მიერ
თვითმმართველობის ორგანოს
და/ან
თანამდებობის პირისადმი
საჯარო
განცხადებით
მიმართვის
წესი
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, აგრეთვე ამომრჩეველთა
ჯგუფს,უფლება
აქვთ საჯარო
განცხადებით
მიმართონ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირს.
2. საჯარო
განცხადებად
მიიჩნევა
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოს
და/ან თანამდებობის
პირის
გადაწყვეტილების
ან მოქმედების
შეფასების
ან მათი ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემცველი ხელმოწერილი განცხადების გამოქვეყნება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში
ან მისი გავრცელება
საჯაროდ
ხელმისაწვდომი
საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.
3. ადგილობრივი
თვითმართველობის
შესაბამისი
თანამდებობის
პირი
უფლებამოსილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში ვალდებულია პასუხი ან ახსნა-გამარტება გამოაქვეყნოს მასობრივ საინფორმაციო
საშუალებებში ან გაავრცელოს
საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.
4. მასობრივი
საინფორმაციო
საშუალება,რომელმაც
საჯარო
განცხადება
გამოაქვეყნა, ვალდებულია
შეუფერხებლად
უზრუნველყოს
შესაბამისი
პასუხის
ან ახსნა-განმარტების გამოქვეყნებ