საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.10.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №451
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 19/10/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საქართველოს საპატენტო კანონი 05.02.1999
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს საპატენტო კანონი საქართველოს კანონი „„საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის №451 ბრძანებულების"
დოკუმენტის ტექსტი
საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:1.4pt;}
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;}
p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; }
p.gazeti, li.gazeti, div.gazeti { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.t-1, li.t-1, div.t-1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №451
2000 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ თანდართული დებულება
ე. შევარდნაძე
საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ
დებულება
1. ეს დებულება აწესრიგებს „საქპატენტში“ განსახილველად წარდგენილი გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადების გასაიდუმლოებასა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. გასაიდუმლოებას ექვემდებარება განაცხადი გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შესახებ, დანართში მოყვანილი ნუსხიდან გამომდინარე, რომლის თანახმად იგი სათანადო ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიჩნეულ იქნეს საიდუმლოების მომცველ განაცხადად.
3. განაცხადი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე შეიძლება გასაიდუმლოვდეს ორი წლით, რაც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი ორი წლით.
4. „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესიდან" გამომდინარე „საქპატენტში“ წარდგენილი განაცხადის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს და გასაიდუმლოებას ახარციელებს თავდაცვის სამინისტრო ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანო, აგრეთვე საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია), რომელმაც წარადგინა განაცხადი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე.
5. ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი განაცხადი, რომელიც განეკუთვნება დანართში მოყვანილ ნუსხას, გასაიდუმლოების საკითხის გადასაწყვეტად „საქპატენტის“ მიერ 10 დღის ვადაში გადაეგზავნება თავდაცვის სამინისტროს.
6. იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი, რომელიც არ არის გასაიდუმლოებული და რომელიც განეკუთვნება დანართში მოყვანილ ნუსხას, „საქპატენტის“ მიერ 10 დღის ვადაში გადაეგზავნება განმცხადებელს გასაიდუმლოების საკითხის გადასაწყვეტად. თუ განმცხადებელი მას არ ასაიდუმლოებს, მაშინ გასაიდუმლოების საკითხის გადასაწყვეტად იგი „საქპატენტის“ მიერ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაცია „საქპატენტიდან“ მიღებულ განაცხადზე არა უმეტეს ორ თვეში გამოაქვს გადაწყვეტილება გასაიდუმლოების შესახებ, რომლის ერთ ასლს უგზავნის „საქპატენტს“ 5 დღეში.
8. სახელმწიფო საიდუმლოება მიჩნეული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისა და განკარგვის სპეციალური რეჟიმი, აგრეთვე გასაიდუმლოებული გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელის განმცხადებლის უფლებათა შეზღუდვისათვის კომპენსაცია დგინდება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
9. თუ სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული გამოგონებებისა ან სასარგებლო მოდელის პრაქტიკულმა გამოყენებამ იმ წინასწარ შეფასებასთან შედარებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა კომპენსაციის ოდენობა, მოიტანა უფრო მაღალი ეკონომიკური ეფექტი, მაშინ განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი ფარდი გასამრჯელო.
10. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციასთან იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტისა (საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობასა და თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
11. თუ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გასაიდუმლოება ხდება თავდაცვის სამინისტროს ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ, მაშინ კომპენსაციის უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ხარჯზე.
12. „1საქპატენტში“ წარდგენილ ყველა განაცხადს, დამოუკიდებლად იმისა, ექვემდებარება თუ არა იგი გასაიდუმლოებას, შეტანის თარიღის დასადგენად უტარდება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დადგენილი წესის მიხედვით.
13. გადაწყვეტილება განაცხადის შეტანის თარიღის (პრიორიტეტის) დადგენის შესახებ გადაეგზავნება განმცხდებელს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.
14. გასაიდუმლოებულ განაცხადს
„საქპატენტი
“ ინახავს დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო შეტანის თარიღის დადგენის შემდეგ – აჩერებს საქმის წარმოებას განსაიდუმლოებამდე ან გასაიდუმლოების ვადის გასვლამდე.
15. თუ განაცხადს არ
დაუდგინდა შეტანის თარიღი, მაშინ იგი “საქპატენტში” შეტანილად არ ითვლება და აღნიშნულის შესახებ ეცნობება განმცხადებელსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
16. თავდაცვის სამინისტრო ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანო განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში 5 დღის ვადაში ატყობინებს ამის შესახებ „საქპატენტს“ და განმცხადებელს.
17. განაცხადის გასაიდუმლოება გავლენას არ ახდენს პატენტის მოქმედების ვადის ათვლაზე განაცხადის განსაიდუმლოების შემთხვევაში.
18. განსაიდუმლოების შემთხვევაში განაცხადს გამოგონებაზე, რომელსაც „საქპატენტში” განაცხადის შეტანიდან არ გასვლია 20-წლიანი ვადა, ხოლო განაცხადს სასარგებლო მოდელზე – 8 წლიანი ვადა, უტარდება საპატენტო ექსპერტიზა და გამოიტანება გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე დადგენილი წესით.
19. განსაიდუმლოებული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენება და უფლებათა დაცვა ხორციელდება საქართველოს საპატენტო კანონის თანახმად, თუ მასზე გაიცა პატენტი.
ამონაკრები
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფოს საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხიდან
1. (2.4.2.) იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და ქონების ახალი ნიმუშების ნამდვილი (სრული და შემოკლებული) და პირობით (შიფრები) სახელწოდებანი, პირობითი აღნიშვნები (ინდექსი, მარკები, ნომრები), ნახაზები, სქემები, გამოსახულებანი, ფოტოსურათები, აღწერილობანი და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები.
2. (2.4.4.) ცნობები სამხედრო ძალებში გამოყენებული მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
3. (2.4.3.) ცნობები სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დარგში აღმოჩენების, გამოგონებების, სამეცნიერო-კვლევით და იმ სამუშაოთა შესახებ, რომლებიც დაგეგმილია ან სრულდება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისათვის და აქვს სამხედრო მნიშვნელობა; ამ სამუშაოთა დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ; აღნიშნულ სამუშაოთა კონკრეტულ საწარმოში შესრულების და ამ საქმიანობაში კონკრეტული პირების მონაწილეობის შესახებ.
4. (2.4.7.) ცნობები, რომლებიც ამჟღავნებენ მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების არსს, განსაზღვრავენ მეცნიერებისა და ტექნიკის ახალ მიმართულებებს და რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ სამხედრო დანიშნულების პრინციპულად ახალი ნაკეთობების თუ ტექნოლოგიური პროცესების შესაქმნელად.
5. (2.4.8.) მასალები მანქანათა ახალი ტექნოლოგიის, სახეობებისა და აღჭურვილობის, ტექნიკის საცდელ ნიმუშთა შესახებ, რომლებსაც უპირატესობა აქვთ სამამულო ან უცხოურ ანალოგებთან შედარებით, თუ მათში მოცემულია ზედმიწევნითი აღწერა, დეტალიზაცია, სხვა მონაცემები წარმოების საიდუმლოებაზე, რომელთა საშუალებითაც შეიძლება საზღვარგარეთ შეიქმნას სამხედრო დანიშნულების მანქანები, მოწყობილობები.
6. (2.5.6.) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სხვა განსაკუთრებით დაცული სამხედრო, სამოქალაქო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების დაცვის ორგანიზაციის, მეთოდების საშუალებებისა და მდგომარეობის, გამოყენებული საინჟინრო-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალებების სქემების, განლაგებისა და მოქმედების ტექნიკური მონაცემების შესახებ.
7. (2.5.7.) მასალები სამხედრო დანიშნულებით ატომური ენერგიის შესწავლის, მიღებისა და გამოყენების შესახებ.
8. (2.5.8.) მასალები იმ ექსპერიმენტულ და გამოთვლით-თეორიულ სამუშაოთა შესახებ, რომლებიც განეკუთვნება თერმობირთვულ სამიზნეებსა და დეტონაციებს, და გამოიყენება ლაზერულ სინათლეზე, ელექტრონულ და იონურ სხივებზე, მაგნიტურ, თუ ასაფეთქებელ ნივთიერებებზე ზემოქმედებისთვის.ოპტიკურ კვანტური გენერატორების (ლაზერების) დაპროექტების, შექმნისა და გამოყენების შესახებ.
9. (2.5.9.) მასალები სხვადასხვა ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებათა შემუშავების, გამოცდისა და გამოყენების შესახებ კერამიკის, ლითონისა და შენადნობების სიმტკიცის დასაქვეითებლად (გარდა ლითონების, შენადნობების, კერამიკის წნევით ჭრის პროცესში ინსტრუმენტების საპოხ-გამაციებელი სითხით დამუშავებისა).
10. (2.5.10.) მასალები ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუალებების, პიროტექნიკური შემადგენლობების შესახებ, რომლებიც შემუშავდა ან შემუშავების პროცესშია ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისათვის.
11. (2.5.11.) მასალები ახალი ფეთქებადი საშუალებების, ინიციირების საშუალებების, პიროტექნიკის წარმოებისა და შექმნის, ცნობილ ფეთქებად ნივთიერებებში ახალი კომპონენტების დამატება-გამოყენების რეცეპტურის, დამზადების ტექნოლოგიის პროცესების პარამეტრების შესახებ.
12. (3.1.5.) სამხედრო პროდუქციის შემადგენლობა, რეცეპტურა და წარმოების ტექნოლოგია.
13. (3.1.6.) სამხედრო პროდუქციის საიმედოობის, გამოსადეგობისა და გამძლეობის გამოცდის შედეგები.
14. (3.1.10.) თავდაცვითი მნიშვნელობის სპეციალური მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ.
15. (3.1.11.) საწარმოო სიმძლავრეები, სარმოების, პროდუქციის რეალიზაციის გეგმები და მათი შესრულება დროის ნებისმიერ მონაკვეთში, წარმოებისა და რეალიზაციის მოცულობა ნატურალური ფულადი გამოხატულებით საწარმოდან და ზემოთ შემდეგი პროდუქციის მიხედვით:
ა) ოქრო, ვერცხლი, პლატინა, მათი ნახევარფაბრიკატები, შენადნობები, ფხვნილები და ნაგლინი – მთლიანად, სახეობისა და მარკების მიხედვით
;
ბ) ზემტკიცე მასალები – მთლიანად სახეობისა და მარკების მიხედვით;
გ) ელექტროწიდურ, ელექტროვაკუუმურ, პლაზმურ და ელექტროსხივურ ღუმელებში გამოდნობილი ფოლადი და მისი ნაგლინი, ცეცხლგამძლე შენადნობები, მათგან მიღებული ნაგლინი და ნაჭედურები, პრეცეზიული შენადნობები, მეტალური ქრომი, ფეროვილფრამი და ფერომოლიბდენი – მთლიანად მარკების მიხედვით;
დ) ფერადი და იშვიათი ლითონები, იშვიათ მიწათა და გაფანტული ელემენტები, მათი ნახევარფაბრიკატები, შენადნობები, ფხვნილები და ნაგლინი – მთლიანად, სახეობისა და მარკების მიხედვით;
ე) ფეთქებადი ნივთიერებები, ინიციირების საშუალებები მთლიანად და სახეობის მიხედვით (გარდა ფეთქებადი ნივთიერებებისა, რომლებიც მზადდება უშუალოდ მათი გამოყენების ადგილას);
ვ) სამხედრო დანიშნულებისათვის გამოყენებული რადიო და ელექტრონული მრეწველობის, კავშირგაბმულობის საშუალებების, გამოთვლითი ტექნიკის პროდუქცია – მთლიანად, სახეობის, ტიპებისა და მარკების მიხედვით;
ზ) სამხედრო დანიშნულების სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა რადიო და ელექტრონულ მრეწველობაში რადიოელექტრონული აპარეტების მექანიზებული აწყობისათვის; ანტენურ-ტალღური ტრაქტის ელემენტების დამზადება – მთლიანად, სახეობის, ტიპებისა და მარკების მიხედვით;
თ) სამხედრო დანიშნულების საავიაციო მრეწველობის პროდუქცია (თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ავიაძრავები) – მთლიანად, სახეობის, ტიპებისა და მოდიფიკაციის მიხედვით;
ი) სამხედრო დანიშმნულების გემთმშენებლობის პროდუქცია – მთლიანად; საზღვაო და სამდინარო თბომავალი გემები – მთლიანად, სახეობის და ტიპების მიხედვით.
16.(3.2.10) მასალები გემთმშენებელი და გემთმშენებელი ქარხნების, საზღვაო ნავსადგურების, მისადგომების სამხედრო მიზნებისათვის მოწყობის შესახებ, მათი ვარგისიანობა და გამოყენება სამხედრო გემების სადგომად.
17.(3.2.11) სამოქალაქო გემების აღჭურვა სამხედრო მიზნებისათვის, მათი კავშირი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებთან, სათვალთვალო პუნქტებთან და სანაპიროს რადიოსადგურებთან.
18.(3.2.12) მონაცემები საფრენი საშუალებების, ავიაძრავების რაოდენობის, ტექნიკური მდგომარეობის, მათზე მოთხოვნისა და მოწოდების შესახებ, აღწერილობა მთლიანად, ტიპებისა და მოდიფიკაციების მიხედვით.
19.(3.2.16) სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებისა და აეროდრომების აღჭურვა სამხედრო მიზნებისათვის.
20.(3.2.18) ცვობები ფრენის რადიოსა და შუქით უზრუნველყოფის საშუალებათა რაოდენობისა და დისლოკაციის, რადიოსადგურების ტალღათა სიხშირის, მოხმობის ნიშნებისა და მუშაობის დროის შესახებ, ფრენის უზრუნველსაყოფი რადიოლოკაციური აღჭურვილობის (თვითმფრინავსა და მიწაზე) ტექნიკური მდგომარეობის შესახებ – აეროდრომის (აეროპორტის), გაერთიანებული ავიარაზმის (გაერთიანებული ავიასაწარმოს) და უფრო დიდი მასშტაბით.
21.(3.2.21) ცნობები ეთერისადმი კონტროლისა და საკონტროლო საპელენგაციო სადგურების შესახებ.
22.(3.2.22) მიწისქვეშა ანტენების, სწრაფმოქმედი, ნელამოქმედი და მეტად გრძელტალღიანი კავშირგაბმულობის შესახებ.
23.(3.2.23) ცნობები სამთავრობო და საუწყებო დახურული კავშირის, გამოყენებული კავშირგაბმულობის საშუალებების, არხებისა და სისტემების შესახებ.
24.(3.2.25) ცნობები სათადარიგო (სარეზერვო, დაფარული) სატელეფონო-სატელეგრაფო კვანძების, რადიოსადგურების და რადიოკვანძების, საკაბელო რადიოსარელეო და კავშირგაბმულობის საჰაერო რგოლების, სადენიანი, რადიო და რადიოსარელეო კავშირგაბმულობის სპეციალური ობიექტების შესახებ.
25.(3.2.26) თავდაცვითი მნიშვნელობის საწარმოთა ენერგომომარაგებისა და შიდასატელეფონო კავშირის საკაბელო ქსელის სქემები.
26.(3.2.29) ცნობები მიკროორგანიზმების შტამების შესახებ, რომლებიც იწვევენ ლაქსაღებავებისა და საწვავ-საპოხი მასალების დეგრადაციას.
საქართველოს სახელმწიფო
კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე