გამსვლელი სხდომა
1. საკრებულოს
სხდომა ტარდება
საკრებულოს
სხდომის დარბაზში.
იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხება თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ
ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს
საქმიანობაში
მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის
მიზნით შეიძლება ჩატარდეს
საკრებულოს
გამსვლელი სხდომა (სხდომები) თვითმმართველ
ერთეულში
შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2. საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარებაზე
გადაწყვეტილებას
იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
გ) თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.
3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარებას
უზრუნველყოფს
საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ გამგეობის რწმუნებულთან ერთა