოის ნახევარზე მეტი.

12. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და იგი არ აირჩიეს, ეწყობა ხელახალი არჩევნები, ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ოჯერ.

13. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორი ან მეტი კანდიდტი, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს მხოლოდ ის ორი კანდიდატი, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმები დააგროვეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატი.

14. თუ არჩევნების მეორე ტურშიაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, საკრებულოს თავმჯომარის არჩევისათვის ხელახალი კენჭისყრა ტარდება მეორე დღეს. ხელახალი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს თავჯდომარის არჩევის ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით“.

     მუხლი 95. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. გამგებელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში.

თავი XII. საკრებულოს სამართლებლივი აქტების გაფორმების წესი

     მუხლი 96. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება

1. საკრეულოს სამართლებლივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე.

2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.

3. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში უნდა იქნეს მითითებები საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.

4. საკრებულოს სამათლებრივ აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის თარიღი), აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო.

5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების (დებულების, პროგრამის, კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობის და სხვა) დამტკიცების ან სამართლებრივ დოკუმენტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას, თანდართული დოკუმენტები დოკუმენტში აღინიშნება როგორც დანართები. დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მიეთითება სამართლებრივი დოკუმენტის კუთვნილებაზე.

6. საკრებულოს სამართლებლივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე.

7. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტალურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილება.

8. საკრებულოს მიერ მიღებული სამათლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან სამი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს უფროსს ხელმოსაწერად.

 

     მუხლი 98. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა

1. საკრებულოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული.

2. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ სხვა ვადა არ არის მითითებული.

    მუხლი 98. სხდომის ოქმი

1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების თანამშრომელი. საკრებულოს ყოველ წევრს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომის შემდეგ სამუშაო დღეს. შენიშვნები სხდომის ოქმის შესახებ შეიძლება შემოტანილ იქნეს ოქმის გაცნობისათვის განკუთვნილდღის განმავლობაში. სხდომის შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც, თუ დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას, იძლევა განკარგულებას სხდომის ოქმის შესაბამისად შესწორების შესახებ. თუ დაწესებული ვადის განმავლობაში შენიშვნები არ იქნა გამოთქმული ან შენიშვნების შესაბამისად მოხდა სხდომის ოქმის შესწორება და დამატებითი შენიშვნა არ იქნა შემოტანილი, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს სხდომის ოქმს. თუ საკრებულოს თავმჯდომარე არ გაიზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს, საკრებულოს წევრს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი განცხადებით შესაბამის სხდომას, რომელიც მოცემულ საკითხზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი;

გ) საკრებულოს წევრთა კანონით დადგენილი, უფლებამოსილებაცნობილი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა;

დ) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;

ე) სხდომაზე გამომსვლელთა სია;

ვ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) საკრებულოს გადაწყვეტილებები.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე.

      მუხლი 99. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი

1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში;

2. სხდომის ოქმი საჯაროა (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც განხილული იქნა დახურულ სხდომაზე).

3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა ერთვოდეს:

ა) სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა სატაბელო რეგისტრაციის ფურცელი;

ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები;

გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები, ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი.

4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები საკრებულოს აპარატში ინახება სამი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ჰბარდება არქივში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XIII. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება

     მუხლი 100. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები

1. საკრებულო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, გამგეობის (მერიის) საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია:

ა) საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია;

ბ) ინფორმაციის გამოთხოვა;

გ) ანგარიშის მოსმენა.

     მუხლი 101. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე

1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარმადგინოს შესაბამისმა კომისიამ და გამგეობის მერიის) შესაბამისმა სამსახურმა.

2. საკრებულოს კომისიისა და გამგეობის (მერიის) შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ.

3. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შესაბამის შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

    მუხლი 102. კონტროლი გამგეობის (მერიის) საქმიანობაზე

1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ შესაბამისი სამსახურების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად.

2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, ისმენს გამგებლის (მერიის), საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს.

3. გამგებელი (მერი). ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

თავი XVI. საკრებულოს აპარატი

     მუხლი 103 საკრებულოს აპარატი

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

2. საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.

3. საკრებულო უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავუს და თანამდებობობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

     მუხლი 104. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია

1. საკრებულოს აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი. საკრებულოს აპარატის უფროსს და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 105. საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი

1. საკრებულოს აპარატში არსებობს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და გამართულ ფუნქციონიერებას, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს მუდმივი კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების, ფრაქციების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირთა საქმიანობის თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემებით მომსახურებას;

ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს ინტერნეტ პორტალის, საიტებისა და ინტერნეტ–გვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის (უპირველესად საკრებულოს დადგენილებების, განკარგულებებისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების) მათზე განთავსებას;

გ) უზრუნველყოფს საკრებულოს შიდა სარგებლობის საინფორმაციო–საკომუნიკაციო ქსელის შექმნას და მის გამართულ ფუნქციონირებას.

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს შენობაში მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურების დარბაზის შექმნას. დარბაზში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის განთავსებასა და გამართულ ფუნქციონირებას, მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების კომპიუტერიზაციას, ავტომატიზაციასა და ინტერნეტიზაციას, შესაბამისი მარტივი საინფორმაციო საძიებო სისტემის და ინტერფეისების შექმნას;

ე) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული, საკრებულოში შემოსული ან საკრებულოდან გადაგზავნილი ყველა ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, შენახვას, სისტემატიზაციასა და გადაგზავნას;

ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომათა დარბაზის სადემონსტრაციო ტაბლოს, საკრებულოს წევრთა პულტების, საკრებულოს სხდომაზე რეგისტრაციისა და კენჭისყრისათვის განკუთვნილი სხვა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;

ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებას ინტერნეტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით;

თ) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების ჩატარებას;

ი) აანალიზებს საკრებულოს მუშაობის თაობაზე ელექტრონულ და ბეჭვდით მედიაში გავრცელებულ პუბლიკაციებს;

კ) ხელს უწყობს საკრებულოს წევრებს საჯარო გამოსვლებისა და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მომზადებასა და გამოქვეყნებაში;

ლ) მოიპოვებს, აღნუსხავს და განაზოგადებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებულ და სხვა შესაბამის საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალებს;

მ) ახორციელებს ცენტრის დებულებებითა და საკრებულოს, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი XV. მოქალაქეთა და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობა საკრებულოს საქმიანობაში

     მუხლი 106. მოქალაქეთა მონაწილეობა საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებში.

მოქალექეები ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად თავისუფლად შეიძლება დაესწრონ საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებს.

    მუხლი 107. მოქალაქეთა ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ

მოქალაქეთა ინფორმირებას საკრებულოს საქმიანობის შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი. ინფორმირება ხორციელდება საკრებულოს საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის, საკრებულოს ინტერნეტპორტალის და ბეჭვდითი, ასევე ელექტრონული მასმედიის მეშვეობით.

     მუხლი 108. ნორმატიული აქტის ინიციირება პეტიციის წესით

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1/5 უფლება აქვს პეტიციის წესით საკრებულოში შეიტანოს საკრებულოს დადგენილების პროექტი.

2. პეტიციის წესით ნორმატიული აქტის ინიცირებისათვის საჭიროა:

ა) პეტიცია ხელმოწერილი იყოს არანაკლებ ამომრჩეველთა რაოდენობის 1/5 მიერ;

ბ) პეტიციას თან უნდა ერთვოდეს ნორმატიული აქტის პროექტი და ხელმომწერთა სია. ხელმომწერთა სიაში შეიტანება პეტიციაზე ხელისმომწერი ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის მისამართი.

3. პეტიციაზე ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს საკრებულოს აპარატი.

4. პეტიცია წარედგინება საკრებულოს აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას და პროექტის დადგენილი წესით შეტანას საკრებულოს კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში.

     მუხლი 109. ლობისტური საქმიანობა საკრებულოში

ლობისტური საქმიანობა საკრებულოში დაიშვება „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.

თავი XVI. საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დაცვა და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისათვის

    მუხლი 110. კონტროლი საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები

1. საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია მისი მიღების მომენტიდან.

2. საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.

     მუხლი 111. საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის

1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:

ა) წესრიგისაკენ მოწოდება;

ბ) გაფრთხილება;

გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა სხდომის დამთავრებამდე.

    მუხლი 112. წესრიგისაკენ მოწოდება

1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისაკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.

2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისაკენ შეიძლება მოუწოდონ, თუ იგი:

ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;

ბ) ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს.

     მუხლი 115. სიტყვის გამოსვლის უფლების ჩამორთმევა სხდომის დამთავრებამდე

საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას, სიტყვის გამოსვლის უფლება სხდომის დამთავრებამდე, თუ იგი:

ა) გაფრთხილდა ოქმში შეტანით, მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) ეწინააღმდეგება მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.

თავი XVII. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 116. საკრებულოს დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) მიიღება საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;

გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/5-ის ინიციატივით.

3. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.