საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.09.2000
ძალის დაკარგვა 24.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №403
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.002.001.888
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 13/09/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 50.85pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №403
2000 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის მიზნით,
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის საზღვრების დადგენის შესახებ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. დებულების მიზანი და მოქმედების სფერო
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს.
2. დებულებით დადგენილი წესები და ნორმები ვრცელდება სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების, სამონადირეო მეუონეობების, ადგილობრივი, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის და სხვა კატეგორიის მიწების გამიჯვნისას.
3. დებულების მიზანია კანონით დადგენილი წესებისა და ნორმების დეტალიზაცია და სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის პრაქტიკულად განხორციელებისათვის საჭირო პროცედურების რეგლამენტირება.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის მიზანი
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის მიზანია:
ა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიის გამოყოფა-გამიჯვნა მოსაზღვრე მიწათმოსარგებლეთა ან მესაკუთრეთა ტერიტორიისაგან, ფართობების დადგენა, საგეგმო-
არტოგრფიული მასალების შექმნა;
ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის მიწის გამოყოფისას ან დაწესებულ საზღვრებში ცვლილებების შეტანისას დადგენილი წესების დაცვა;
გ) საზღვრის დაცვის კონტროლის განხორციელება.
თავი II
დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინაცია და მართვა
მუხლი 3🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მართვა
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებულ საქმიანობას კოორდიაციას უწევენ ერთობლივად
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატები.
2. საქმიანობის წინასწარი განხილვის და საკითხის მომზადების მიზნით,
ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ქმნიან კომისიას საქართველოს მიწის მართვის და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ადგილობრივი სამსახურების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების და დაინტერესებულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან.
3. კომისია:
ა) შეისწავლის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის შესახებ არსებულ მონაცემებს: საგეგმო-კარტოგრაფიულ და საკადასტრო მასალებს, მიწათსარგებლობის გეგმებს, ტყეთმოწყობის მასალებს და ტოპოგრაფიულ რუკებს;
ბ) მოითხოვს მოსაზღვრე მიწათმოსარგებლის ან მესაკუთრისგან საზღვართან დაკავშირებულ ინფორმაციას;
გ) ადგენს ტერიტორიის საზღვრის სქემას;
დ) მოსაზღვრე მიწათმოსარგებლესთან ან მესაკუთრესთან, ან მათ წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ათვალიერებს ტერიტორიას, წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით მონიშნავს საზღვრის ხაზს, საჭიროების შემთხვევაში, მიწათმოსარგებლის (მესაკუთრის) ინტერესებიდან გამომდინარე სადავო საკითხის შეთანხმების შემდეგ შეაქვს კორექტირება დადგენილ სქემაში;
ე) განსაზღვრავს სახელმწიფო
სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენისათვის საჭირო სამუშაოს მოცულობას.
თავი III
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესი
მუხლი 4🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის ადგილზე დადგენის წესი
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის ხაზი და სამიჯნე ნიშნები ადგილზე წესდება და კოორდინატები განისაზღვრება გეოდეზიური ინსტრუმენტის გამოყენებით.
სამიჯნე ნიშნებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს ღია ადგილებში 500 მეტრს, ტყით დაფარულ ადგილებში – 50 მეტრს.
2. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ზედა საზღვრად (ალპურ ზოლთან) ჩაითვალოს არა ტყეებით, ბუჩქნარებით და მეჩხერებით ფაქტობრივად დაკავებული ტერიტორიები, არამედ კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, მათი პოტენციური გავრცელების სიმაღლე ზღვრის დონიდან.
3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრები სხვა მიწათმოსარგებლეებთან (მესაკუთრეებთან) მაქსიმალურად გატარდეს ბუნებრივ მიჯნებზე და ადვილად ამოსაცნობ მყარ ორიენტირებზე:
ა) ხმელეთზე საზღვრის ნიშნები წესდება რელიეფის დამახასიათებელი წერტილებისა და დასანახი ორიენტირების მიხედვით;
ბ) მდინარეებზე და ნაკადულებზე – მათ შუა ადგილზე, ტბებზე – სწორი ხაზით. მდინარეებზე და ტბებზე გამავალი საზღვარი არ გადაინაცვლებს მათი ნაპირების მოხაზულობის, კალაპოტის გადაადგილების ან წყლის დონის ამაღლებისას;
გ) ჰიდროკვანძებზე და წყალსაცავებზე საზღვარი წესდება იმ ხაზის შესაბამისად, რომელიც ამ ადგილებში გადიოდა ავსებამდე;
დ) შიდასამეურნეო ან საველე გზებზე – მათ შუა ადგილზე ან ტექნოლოგიურ ღერძზე.
4. დოკუმენტაციაში მოცემულ იქნეს საზღვრების დეტალური აღწერილობა.
თავი IV
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენა და დამტკიცება
მუხლი 5🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენა-დამტკიცების წესი
1. საველე სამუშაოების დამთავრების შემდეგ კომისია მასალებს წარუდგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და დაინტერესებულ მიწათმოსარგებლეებთან (მესაკუთრეებთან) ერთად განიხილავენ მას. განხილვის შემდეგ ადგილობრივი მმართველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის შესახებ.
2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან, საქართველოს მიწის მართვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმების შემდეგ მასალები დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას.
4. საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის მიერ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დამტკიცების შემდგომ მასალები წარედგინება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს საჯარო რეესტრში გასატარებლად.
თავი V
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გამიჯვნა
მუხლი 6🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გამიჯვნის წესი
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გამიჯვნა ხდება ადგილზე, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის მიერ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის დამტკიცების შემდეგ.
2. სამიჯნე ნიშნები კეთდება წინასწარ მონიშნულ ადგილზე, დაწესებული ნიმუშის შესაბამისად.
3. სამიჯნე ნიშნები ღია ფართობზე შეიძლება იყოს მაგარი ჯიშის ხის, მეტალის ან რკინა-ბეტონისაგან დამზადებული, იგი იდება 0,8 მეტრის სიღრმის ორმოში, გარშემო უკეთდება 2 მეტრი დიამეტრის მიწაყრილი ან დამუშავებული ზოლი და მიწის ზედაპირიდან რჩება ერთი მეტრის სიმაღლეზე, ხოლო ტყით დაფარულ ადგილებში შეიძლება აღინიშნოს შესაბამისი ხეების 1,5 მეტრ სიმაღლეზე, მისი დიამეტრის შემოწერილობის ერთ მესამედზე, 5 სმ სიგანის ღია ფერის ზეთიანი საღებავის ზოლით. სამიჯნე ნიშანს უკეთდება წარწერა-შტამპი მოსაზღვრე მიწათმოსარგებლის (მესაკუთრის) აღნიშვნით.
თავი VI
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების ჩაბარება და დაცვა
მუხლი 7🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების ჩაბარების წესი
1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრის ნიშნების ჩაბარება ხდება კომისიის მიერ, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მიწის მართვის და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, რაიონული სამსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების, დაინტერსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამუშაოს შემსრულებელი სპეციალისტები.
2. კომისია ადგენს მიღება-
ჩაბარების აქტს, აქტში აღინიშნება კომისიაში მონაწილე პირები, საზღვრების დეტალური აღწერილობა და სამიჯნე ნიშნების რაოდენობა.
3. აქტი დგება 5 ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს მიწის მართვის და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დაცვა
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების სამიჯნე ნიშნების დაცვა ევალებათ მოსარგებლეებს.
დამნაშავე პირი, რომელმაც დააზიანა ან გაანადგურა სამიჯნე ნიშანი, მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენისათვის საჭირო ხარჯები
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენისათვის საჭირო სამიწათმომწყობო და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულება მოხდება ბიუჯეტიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესაბამისად.