⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.08.2010)
გაუქმებულია:

ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებსა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.09.2000
ძალის დაკარგვა 24.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №404
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.002.001.889
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 13/09/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,288 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2000 მიღება
24.08.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებსა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 50.85pt 45.0pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №404 2000 წლის 12 სექტემბერი ქ. თბილისი ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესისა და ვადების დადგენის მიზნით დამტკიცდეს ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. დებულების მიზანი და მოქმედების სფერო 1. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია. 2. დებულებით დადგენილი წესები და ნორმები ვრცელდება ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემისას. 3. დებულების მიზანია კანონით დადგენილი წესებისა და ნორმების დეტალიზაცია და ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის პრაქტიკულად განხორციელებისათვის საჭირო პროცედურების რეგლამენტირება.     მუხლი 2🔗. დებულების ძირითადი ამოცანები დებულების ძირითადი ამოცანებია: 1. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების ფართობის დაზუსტება. 2. საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 7 მარტის №671-11 დადგენილების საფუძველზე სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემული ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების ფართობის რაოდენობის დადგენა. 3. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის დადგენა, ვადების განსაზღვრა. თავი II     მუხლი 3🔗. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესსა და ვადებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია 1. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესსა და ვადებთან დაკავშირებულ საქმიანობას კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო რაიონული სოფლის მეურნეობის სამმართველოების მეშვეობით და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. 2. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები ქმნიან კომისიას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს მიწის მართვის და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების, რაიონული სამსახურების და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისაგან.  3. კომისია: ა) შეისწავლის იმ ყოფილი კოლმეურნეობების და საბჭოთა მეურნეობების მიწათმოწყობისა და ტყეთმოწყობის მასალებს, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა ტყეები; ბ) ადგენს ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული და საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 7 მარტის №671-11 დადგენილების საფუძველზე სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემული ტყის ფონდის მიწების ფართობთა რაოდენობას; გ) აწესებს ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ვადებს; დ) ადგენს შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობას. თავი III     მუხლი 4🔗. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის პრაქტიულად განხორციელების საკითხები 1. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების გადაცემის პრაქტიკულად განხორციელების დროს განხილულ და გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები: ა) სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის ტყის ფონდის გადაცემა მათი სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით შეფასების გათვა­ლისწინებით; ბ) განსაკუთრებული დანიშნულების ტყეების (ენდემური, რელიქტური, უნიკალური, დაცვითი, მემორიალური და სხვ.) სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის ან დაცული ტერიტორიების ტყის ფონდისათვის გადაცემა; გ) ყველა მერქნიანი სახეობის კორომის, რომელიც მიწათმოწყობის მასალებში ირიცხება „ბუჩქების“ კატეგორიაში – სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემა; დ) გატყევებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის მიზანშეწონილობა; ე) ტყის ფონდის საზღვრებში არსებული სხვა მოსარგებლეთა გატყე­ვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემა; ვ) ქარსაფარი ზოლების სახელმწიფო სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის მიზანშეწონილობა. თავი IV     მუხლი 5🔗. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის დამტკიცება 1. კომისიის მიერ საკრებულოების მიხედვით ტყის ფონდის გადასაცემი ფართობის დაზუსტების შემდეგ თითოეული საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ. 2. საკრებულოს დადგენილებას თან უნდა ახლდეს კომისიის აქტი და საგეგმო-კარტოგრაფიული მასალები, სადაც აღინიშნება სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემული ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწები. 3. საკრებულოს დადგენილება ეგზავნება რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობას გადაწყვეტილების მისაღებად. 4. რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის მიერ თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მასალები შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. 5. რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან, საქართველოს მიწის მართვის და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას. თავი V     მუხლი 6🔗. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემი ტყის ფონდის მიწების გამიჯვნა 1. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემი ტყის ფონდის მიწების გამიჯვნა ხდება ადგილზე, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ. 2. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემი ტყის ფონდის მიწების გამიჯვნა, საზღვრების დადგენა და სამიჯნე ნიშნების გაკეთება ხდება „სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 3. სამიჯნე ნიშნების დაცვა ევალებათ მოსარგებლეებს.     მუხლი 7🔗. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემი ტყის ფონდის მიწების ჩაბარება 1. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემი ტყის ფონდის მიწების ჩაბარებას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ შექმნილი კომისია, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მიწის მართვის და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს რაიონული სამსახურების, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების, დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამუშაოს შემსრულებელი სპეციალისტები. 2. კომისია ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს, სადაც აღნიშნავს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასაცემი ტყის ფონდის მიწების ფართობს, მათი გადაცემისათვის საჭირო ხარჯების ოდენობას. 3. აქტი დგება 6 ეგზემპლარად: თითო ეგზემპლარი ეგზავნება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, საქართველოს მიწის მართვის და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას. თავი VI     მუხლი 8🔗. ტყის ფონდის მიწების რეგისტრაცია სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემული ტყის ფონდის მიწები ექვემდებარება რეგისტრაციას – სახელმწიფო რეესტრში გატარებას. თავი VII     მუხლი 9🔗 ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემა მოხდება ბიუჯეტიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის საჭირო თანხის გამოყოფის შესაბამისად.     მუხლი 10🔗 ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწები სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებს გადაეცეს 2002 წლის 1 იანვრამდე.