⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.03.2019)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2010
ძალის დაკარგვა 25.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №ჩანაწერების თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.023.016033
გამოქვეყნების წყარო სსმ, 167, 22/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,528 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2010 მიღება
25.03.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
შემოსვლის თარიღი
რიგითი ნომერი გაცემის თარიღი
იარაღის დასახელება იარაღის სერია (არსებობისას) და ნომერი
საბრძოლო მასალის დასახელება საბრძოლო მასალის რაოდენობა
გაუხარჯავი გამტყუნებული
დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი ჩანაწერების თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:8.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 46.35pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №72 2010 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის პირველი პუნქტის , საფუძველზე , ვბრძანებ : 1. დამტკიცდეს თანდართული „ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი “ . 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 2000 წლის 31 მაისი №10/35 ბრძანება „ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურებრივი საშტატო იარაღის შენახვის , ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე “. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . გ. ხაჩიძე საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სამსახურეობრივ - საშტატო იარაღის ( შემდეგში – იარაღი ) და საბრძოლო მასალის შენახვის მოთხოვნებს . 2. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ - საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვას და გაცემას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინვიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ( შემდგომში – შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ). 3. სამინისტროს , სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სააგენტოების ხელმძღვანელთან შეთანხმებით , შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ორგანიზებას უწევს იარაღების შეკეთებას , უვარგისი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერას , მასვე ევალება სასწავლო - საწვრთნელი მეცადინეობების ჩატარების ორგანიზება . 4. ამ წესში გამოყენებული ტერმინები დადგენილია „ იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონით . 5. ამ წესში ტერმინს – „ მოსამსახურე”, აქვს „ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ , რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ - საშტატო იარაღი ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე -11 მუხლში განსაზღვრული თანამდებობის პირების მნიშვნელობა .     მუხლი 2🔗. იარაღის და საბრძოლო მასალის მიღება და გადაცემა 1. სამინისტროს სისტემაში შეიარაღებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირი სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე , დადგენილი წესით ახორციელებს იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას ( გადაცემას ) და პასუხს აგებს მის მოვლა - შენახვაზე ( გარდა იმ იარაღისა , რომელიც დადგენილი წესით გადაცემულია სარგებლობაში მოსამსახურეზე ).  2. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოებში სამსახურებრივ - საშტატო იარაღის მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :  ა ) მოსამსახურეს უნდა ეკავოს „ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ , რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ - საშტატო იარაღი ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე -11 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა ;  ბ ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს დისციპლინური წარმოება ;  გ ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ;  დ ) მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება .  3. მოსამსახურეს , სამინისტროს სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში , სამსახურებრივ - საშტატო იარაღი გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ .  4. იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მის დაცვასა და მოვლაზე , იგი ასევე ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები იარაღის ბრუნვის თაობაზე .  5. აკრძალულია იარაღის ტარება იარაღის სამაგრი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე .  6. აკრძალულია იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირზე ან / და მისი ღიად დემონსტრირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში , გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .  7. მოსამსახურე , მის პირად საკუთრებაში არსებულ „ სამსახურებრივ - საშტატო იარაღის სტატუსის “ მქონე იარაღის ტარებისას ვალდებულია სამსახურებრივი პირადობის მოწმობასთან ერთად თან იქონიოს მასზე გაცემული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა .  8. მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ - საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .  9. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების საკადრო ფუნქციების მქონე შესაბამისი სამსახურები ( ან შესაბამისი თანამდებობის პირი ), ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების ან სატყეო სააგენტოების შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს ამ წესში მოხსენიებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების , ან უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ , რომელიც , თავის მხრივ , ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყო ვ ნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას . 10. სამინისტროს სისტემაში მიღებული სამსახურებრივ - საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის დათვალიერება წარმოებს შეიარაღებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირის თანდასწრებით . 11. მიღებული იარაღი და საბრძოლო მასალა , შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილ უნდა იქნ ე ს „ შეიარაღების , საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წიგნში “ (ფორმა №1). 12. იმ შემთხვევაში , თუ იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებისას გამოვლინდება მათი დანაკლისი ან ხარისხის შეუსაბამობა დოკუმენტებში წარმოებულ ჩანაწერებთან , პასუხისმგებელი პირი / პირები ადგენენ „ ვიზუალური დათვალიერების აქტს “ ( ფორმა №4). მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ხელმძღვანელობის წერილობითი ინფორმირება შესაბამისი ზომების მისაღებად . 13. იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემის და მიღების აღრიცხვა ხდება შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოებულ „ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემის და მიღების წიგნში “ ( ფორმა № 2). 14. სამსახურებრივ - საშტატო იარაღიდან სასწავლო სროლების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი . 15. სასროლეთზე საბრძოლო მასალის გახარჯვის აღრიცხვის მიზნით შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებს „ საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისს “ ( ფორმა № 3). 16. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან , საბრძოლო მასალის გახარჯვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე , არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა , წერილობით ( მოხსენებითი ბარათით ) აცნობონ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელ პირს საბრძოლო მასალის გახარჯვის თაობაზე . მოხსენებით ბარათში აღნიშნულ უნდა იქნ ე ს როდის , სად , ვის მიერ , რა მიზნებისათვის , რამდენი და რა კატეგორიის საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული . გახარჯული საბრძოლო მასალა ჩამოიწერება აღრიცხვიდან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღ ვ ანელის თანხმობის შემთხვევაში . 17. მოსამსახურეთა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში , მათზე რიცხული სამსახურებრივ - საშტატო იარაღი წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ბარდება შესაბამის შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს . 18. სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის განკუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალა გაიცემა მოსამსახურის თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე . მოსამსახურის შვებულებაში ყოფნისას , მოსამსახურის სამსახურიდან წასვლისას , სხვა სამსახურში გადაყვანისას ან სამსახურიდან დათხოვნისას , იარაღი და საბრძოლო მასალა დაუყო ვ ნებლივ უნდა ჩაბარდეს იმ დაწესებულების შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს , საიდანაც ის არის მიღებული .     მუხლი 3🔗. იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვა 1. იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა უნდა ასახავდეს სამინისტროს სისტემაში შეიარაღებით და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფის ფაქტობრივ მდგომარეობას და იძლეოდეს მის მოვლა - შენახვაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას . აღრიცხვას ექვემდებარება სისტემაში არსებული მთელი შეიარაღება და საბრძოლო მასალა – სრულად .  2. იარაღის და საბრძოლო მასალის სააღრიცხვო დოკუმენტებია : წიგნები , უწყისები , აქტები და სხვა დოკუმენტები , რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის , საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები , ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალში – ფორმა №5. 3. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა შეივსოს გარკვევით , წაშლისა და ამოფხეკის გარეშე . დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება არასწორად ჩანაწერი ციფრის ან ტექსტის ხაზით გადაშლით ისე , რომ ძველი ჩანაწერი იკითხებოდეს და მასზე ზემოდან სწორი ციფრის ან ტექსტის დაწერით . შესწორების დამტკიცება ხდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით . სააღრიცხვო დოკუმენტებში ჩანაწერების გასწორებისას ერთდროულად წარმოებს შემდგომი შედეგების გასწორებაც . 4. სააღრიცხვო დოკუმენტის ბლანკის შევსებისას , ჩანაწერისაგან თავისუფლად დარჩენილი ადგილი მოიხაზება ზიგზაგოვანი ხაზით , რათა ბოლო ჩანაწერსა და ხელმოწერას შორის შეუძლებელი იყოს რაიმე ჩანაწერის ჩამატება . 5. წიგნი იწარმოება ბოლომდე . ყოველი ახალი წიგნის შემოღება ხდება ინვენტარიზაციის მონაცემების გათვალისწინებით ან მათში შემოწმებული ნაშთის გადატანის გზით ძველი წიგნებიდან . 6. „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის წიგნი “ ფორმა № 1 განკუთვნილია მთლიანი სამსახურებრივ - საშტატო შეიარაღების და საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და მოძრაობის ჩანაწერებისათვის . 7. პირად შემადგენლობაზე „ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემისა და მიღების წიგნი “ ფორმა № 2 წარმოადგენს ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს . 8. პრაქტიკული მეცადინეობის მიზნით სროლებისათვის და უშუალოდ სასროლეთზე ( ტირში ) გაცემული საბრძოლო მასალის აღრიცხვა წარმოებს „ საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისში “ ( ფორმა № 3).     მუხლი 4🔗. შეიარაღების დაცვის კონტროლი , აღრიცხვის წესი , იარაღის და საბრძოლო მასალის დანაკლისის , მწყობრიდან გამოყვანის საქმეების განხილვა 1. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების სისტემაში იარაღის და საბრძოლო მასალის ბრუნვის წესების დარღვევების შესახებ შესაბამის აქტებს და მიმართვებს ( მოხსენებითი ბარათები ) განიხილავს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი . 2. შეიარაღების შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იარაღის ნომრების მიხედვით შედარებას იდენტიფიკაციას და მუდმივად ტარების უფლების მქონე მოსამსახურეებზე იარაღის სახეზე არსებობის მდგომარეობას . 3. ჩატარებული შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს „ ვიზუალური დათვალიერების აქტი “ ( ფორმა №4). 4. იარაღის და საბრძოლო მასალის საწყობში შენახვის წესის შესრულების და აღრიცხვის სისწორის მდგომარეობა მოწმდება ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ ( შერჩევითი მოულოდნელი შემოწმების სახით ). 5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეზე რიცხული იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში მოსამსახურემ , რომელსაც გადაცემული აქვს სამსახურებრივ საშტატო იარაღი დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს ქვედანაყოფს , ხელმძღვანელობას და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს . 6. სამინისტროში , სამინისტროს სისტემაში თანამდებობის პირებზე რიცხული იარაღის ან / და საბრძოლო მასალის დანაკლისის ფაქტების აღმოჩენისას , შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაუყოვნებლივ ტარდება შესაბამისი თემატური შიდა აუდიტი . 7. დაკარგული იარაღი და საბრძოლო მასალის ჩამოწერა და დაწესებულებისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად . 8. მოსამსახურეთა ბრალეული ქმედებით , ან დისციპლინური გადაცდომის შედეგად უვარგისად ქცეული იარაღი და საბრძოლო მასალა უბრუნდება იარაღის გამცემს დადგენილი წესით , ხოლო დაწესებულებისთვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ამ მოსამსახურის მიერ ანაზღაურებას , მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად . 9. ექსპლუატაციის და ცვეთის შედეგად გამოუსადეგარ ( ზღვრულ ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერა და გადაცემა ხდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „ გამოუსადეგარ ( ზღვრულ ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის , სამხედრო - ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების “ შესაბამისად . 10. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების ხელმძღვანელები , რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართ დაიწყება დისციპლინური წარმოება ან შიდა აუდიტის პროცესში სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე დროებით შეუჩერდებათ სამსახურებრივი ურთიერთობა , ვალდებული არიან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით უზრუნველყონ აღნიშნულ პირებზე განპიროვნებული სამსახურებრივ - საშტატო იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა და დადგენილი წესით შენახვა .     მუხლი 5🔗. იარაღის ( და საბრძოლო მასალის ) შენახვა და ტარება 1. იარაღი ( გარდა სამსახურებრივ - საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული , უკვე გადაცემული იარაღისა , რომელიც არ ინახება დაწესებულებაში ) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში ( მშრალ , ნათელ ოთახში ) არსებულ ლითონის კარადაში , რათა გამოირიცხოს მათთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა . 2. იარაღი საწყობში ინახება განმუხტულ მდგომარეობაში , ცალკეული სახეებისა და კატეგორიების მიხედვით . შესაკეთებელი იარაღი ინახება გამართული იარაღისგან განცალკევებით , ინახება რკინის კარადებში დაშვებული და დამცველზე დაყენებული ჩახმახით . კარადები უნდა იყოს ჩაკეტილი და გასაღებები უნდა ინახებოდეს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირთან . 3. აკრძალულია განათების მიზნით ღია ცეცხლის წყაროს მეშვეობით ( ნავთის ფარნის , სანთლის , თხევადი საწვავით ) მანათობელი ხელსაწყოების გამოყენება . იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის ადგილებზე აკრძალულია თამბაქოს მოწევა , საწვავის და ადვილად აალებადი ნივთიერებების შენახვა . 4. სამსახურებრივ - საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღი და საბრძოლო მასალა მათ უნდა შეინახონ ისეთ მდგომარეობასა და პირობებში , რომელშიც უზრუნველყოფილ ი იქნება მათი დაცვა , უსაფრთხოება და გამოირიცხება გაუთვალისწინებელი ( უნებლიე ) გასროლა , ან / და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა . ფორმა № 1 „ შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის “ წ ი გ ნ ი დაიწყო „ -------“ „ ----------------------------------“ 200 წ. დამთავრდა „ --------“ „ ---------------------------“ 200 წ. ნაწილი I. იარაღის აღრიცხვა № შემოსვლის თარიღი საბუთის № და საიდან შემოვიდა იარაღის დასახელება იარაღის ნომერი და სერია გამოშვების წელი (მისი არსებობისას) კატეგორია როდის და სად წავიდა შენიშვნა 1 2 ნაწილი II. საბრძოლო მასალის აღრიცხვა № შემოსვლის თარიღი საბუთის № და საიდან შემოვიდა დასახელება კალიბრი როდის და სად წავიდა შენიშვნა 1 2 ფორმა № 2 „ შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების “ წ ი გ ნ ი დაიწყო „ -------“ „ ----------------------------------“ 200 წ. დამთავრდა „ --------“ „ ---------------------------“ 200 წ. ნაწილი I. შეიარაღების გაცემა და მიღება რიგითი ნომერი გაცემის თარიღი ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) თანამდებობა სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნომერი იარაღის ტარების მოწმობის ნომერი გაცემულია მიღებულია (უკან დაბრუნება) იარაღის დასახელება იარაღის სერია (არსებობისას) და ნომერი მჭიდების/ვაზნების რაოდენობა გავეცი ხელმოწერა ჩავიბარე ხელმოწერა მიღების თარიღი იარაღის სერია (არსებობისას) და ნოერი მჭიდების/ვაზნების რაოდენობა ჩამბარებლის ხელმოწერა მიმღების ხელმოწერა 1 განყოფილება „ ა” პისტოლეტების. განყოფილება „ ბ” შაშხანების, სასწავლო შეიარაღების და ა.შ. ნაწილი II. საბრძოლო მასალის გაცემა და მიღება რიგითი ნომერი გაცემის თარიღი ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) თანამდებობა სამსახურეობრივი პირადობის მოწმობის ნომერი იარაღის ტარების მოწმობის ნომერი გაცემულია მიღებულია (უკან დაბრუნება) შენიშვნა საბრძოლო მასალის დასახელება საბრძოლო მასალის რაოდენობა გავეცი ხელმოწერა ჩავიბარე ხელმოწერა მიღების თარიღი საბრძოლო მასალის დასახელება საბრძოლო მასალის რაოდენობა ჩამბარებლის ხელმოწერა მიმღების ხელმოწერა 1 ფორმა № 3 საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უ წ ყ ი ს ი „ -------- “ „ -------------------------------- “ 201 წ. რიგითი ნომერი გაცემის თარიღი ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) გაცემული საბრძოლო მასალის დასახელება რაოდენობა ხელმოწერა მიღებაზე ფაქტობრივად გახარჯული ჩაბარება არ ჩაბარებულა ხელმოწერა მიღებაზე გაუხარჯავი გამტყუნებული სულ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა) ფორმა №4 ვიზულური დათვალიერების ა ქ ტ ი „ იარაღის და საბრძოლო მასალის დათავლიერების შესახებ “ „ ------ “ „ ------------------- “ 201 წ. --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ორგანოს დასახელება, თანამდებობა, სახელი, გვარი) --------------------------------------------------------------------------------------------------------------- შევადგინე აღნიშნული აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (იარაღის, საბრძოლო მასალის დასახელება, სერია (არსებობის შემთხვევაში), ნომერი) --------------------------------------------------------------------------------------------------------------- რომელიც მიმაგრებულია ------------------------------------------------------------------------------- (მოსამსახურის სახელი, გვარი) ----------------------------------------------------------------------------------- იარაღის მდგომარეობა ---------------------------------------------------------------------- რაზეც -------- ---------- --------------  (თვალსაჩინო დეფექტები ) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (განმარტება) ჩემ მიერ --------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტი შევადგინე: ------------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ერთად. ხელმოწერები: –––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––– ფორმა № 5 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დაწესებულების დასახელება) „ შემოსავალი, გასავალი და სააღრიცხვო დოკუმენტების სარეგისტრაციო “ ჟურნალი დაიწყო „ ––– “ –––––––––––– 200 წ. დამთავრდა „ –––– “ –––––––––– 200 წ. დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი ჩანაწერების თარიღი დოკუმენტის დასახელება, მისი № ფურცლების რაოდენობა ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე ხელმოწერა დოკუმენტის ჩაბარებაზე დოკუმენტის შენახვის ადგილი 1 2 3 4 5 6 7