1. სამართლებრივი აქტის პროექტს კენჭი ეყრება თითოეული მუხლის, საჭიროების შემთხვევაში, პუნქტის (ქვეპუნქტის) მიხედვით. სამართლებრივი აქტის პროექტის ყველა მუხლის გავლის შემდეგ სამართლებრივ აქტს მთლიანობაში უნდა ეყაროს კენჭი.
2. თავდაპირველად კენჭი ეყრება პროექტის ინიციირებულ ვარიანტს, ხოლო მისი არმიღების შემთხვევაში პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ ცვლილებებს მათი რიგითობის მიხედვით.
3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს განხილვის შემდეგ სამართლებრივი აქტის პროექტს მთლიანობაში უყაროს კენჭი, თუ აქტის პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმული. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოყოს სამართლებრივი აქტის ის მუხლები, რომლებზეც შენიშვნა არ იქნა გამოთქმული და ამ მუხლებს ერთიანად უყაროს კენჭი.
4. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილების ცალ-ცალკე კენჭისყრა. ასეთი პროცედურის შემთხვევაში, კენჭისყრის შემდეგ, უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით, ამ საკითხს მთლიანობაშიც უნდა ეყაროს კენჭი.
5. თუ საკრებულოს მიერ მიღებული იქნა პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), მის ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრება. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი ეყრება რიგითობის მიხედვით. თუ რომელიმე მათგანი საკრებულოს მიერ იქნა მიღებული, სხვა ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრება.
6. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი) და ამ მუხლთან (პუნქტთან) არ არის დასახელებული ალტერნატიული ვარიანტი, ან არც ერთი ალტერნატიული ვარიანტი არ იქნა მიღებული, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აგრძელებს პროექტის მუხლობრივ (პუნქტობრივ) კენჭისყრას, რომლის დამთავრების შემდეგ დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრამდე აძლევს პროექტის ინიციატორს წინადადებას, ან ამოიღოს ის მუხლი (პუნქტი), რომელიც კენჭისყრით იქნა უარყოფილი (თუ ამ მუხლის (პუნქტის) ამოღება არ იწვევს პროექტის სხვა მუხლების (პუნქტების) შეცვლას და არ ცვლის პროექტის არსს), ან წარმოადგინოს ამ მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტი.
7. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ამოღების თაობაზე, პროექტს კენჭი ეყრება მთლიანობაში ამ მუხლის (პუნქტის) გარეშე.
8. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას, შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტის მომზადების შესახებ, დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრა გადაიდება პროექტის ინიციატორის მიერ შემოთავაზებული დროით.
9. თუ პროექტის ინიციატორი არ ეთანხმება სხდომის თავმჯდომარის შემოთავაზებას, პროექტს მთლიანობაში ეყრება კენჭი. თუ საკრებულოს მიერ პროექტი მთლიანობაში იქნა მიღებული, მიღებულად ითვლება ის მუხლი (პუნქტი), რომელიც მუხლობრივი (პუნქტობრივი) კენჭისყრის დროს არ იქნა მიღებული. თუ პროექტი მთლიანობაში არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან.
10. საკრებულოში კენჭისყრა შეიძლება იყოს ღია ან ფარული.
11. საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით.
12. საკრებულოს, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტის შესახებ.
13. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.
14. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი“
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.04.2023
მუხლი 79. კენჭისყრის ზოგადი წესი
თავი X — კენჭისყრის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 73. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე
- მუხლი 74. სარეიტინგო კენჭისყრა
- მუხლი 75. ფარული კენჭისყრა
- მუხლი 76. სახელობითი კენჭისყრა
- მუხლი 77. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
- მუხლი 78. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე
- მუხლი 80. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 81. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 83. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
- მუხლი 84. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“, მუხლი 79, №3, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142275/muxli-79/