ამერიკის შეერეთებული შტატების მიერ საქართველოსათვის დახმარების (პროგრამა 416 (ბ)) სახით გამოყოფილი სასურსათო ხორბლის ორგანიზებულად მიღებისა და მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №456
სარეგისტრაციო კოდი 480.260.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 27/10/2000
matsne.gov.ge 720 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ამერიკის შეერეთებული შტატების მიერ საქართველოსათვის დახმარების (პროგრამა 416 (ბ)) სახით გამოყოფილი სასურსათო ხორბლის ორგანიზებულად მიღებისა და მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №456 2000 წლის 20 ოქტომბერი  ქ. თბილისი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის დახმარების (პროგრამა 416 (ბ)) სახით გამოყოფილი სასურსათო ხორბლის ორგანიზებულად მიღებისა და მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ 1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ამერიკის შეერთებული შტატე­ბისა და საქართველოს მთავრობებს შორის სოფლის მეურნეობის საქონლის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე 2000 წლის 21 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს გამოეყო 35 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. 2. ამერიკული ხორბლის (35 ათასი ტონის) ფოთის ნავსადგურში მიღების, გემიდან გადმოტვირთვის, სარკინიგზო ტრანსპორტირების, სილოსებში განთავსებისა და შენახვის, 30,0 ათასი ტონა ხორბლის საბირჟო ვაჭრობისა და სხვა აუცილებელი მომსახურების სამუშაოების შეუფერხებლად შესრულებისათვის სახელმწიფო აგენტის ფუნქცია დაეკისროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სახელმ­წიფო მარეგულირებელ საბჭოს“. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სახელმწიფო მარეგულირებელმა საბჭომ“ (გ.გელენიძე) უზრუნველყოს ხორბლის სანავსადგურო, სარკინიგზო, საბაჟო და საწარმოო მომსახურებისათვის ხელშეკრულებების შემჭიდროებულ ვადებში გაფორმება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით საბირჟო ვაჭრობიდან ამონაგები თანხების შესაბამის ანგარიშზე წარმართვა. 4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) შეუფერხებლად და დროულად განახორციელოს სამთავ­რობათაშორისო ხელშეკრულებით საქართველოში ხორბლის შემოტანასთან და დაბეგვრის საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა. 5. ფოთის ნავსადგურმა (ჯ.ინაიშვილი) უზრუნველყოს ხორბლით დატვირთული გემის შეუფერხებლად მიღება, ხორბლის გადმოტვირთვა მინიმალური დანაკარგებით და გაწეული მომსახურება შეაფასოს კანონმდებლობის ფარგლებში დაბალი ტარიფებით. 6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“ (ა.ჩხაიძე) უზრუნველყოს ფოთის ნავსადგურისათვის ვაგონების დროული მიწოდება, ხორბლის მინიმალური დანაკარგებით ტრანსპორტირება საბოლოო დანიშნულების სადგურებამდე და გაწე­ული მომსახურება შეაფასოს კანონმდებლობის ფარგლებში დაბალი ტარიფებით. 7. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის საერთო რაოდენობიდან: ა) მოხდეს 30.0 ათასი ტონა ხორბლის რეალიზაცია საბირჟო ვაჭრობების მეშვეობით, ხოლო 5.0 ათასი ტონა ხორბალი გადამუშავდეს ფქვილად და მოხმარდეს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს 5.0 ათასი ტონა ხორბლის ფქვილად გადამუშავებისა და მისი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მიწოდების ხარჯების ანაზღაურების წინადადებები; გ) 30.0 ათასი ტონა ხორბლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განაწილდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობებს შორის სოფლის მეურნეობის საქონლის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე 2000 წლის 21 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 8. ბირჟაზე გასაყიდი ამერიკული ხორბლის თავდაპირველი მინიმალური სარეალიზაციო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე განისაზღვროს 1 ტონაზე 185 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარობით, საბირჟო ვაჭრობის დღისათვის არსებული ოფიცია­ლური კურსიდან გამომდინარე. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ.კირვალიძე) დაამტკიცონ ხორბლის მინიმალური სარეალიზაციო ფასის ცვლილების, მისი რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილებისა და შესაბამის ანგარიშებზე ჩარიცხვის წესი და მისაღები ხორბლის მომსახურების, 5.0 ათასი ტონა ხორბლის ფქვილად გადამუშავებისა და მისი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მისაწოდებლად საჭირო სავარაუდო ხარჯთა ნუსხა. 10. 5.0 ათასი ტონა ხორბლის ფქვილად გადამუშავებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მისი მიწოდების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (ლ. ცაავა) და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის (ბ.ჯიქია) წარმომადგენლებისაგან შექმნილ სპე­ციალურ კომისიას, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს: ა) ბრძანებულების მე-9 პუნქტით აღნიშნული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად 5.0 ათასი ტონა ხორბლის ფქვილად გადამუშავებისა და მისი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მისაწოდებლად გაწეული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა; ბ) იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ფქვილის დარიგების პროცედურის დამთავრების შემდეგ სრული ანგარიში შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და მისი ანაზღაურების შესახებ. 11. ამჟამად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც გამონაკლისი, ამერიკული ხორბლის ფოთის ნავსადგურში მიღების, გემიდან გადმოტვირთვის, სარკინიგზო ტრანსპორტირების, სილოსებში განთავსების, შენახვისა და მომსახურების ის ხარჯები, რომლებიც ვერ დაიფარება ხორბლის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 10 პროცენტით, დაფინანსდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზო­გადოება „სახელ­მწიფო მარეგულირებელი საბჭოს“ მიერ. ე. შევარდნაძე