უფლებამოსილება
1. საკრებულოს
უფლებამოსილება
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონის მე-15
მუხლის
მე-2
პუნქტის
შესაბამისად
განისაზღვრება
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე-16
და
22-ე მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).
2.
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო ადმინისტრირების, საფინანსო-ეკონომიკურ, სოციალურ, კეთილმოწყობის და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ,მიწათსარგებლობის,სივრცით დაგეგმარების,აღრიცხვისა
და ინფორმატიზაციის სფეროებში.
3. საერთო ადმინისტრირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში
ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს
წევრის უფლებამოსილების
ცნობისა და უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა გამგებლის დანიშვნა- გათავისუფლების შესახებ;
ე) კონტროლი
ადგილობრივი
თვითმმართველობის
გამგეობისა
და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი
ანგარიშების
მოსმენა და შეფასება;
ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული
ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს სამუშაო გეგმების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება
და მასში ცვლილებების შეტანა;
ი) ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო
კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების
მიღება და ,,საჯარო სამსახურის
შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკონკურსო-
საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;
ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება;
მ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების
შესახებ" საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად
სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;
ო) თვითმმართველი
ერთეულის
სიმბოლოების
დამტკიცება
და
მასში
ცვლილებების შეტანა კანონმდებლობის
შესაბამისად;
პ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;
ჟ) საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება;
რ) საქართველოს
კანონმდებლობითა
და ამ დებულებით (რეგლამენტით)
დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
4. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს
თავმჯდომარის
წარდგინებით
თვითმმართველი
ერთეულის
ბიუჯეტის პროექტის
განხილვა, მასში ცვლილებების
და დამატებების
შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება,ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შესრულების
ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ბ) საკრებულოს
თავმჯდომარის
წარდგინებით
ადგილობრივი
გადასახადებისა
და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა
და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება;
დ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად
საჭირო სახსრების განსაზღვრა;
ე) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;
ვ) საკრებულოს
თავმჯდომარის
წარდგინებით
ადგილობრივი
შესყიდვების
გეგმის დამტკიცება;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის
თანხმობის მიცემა ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
5%-ს;
თ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების
დოკუმენტის დამტკიცება;
ი) თვითმმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური
პროგრამებისა
და გეგმების დამტკიცება;
კ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა
და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
5. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და
ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის განხილვა და დამტკიცება;
თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების
ანგარიშის დამტკიცება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის
ქირის
ოდენობის
დადგენა;
თვითმმართველი
ერთეულის
ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
6. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ბ) სკოლამდელი
და სკოლისგარეშე
სააღმზრდელო
დაწესებულებების
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით
შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
დ) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის
დაცვისა
და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ
მომსახურების
მუნიციპალურ პროგრამათა
დამტკიცება;
ე) მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური მომსახურების დამატებითი დაფინანსების შესახებ;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა
და ამ დებულებით (რეგლამენტით)
დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
7. თვითმმართველი
ერთეულის
კეთილმოწყობისა
და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;
ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის
განთავსების
მარეგულირებელი
ნორმების
დადგენა
და გარე
რეკლამის
გავრცელების გეგმის დამტკიცება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა
დამტკიცება;
დ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
8. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მიწათსარგებლობის
დაგეგმვა,თვითმმართველი
ერთეულის ტერიტორიის
ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი
საზღვრების
დადგენა და შეცვლა;
ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა;
დ) საქართველოს
კანონმდებლობითა
და ამ დებულებით
(რეგლამენტით)
დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
9. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების
სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;
ბ) მიწათსარგებლობის
გენერალური
გეგმის, განაშენიანების
რეგულირების
გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;
გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;
დ) საქართველოს
კანონმდებლობითა
და ამ დებულებით
(რეგლამენტით)
დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
10. ტრანსპორტისა
და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ბ) მუნიციპალური
ტრანსპორტით
მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის
მარშრუტებისა
და გრაფიკების
განსაზღვრა;
ადგილობრივი
სამგზავრო გადაყვანის წესების დადგენა და შესაბამისი ნებართვების გაცემა, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების
დადგენა;
გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელება.
11. აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის
სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი
ერთეულის
ინფორმატიზაციის
კონცეფციისა
და
პროგრამის დამტკიცება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის
ვებგვერდის დებულების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი
ქონების და თვითმმართველი
ერთეულის დოკუმენტების
და მათთან დაკავშირებული უფლებების
აღრიცხვის წესების დადგენა;
დ) ადგილობრივი არქივის შექმნა
და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა
განხორციელებ