1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს დებულება (რეგლამენტი);

ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;

გ) ამ დებულებით (რეგლამენტით) 130-ე მუხლით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;

ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;

ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება, ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

ზ) დაიცვას ამ დებულებით (რეგლამენტით) და „საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსით“ დადგენილი ქცევის სტანდარტები;

თ) ამ დებულების (რეგლამენტის) 131-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახე