1. საკრებულო არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულების (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართლულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე;
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდბექსის“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 25 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევი არჩეულია პროპორციულ, ხოლო 15 წევრი – მაჟორიტარული წესი