ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №424
სარეგისტრაციო კოდი 310.040.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 29/09/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №424
2000 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ
1. დამტკიცდეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების თანდართული სტრატეგია.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი), ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ვ. ჩხარტიშვილი) დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 2001 წლის ბოლომდე განახორციელონ ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების სტრატეგიით განსაზღვრულ დავალებათა შესრულება.
ე. შევარდნაძე
ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების სტრატეგია
I. შესავალი
ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების სტრატეგია შემუშავებულია ევროკავშირის (TACIS) პროექტის (HPTI) ექსპერტთა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით დასახული ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზაციის გეგმების დებულებათა შეჯერების საფუძველზე. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“, „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების, ეკონომიკური რეფორმების მე-2 ეტაპის პროგრამის შესაბამისად და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ძირითადი მიმართულებების შემადგენელ ნაწილს.
ქვეყნის მაკროეკონომიკის სტაბილიზაციის საქმეში დიდი როლი ენიჭება ფოთის საზღვაო ნავსადგურში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებათა განხორციელებას, ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მენეჯმენტის დანერგვას, სახელმწიფო ხელისუფლების მისთვის უჩვეულო სამეურნეო ფუნქციებისაგან გათავისუფლებას, უცხოური და შიდა ინვესტიციების მოზიდვას, რამაც საბოლოო ანგარიშით უნდა უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მსოფლიო სტანდარტების დონეზე ფუნქციონირება და სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკაში მისი როლის მნიშვნელოვნად ამაღლება. ინვესტიციების განხორციელება განაპირობებს ნავსადგურის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მომხმარებლისათვის საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას.
ევროგაერთიანებამ შეიმუშავა ტრანსკავკასიის მრავალმოდალური კორიდორების კონცეფცია (TRACECA), რომელიც მიერთებულია ტრანსევროპულ ქსელთან (TEN), სადაც ნავსადგურს უჭირავს სტრატეგიული ადგილი როგორც დამაკავშირებელ რგოლს შავი ზღვის აღმოსავლეთ საზღვარსა და კასპიის ზღვას შორის. შესაბამისად, დაფინანსდა რამდენიმე გამოკვლევა და პროექტი: მათ შორის, ევროპის გაერთიანების პროექტები, დაკავშირებული მოწყობილობების გაუმჯობესებასთან და სარკინიგზო ტერმინალის შექმნასთან, იაპონიის მიერ დაფინანსებული გრძელვადიანი განვითარების პროექტის გამოკვლევები და ახალი მრავალმხრივი გამოყენების ნავმისადგომის აშენების პროექტი.
მთავარი მიზანი ის არის, რომ მოხდეს ფოთის ნავსადგურის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამოყენება და მისი ეფექტიან რეგიონალურ სატრანზიტო ნავსადგურად გარდაქმნა, საბაზრო პრინციპებით მოქმედი ნავსადგურის ფუნქციონირებასა და განვითარებაში კერძო სექტორის როლის ამაღლება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ხარჯების შემცირება, ნავსადგურში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში სატრანსპორტო სექტორის განვითარებას.
ნავსადგურის რესტრუქტურიზაციის პირველი ეტაპიდანვე დაიწყება ოპერატორული და ადმინისტრაციული ფუნქციების გამიჯვნა.
ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ერთიანი პოლიტიკის წარმართვის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან და ქ. ფოთის ადგილობრივ მმართველობასთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს წინადადებებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზირების სტრატეგიაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
2. ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების სტრატეგიის განხორციელების მიზნები
ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების განხორციელების მიზნებია:
1. ნავსადგურში ოპერატორული და ადმინისტრაციულ-მარეგულირებელი ფუნქციების გამიჯვნა.
2. კონკურენტული და საინვესტიციო გარემოს შექმნა, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა.
3. ნავსადგურში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მისი უწყვეტი და მდგრადი ფუნქციონირება, მართვის ორგანიზაციის დონის ამაღლება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
3. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინსტიტუციონალური მოწყობა
„საქართველოს საზღვაო კოდექსის“ IV თავისა და „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების თანახმად, ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს საჯარო სამართლის სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისათვის გამოუყოფს ნავსადგურის ტერიტორიას, ნავმისადგომის ან აკვატორიის ცალკეულ უბნებს, ასევე დანადგარებსა და მოწყობილობას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო საბაჟო, საიმიგრაციო, სანიტარიულ სამსახურებს, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს;
გ) საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული წესითა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყოფს საზღვაო ნავსადგურში სანავსადგურო მომსახურების საფასურის აკრეფას.
ფოთის საზღვაო ნავსადგური ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურებში წესრიგის დამყარებისათვის ორგანიზაციას უწევს:
ა) გემების უსაფრთხო დგომასა და დამუშავებას;
ბ) ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გამართულ მდგომარეობას;
გ) ნავსადგურის მფლობელობაში არსებული კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულ მდგომარეობას;
დ) ნავსადგურის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების წესრიგში ყოფნას;
ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებას;
ვ) ბუქსირის აუცილებელი გამოყენების რაიონების განსაზღვრას;
ზ) აკვატორიისა და ტერიტორიის ფარგლებში სისუფთავისა და წესრიგის დაცვას, გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებას;
თ) გემიდან ნავთობშემცველი და ფეკალური წყლების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მავნე სხვა ნივთიერებათა მიღებას;
ი) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენას.
4. ფოთის საზღვაო ნავსადგურის რეორგანიზებისა და მოდერნიზების სტრატეგიის განხორციელების მექანიზმი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით, 2001 წლის ბოლომდე განახორციელებენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ეტაპობრივ რესტრუქტურიზებას, რის შედეგადაც მოხდება ცალკეული ტერმინალებისა თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეურნეო სუბიექტების საკონკურსო საფუძველზე, მართვის უფლებით, გრძელვადიანი იჯარით გაცემა. უზრუნველყოფილ იქნება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მომზადება ინვესტიციების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის, საინფორმაციო მემორანდუმების მომზადების ჩათვლით. სტრატეგიული ინვესტორები (რომლებიც სასურველია რეგისტრირებულ იყვნენ ქ. ფოთში) მიზანშეწონილია გამოვლინდეს ევროკავშირის მიერ წარმოგზავნილი ექსპერტების მეშვეობით.
ექსპერტები შეთავაზებენ ძირითადი ვერსიების განხილვას, თითოეულ ვერსიაში აღწერილი იქნება: საკანონმდებლო წინაპირობები, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული შედეგები, ფინანსური რესურსები; ადგილობრივ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობა, შეთავაზებული გარდაქმნები და სხვა შესაბამისი კრიტერიუმები. შესაბამისი მაგალითი ასოციირებულ იქნება აღნიშნულ პროცესებთან, ნაჩვენები მოგებითა და დაბრუნებული გადასახადით.
ნავსადგურის ხელმძღვანელობა თავის საქმიანობაში ატარებს ნავსადგურის განვითარების სტრატეგიულ კურსს; სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ სახელმწიფო ქონებას მართავს საკუთარი სახელით, ხელს უწყობს ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარებას; ნავსადგურში სახელმწიფო ქონებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციას უწევს გარემოს დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას და აკონტროლებს მათ შესრულებას; საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის ამზადებს სათანადო წინადადებებსა და დასკვნებს სახელმწიფო ქონების დროებით იჯარით გაცემის მიზანშეწონილობისა და იჯარის თანხის ოდენობის თაობაზე; სათანადო კონტროლს უწესებს დროებით იჯარით გაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და შესაბამისი ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას, მის ეფექტიან და დანიშნულებისამებრ გამოყენებას; ტერმინალების საოპერატორო კომპანიებთან, უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად შეიმუშავებს ნავსადგურისა და მისი სიმძლავრეების განვითარების გეგმებს, ხელს უწყობს ნავსადგურში ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას, რომელთა მიზანი იქნება გადამტვირთავი კომპლექსების, ნაოსნობის უსაფრთხოების შემდგომი სრულყოფა და განვითარება. აკონტროლებს მოიჯარეთა მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ქონების გეგმური შეკეთების გრაფიკების დაცვასა და მისი შესრულების ხარისხს, აგრეთვე იმ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელთა მეშვეობით გაუმჯობესდება ძირითადი ფონდების, საბრუნავი საშუალებების გამოყენება.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის რეორგანიზების შედეგად შექმნილ საწარმოთა წესდებებში გათვალისწინებულ იქნება, რომ მათ მიერ სხვა საწარმოთა დაფუძნების ან რომელიმე სხვა საწარმოში წილობრივი მონაწილეობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა, ისევე როგორც მათი საწესდებო კაპიტალის ცვლილება შეუთანხმდება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით დააფუძნებს სერვისისა და ინფრასტრუქტურის საწარმოებს, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან ქ. ფოთში.
5. სოციალური გარანტიები
ფოთის საზღვაო ნავსადგურის რეორგანიზების პროცესში გათვალისწინებულ იქნება ნავსადგურის მუშა-მოსამსახურეთა სოციალური ფაქტორი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ ინვესტორთა გამოსავლენად გამართულ ტენდერში გათვალისწინებულ იქნება ადგილობრივი კვალიფიციური პერსონალის უპირატესი დასაქმების პირობა. ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდება ნავსადგურის რესტრუქტურიზება და სამეურნეო სუბიექტების გრძელვადიანი მართვის უფლებით გაცემა, აგრეთვე ინფრასტრუქტურისა თუ სერვისის ობიექტების დაფუძნება.
6. პროცესის საჯაროობა
ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოდერნიზებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის ინვესტორის გამოვლენის მიზნით, საერთაშორისო ტენდერის პროცესის წარმატებით ჩატარებისათვის საჭიროა მისი ფართოდ გაშუქება მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან ერთად მოამზადებს საწარმოთა მოდერნიზებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო, სარეკლამო და მეთოდურ მასალებს. მათი გავრცელება უზრუნველყოფილ იქნება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, ასევე ინტერნეტის საერთაშორისო ქსელით. სათანადო ბიულეტენები გაეგზავნებათ პოტენციურ ინვესტორებს, საქართველოში უცხოეთის საელჩოებსა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს.