საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2005
ძალის დაკარგვა 28.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.10.003.000.190
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 28/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 776 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2005 მიღება
28.05.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 50.85pt 45.35pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №56 2005 წლის 21 მარტი ქ. თბილისი სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში ბიძინა ბრეგაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი ნათელა თურნავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ანდრია კოტეტიშვილი – ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი მჟავანაძე – საქართველოს  სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსი ივანე ნაკაიძე – საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი კახა სეხნიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნების საინვესტიციო ცენტრის დირექტორი ლაშა ხმიადაშვილი – TRACECA-ს ეროვნული მდივანი. 2. დამტკიცდეს საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება. 3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ა. ალექსიშვილმა. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უფრო ეფექტიანად განხორციელების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) სატრანსპორტო დარგებში თავისუფალი კონკურენციის განვითარებისა და ლიბერალიზაციის პროცესების ხელშეწყობა; ბ) სატრანსპორტო დარგში პოლიტიკის ძირითადი მიმართულების ეკონომიკური და ტექნიკური რეგულირების სფეროების მკვეთრი გამიჯვნა, რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხების მინიმალიზაცია; გ) სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ხელშეწყობა; დ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დერეფანში ტვირთების დაუბრკოლებლად ტრანსპორტირების მიზნით საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება; ე) სატრანსპორტო სისტემის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და შემდგომი ამაღლების მიზნით სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმების სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების მომზადება.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სატრანსპორტო დარგების შემდგომი განვითარებისა და ლიბერალიზაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები; გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის ხელმძღვანელობა 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. 3. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.     მუხლი 5🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე. 2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ. 4. კომისიის შეკრების წესი და ორგანიზება განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ.     მუხლი 6🔗. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად.