"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1029
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 166, 20/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№1029

2010 წლის 20დეკემბერი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231ბრძანებულებაში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231ბრძანებულებ აში(სსმIII,2005 წ., №48, მუხ.488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი№1დანართ ის:

ა.ა)მე-7 პუნქტში სიტყვები: „სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები”;

ა.ბ)მე-15 პუნქტში სიტყვა: ,,აუნაზღაურდებათ”შეიცვალოს სიტყვებით: ,,შესაძლებელია აუნაზღაურდეთ”;

ა.გ)მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მოსამსახურეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1დანართს დაემატოს შედეგი შინაარსის 171 პუნქტი:

„171. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოსამსახურეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა.“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1დანართის მე-18 პუნქტში სიტყვები (ციფრები): „არა უგვიანეს 45 დღისა” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „არა უგვიანეს 60 დღისა”;

დ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ”ქვეპუნქტით დამტკიცებული №3დანართის შენიშვნების მე-5 პუნქტში სიტყვები: „ხოლო სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები” შეიცვალოს სიტყვებით: ,,აგრეთვე სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი