საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები:
ა) ტრანსპორტით მგზავრობისათვის;
ბ) სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის;
გ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებს გარეთ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის, საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებისათვის;
დ) სამივლინებო ხარჯები.
თავი III
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილ