საქართველოში სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 24.08.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №385
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 77, 29/08/2000
matsne.gov.ge 748 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 50.85pt 51.05pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №385 2000 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოში სამთო ტურიზმისა და ალპი­ნიზმის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური ზონები და მთის მასივები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან სამთო სახეობათა ტურიზმის განვითარებისათვის. სამთო ტურიზმისა და ალპინიზმისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება და ფართოვდება საერთაშორისო მასშტაბით. საქართველო მისი უნიკალური გეოგრაფიული შესაძ­ლებ­ლობებით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სამთო სახეობათა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. საქართველოში ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედების, ქვეყანაში სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარების მიზნით: 1. მოწონებულ იქნეს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივა ქვეყანაში სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარების შესახებ. 2. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა (კ. ასათიანი) და ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარ­ტამენტმა (ვ. შუბლაძე): ა) უზრუნველყონ სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის ფართოდ რეკლამირება, პოპულარიზაცია-პროპაგანდა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ტურისტული საწარმოებისათვის ამ სახეობათა შემდგომი განვითარების მიზნით; ბ) დადგენილი წესით სამ თვეში მოამზადონ წინადადებები უღელტეხილების, მწვერვალების, სამთო და ალპინისტური მარ­შრუტების დალაშქვრის მიზნით, მათი სიმაღლისა და სირთულის კატეგორიების შესაბამისად გასაცემი ნებართვების წესებისა და ფასების პარლამენტში წარსადგენად; გ) შექმნან მწვერვალების, ალპინისტური და სამთო-ტურისტული მარშრუტების კატალოგები მათი სირთულეების აღნიშვნით. დ) უზრუნველყონ საქართველოს სასაზღვრო ზოლში არსებული ტურისტული და ალპინისტური მარშრუტების და ამ მარშრუტებზე ტურისტთა და ალპინისტთა გადაადგილებისათვის საჭირო შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ვ. ჩხეიძე); ე) სამ თვეში შეიმუშაონ სათანადო პროექტი მწვერვალებზე ასვლისა და უღელტეხილების დალაშქვრის წესის შესახებ. 3. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა: ა) შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის მაშველთა და გამყოლთა მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ; ბ) საქართველოში ტურისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგინოს „საქარ­თველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის სამაშველო ინფრას­ტრუქტურის შექმნისა და განვითარების“ და „საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარების“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები. 4. მოწონებულ იქნეს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება ქ. ქუთაისის სამთო-ტურიზ­მისა და ალპინიზმის კლუბის „ოქროს ჩარდახის“ ბაზაზე დასავლეთ საქართველოს სამთო ტურიზმის ცენტრის აღდგენის თაობაზე, საქარ­თველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ „ოქროს ჩარდახის“ შენობაში მისი შემდგომში განთავსებით. 5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) განიხილოს ძირითად სამთო მარშრუტებზე მდებარე საკვანძო პუნქტებში არსებული არაპრივატიზებული ობიექტების (სამთო ქოხები, ყოფილი პიონერთა ბანაკები და სხვ.) მართვის უფლებით გადაცემის საკითხი საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე. 6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს სამთო ტურიზმის გარემოსდაცვითი მონიტორინგი. 7. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) მოსწავლეთა სამხედრო აღზრდის გაუმჯობესების მიზნით უმაღლეს სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I-XI კლასების ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამებში გაითვალისწინოს სამთო მომზადების სწავლების საკითხები. 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) საქარ­თველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად განიხილოს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები სამთო მომზადების, სამთო-სამაშველო საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში. 9. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასაზღვრო ზოლში წინასწარი შეთანხმების საფუძ­ველზე უზრუნველყოს ტურისტული და ალპინისტური ჯგუფების შეუფერ­ხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. 10. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურმა (ა. ცერცვაძე) სამ თვეში წარმოადგინოს წინადადებები სამთო-ტურიზმთან და ალპინიზმთან (გაზრდილი რისკის პირობები) დაკავშირებული დაზღვევის სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ. 11. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, რაიონების გამგებლებმა ხელი შეუწყონ სამთო-ტურიზმისა და ალპი­ნიზმის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას. 12. ამ ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ. ე. შევარდნაძე