1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;
გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.04.2023
მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
თავი V — საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 26. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 28. კომისიის სხდომა
- მუხლი 29. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 30. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 31. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №3, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142275/muxli-27/