"ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 10.12.2010
ძალის დაკარგვა 02.03.2015
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.116.016018
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 24/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
"ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:21.3pt 42.5pt 35.45pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2010 წლის 10 დეკემბერი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №1-ისა.
2. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №2-ისა.
3. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტი
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
„––––––“ “–––––––––––––––––––“ 20 წ . ქ. ცაგერი
(რიცხვი, თვე, წელი)
1. ეს ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქცონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
2. მასზე, რომ „ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ( ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან )
ქონების საწყისი ფასი ------------------------------------------------ (---------------------)
სიტყვიერად ციფრებით
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201-- წლის „-------” “--------------------------- მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------------------------------------------- (-----------------) ლარი
სიტყვიერად ციფრებით
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას „ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) – შემდგომში ქონება
4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
9. ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
10. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
12 მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
13. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
კომისიის თავმჯდომარე / ----------------------------------------------------- /---------------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /--------------------------------------- / -------------- /
სახელი, გვარი ხელმოწერა
ბეჭდის ადგილი
დანართი №2
ცაგერის მუნიციპალიტეტი
პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
„––––––“ „–––––––––––––––––––“ 20 წ . ქ. ცაგერი
(რიცხვი, თვე, წელი)
1. ეს ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი, და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
2. მასზე, რომ „ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი -------------------- --------------- -------------- (-----------------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 201-- წლის „-------” „-----------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის -------------------------------------------------- (------------------------) ლარი
სიტყვიერად ციფრებით
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას „ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში ქონება)
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე)
4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური:
–––––––––––––––––––––––––– (––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი
(ციფრით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ---------------------------------------------------------------------
ბ) -------------------------------------------------------------------
გ) ----------------------------------------------------------------------
დ) და. ა.შ
7. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
9. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
10. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
11. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საბოლოო თანხის ამავე აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგი განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე არ უბრუნდება.
12. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.
13 თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
14. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
15. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და, სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს ამ ოქმს.
18. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე / ---------------------------------------- /----------------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /---------------------------------- / ----------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
ბეჭდის ადგილი
დანართი №3
ცაგერის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№ – –
ეძლევა -----------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა -------------------------------------------------- მიწის ნაკვეთი
(არასასოფლო-სამეურნეო/სასოფლო-სამეურნეო)
ფართობით: ---------------------------------------------------------------------------------------------კვ.მ/ჰა
და შენობა/ნაგებობა, ფართობით: -----------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------- კვ.მ
(შენობა/ნაგებობის ოდენობა და მათი ფართობი)
რომელიც მდებარეობს: ----------------------------------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობა/მისამართი)
საფუძველი: ცაგერის თვითმმართველი ერთეულის ქონების სააუქციონო კომისიის -----------------------------------------------------------------------------------------------------------------– აუქციონის ოქმი
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
გაცემულია 2010 წლის ___________ ___________________
ცაგერის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე --------------------------------------------------