# რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

- ტიპი: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- მიმღები ორგანო: საქართველოს პრეზიდენტი.
- დოკუმენტის ნომერი: №466
- მიღების თარიღი: 27.10.2000
- კონსოლიდირებული რედაქცია: 31.03.2009
- სარეგისტრაციო კოდი: 110.080.000.05.002.001.
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/114292
- წყარო: https://legali.ge/law/114292/

> ეს არის 31.03.2009 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ეს დებულება:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;
ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან დაცვას საერთო სასამართლოების მიერ;
გ) განსაზღვრავს საერთო სასამართლოთა თავმჯდომარეების, აპარატის კომპეტენციასა და საქმიანობის ფორმებს, სასამართლო არქივის საქმიანობას, მოქალაქეთა მიღების, ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის, საქმის გაცნობისა და სამართალწარმოების წესს

[https://legali.ge/law/114292/muxli-1/](https://legali.ge/law/114292/muxli-1/)

---

## მუხლი 4. 1. სასამართლოს თავმჯდომარე:

_თავი II — სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია_

ა) კანონით დადგენილი წესით ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალას;
ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას;
გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადების დროულ განხილვას;
დ) კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს;
ე) კონტროლს უწევს სასამართლოს კანცელარიის საქმიანობას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმეტებს;
ზ) კანონით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის წარმოებას, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;
თ) 6 თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის საბჭოს უგზავნის გადაწყვეტილებათა ასლებს მათი შემდგომი გამოქვეყნების მიზნით;
ი) ყოველთვიურად საქართველოს იუსტიცის საბჭოს აწვდის ინფორმაციას საქმეთა განხილვის საპროცესო ვადების დაცვის შესახებ;
კ) აცნობებს იუსტიციის საბჭოს მოსამართლეების მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებს;
ლ) ამტკიცებს შრომის შინაგანაწესს და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
მ) კანონით დადგენილი წესით საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში შეაქვს სასამართლოს წლიური ბიუჯეტის პროექტი;
ნ) წელიწადში ერთხელ აწვდის ინფორმაციას საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს სასამართლოს შენობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის ხარჯების შესახებ;
ო) კონტროლს უწევს სასამართლოს კოლეგიებში (პალატებში) შესულ საქმეთა განაწილებას, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის ვადების დაცვასა და სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად დროულად მიქცევას, აგრეთვე განსჯადობისა თუ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლეების, კანცელარიებისა და ექსპედიციის მიერ სხვა სასამართლოებში საქმეების, ხოლო შესაბამის სახელმწიფო უწყებებში მასალების დროულად გადაგზავნას;
პ) წარმოადგენს შესაბამის სასამართლოს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ჟ) უწესებს მუდმივ კონტროლს სასამართლოს მოხელეებისა და სხვა თანამშრომლების მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, იღებს შესაბამის ზომებს შრომის დისციპლინის განსამტკიცებლად;
რ) ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სასამართლოში დადგენილი შინაგანაწესის უზრუნველსაყოფად, ახდენს რეაგირებას შინაგანაწესის დარღვევის ფაქტებზე და იღებს ზომებს ასეთი დარღვევების თავიდან ასაცილებლად;
ს) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს აპარატის მოხელეებს შეარჩევს საკონკურსო წესით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველო კანონის შესაბამისად.
3. სასამართლოს თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსში გამარჯვებულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლის თანაშემწეს შესაბამისი მოსამართლის წარდგინებით.
4. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან შეთანხმებით.
თავი III
სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კომპეტენცი

[https://legali.ge/law/114292/muxli-4/](https://legali.ge/law/114292/muxli-4/)

---

## მუხლი 5. სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

_თავი III — სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კომპეტენცია_

ა) თავმჯდომარის დროებითი არყოფნის დროს ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს;
ბ) კოლეგიებისა და პალატების მოსამართლეებს უწევს დროულ დახმარებას საქმეთა განხილვის ორგანიზაციულ მხარესთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტაში;
გ) უზრუნველყოფს კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა ნორმატიული მასალის მოპოვებისა და სისტემატიზაციის, სასამართლოში სამართლებრივი ინფორმაციის ბაზის შექმნისა და პერიოდულად შევსების კონტროლს;
დ) სასამართლოს უსაფრთხოებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად ამოწმებს და აკონტროლებს სასამართლოს დაცვის სამსახურის მუშაკთა საქმიანობას;
ე) განიხილავს სხვა სასამართლოებიდან თუ სახელმწიფო უწყებებიდან შემოსულ კორესპონდენციებს, რომლებიც სასამართლოს კოლეგიების (პალატების) და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საკითხებს შეეხება. კოლეგიების (პალატების) და სხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან, აგრეთვე მოსამართლეებისა და მოხელეებისაგან მოითხოვს განხილვისათვის საჭირო ინფორმაციას, ხოლო განხილვის შედეგებს დაუყოვნებლივ მოახსენებს თავმჯდომარეს;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ამზადებს და სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სასამართლოს აპარატის მოხელეებისა და სხვა თანამშრომლებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე;
ზ) ყოველი კვარტალის დამამთავრებელი თვის ბოლო ორშაბათს სასამართლოს მოსამართლეთა სათათბირო სხდომას წარუდგენს მოხსენებას სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის თაობაზე;
თ) ყოველ ექვს თვეში ერთხელ (ივნისი, დეკემბერი) სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ, აგრეთვე შესაბამის წინადადებებს მათ გადასაწყვეტად;
ი) იმავდროულად არის საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
თავი IV
სასამართლოს კოლეგიის (პალატის) თავმჯდომარ

[https://legali.ge/law/114292/muxli-5/](https://legali.ge/law/114292/muxli-5/)

---

## მუხლი 7. 1. სასამართლოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სასამართლოს აპარატი

_თავი V — სასამართლოს აპარატი_

2. აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი ყოველკვარტალურად წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს გაწეული მუშაობის ანგარიშს

[https://legali.ge/law/114292/muxli-7/](https://legali.ge/law/114292/muxli-7/)

---

## მუხლი 9. საოლქო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოების აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

_თავი V — სასამართლოს აპარატი_

ა) სასამართლოს თავმჯდომარის აპარატი;
ბ) თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) აპარატი;
გ) მოსამართლის აპარატი;
დ) კადრების სამსახური;
ე) პრესსამსახური;
ვ) საერთო განყოფილება;
ზ) მოქალაქეთა მისაღები;
თ) სასამართლო პრაქტიკისა და განზოგადების განყოფილება;
ი) სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილება;
კ) საფინანსო-სამეურნეო განყოფილება;
ლ) ტექნიკური მომსახურების ბიურო

[https://legali.ge/law/114292/muxli-9/](https://legali.ge/law/114292/muxli-9/)

---

## მუხლი 11. კადრების განყოფილება:

_თავი V — სასამართლოს აპარატი_

ა) ახორციელებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა და სხვა თანამშრომელთა საკადრო აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა შრომის წიგნაკებსა და ჩასართავ ფურცლებს;
გ) ადგენს აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას;
დ) აფორმებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა დანიშვნასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს;
ე) ამზადებს და აფორმებს ბრძანებებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ

[https://legali.ge/law/114292/muxli-11/](https://legali.ge/law/114292/muxli-11/)

---

## მუხლი 15. სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილება:

_თავი V — სასამართლოს აპარატი_

1. სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების შემადგენლობაში შედიან კანონმდებლობის სისტემატიზაციის სექტორი და სტატისტიკის სექტორი.
2. განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების ორგანიზაციულ საქმიანობას, ხელმძღვანელობს განყოფილების მუშაობას.
3. კანონმდებლობის სისტემატიზაციის სექტორი:
ა) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების კოდიფიცირებას;
ბ) დროულად შეაქვს ცვლილებები და დამატებები საკანონმდებლო აქტების საკონტროლო ეგზემპლარებში;
გ) უზრუნველყოფს საჭირო ნორმატიული მასალის ოპერატიულ მოძიებას.
4. სტატისტიკის სექტორი:
ა) აწარმოებს სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის სასამართლოს თავმჯდომარეს;
ბ) კანონით დადგენილი წესით სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის საქართველოს უზენაეს სასამართლოს

[https://legali.ge/law/114292/muxli-15/](https://legali.ge/law/114292/muxli-15/)

---

## მუხლი 18. ადმინისტრატორი:

_თავი VI — საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორი_

ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას;
ბ) სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასამართლოს ეფექტიანი ადმინისტრირების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს შრომის შინაგანაწესის შესრულებას;
დ) სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა დაწინაურების, ხოლო შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში – დისციპლინური დევნის აღძვრისა და გათავისუფლების შესახებ;
ე) არის საოლქო სასამართლოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
ვ) კანონით დადგენილი წესით სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს სასამართლოს წლიური ბიუჯეტის პროექტს;
ზ) სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ყოველკვარტალურად საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში წარადგენს საბუღალტრო ბალანსს;
თ) მონაწილეობს საოლქო სასამართლოს აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობაში;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს.
თავი VII
მოსამართლის თანაშემწ

[https://legali.ge/law/114292/muxli-18/](https://legali.ge/law/114292/muxli-18/)

---

## მუხლი 20. მოსამართლის თანაშემწე:

_თავი VII — მოსამართლის თანაშემწე_

ა) იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად;
ბ) მოსამართლის დავალებით ამზადებს სასამართლო გადაწყვეტილებათა პროექტებს;
გ) სასამართლო პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს;
დ) უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში;
ე) ამზადებს საპროცესო დოკუმენტების ასლებს და გადასცემს მათ სამართალწარმოების მონაწილეებს;
ვ) დროულად შეაქვს ცვლილებები და დამატებები საკანონმდებლო აქტების საკონტროლო ეგზემპლარებში;
ზ) განსახილველი საქმის მიხედვით კრებს და აწვდის მოსამართლეს საჭირო ლიტერატურას;
თ) თვალყურს ადევნებს დამოწმებული უწყებების დაბრუნებას სასამართლოში და მოახსენებს მოსამართლეს ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზებს;
ი) ჟურნალში ატარებს ყოველ დამთავრებულ საქმესა თუ მხარეთათვის გასაგზავნ დოკუმენტებს და გადასცემს კანცელარიას ან ექსპედიციას

[https://legali.ge/law/114292/muxli-20/](https://legali.ge/law/114292/muxli-20/)

---

## მუხლი 21. მოსამართლის თანაშემწე ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს, კერძოდ:

_თავი VII — მოსამართლის თანაშემწე_

ა) თუ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია განჩინება ძებნის მოტივით სამართალში მიცემულის მიმართ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, განჩინების ასლს უგზავნის შესაბამისი რაიონის შინაგან საქმეთა ორგანოს განსასჯელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბ) თუ სისხლის სამართლის საქმე სამრთალში მიცემის სტადიაში შეწყდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ საქმის შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ უგზავნის იზოლატორის უფროსს, ხოლო საქმეს გადასცემს კანცელარიას;
გ) დამთავრებულ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აბარებს სასამართლოს კანცელარიას, რაც რეგისტრირებული უნდა იყოს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეთა აღრიცხვის შესაბამის ჟურნალებში;
დ) მოსამართლის მიერ განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის დოკუმენტის გამოტანის შემდეგ დადგენილების ასლს და წარმოდგენილ სამოქალაქო სარჩელის ასლს გადასცემს სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს და განუმარტავს საქართველოს სსსკ 90-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;
ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილ განჩინების ასლს ამ დებულებით დადგენილ ვადაში გადასცემს დაინტერესებულ მხარეს;
ვ) არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ საქმის განხილვას აცნობებს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ან ინსპექციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს

[https://legali.ge/law/114292/muxli-21/](https://legali.ge/law/114292/muxli-21/)

---

## მუხლი 22. საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის კანცელარიაში, სადაც აღინიშნება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა, რაც დაკავშირებულია საპატიმრო ვადის გაგრძელებასთან და აღკვეთის ღონისძიების შერჩ

_თავი VII — მოსამართლის თანაშემწე_

ა) უკვე განხილულ სისხლის სამართლის საქმეებს აბარებს შესაბამისი უწყების გამომძიებელს და რეგისტრაციაში ატარებს ყოველ გაგზავნილ საქმესა თუ დოკუმენტს სპეციალურ ჟურნალში;
ბ) ყოველი კვარტალის ბოლოს ადგენს ანგარიშს წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ და მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების შედეგების შესახებ. ანგარიშს გადასცემს საგამოძიებო კოლეგიის კანცელარიის გამგეს, რომელიც აჯამებს საგამოძიებო კოლეგიის კვარტალის შედეგებს.
თავი VIII
სასამართლო სხდომის მდივან

[https://legali.ge/law/114292/muxli-22/](https://legali.ge/law/114292/muxli-22/)

---

## მუხლი 23. სასამართლო სხდომის მდივანი:

_თავი VIII — სასამართლო სხდომის მდივანი_

ა) ამოწმებს, გამოცხადნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამას მოახსენებს სასამართლოს;
ბ) თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს;
გ) ვალდებულია სწორად შეიტანოს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება; როგორც წესი, ოქმში ფიქსირდება პროცესის მონაწილეთა როგორც შეკითხვა, ისე შეკითხვაზე პასუხი;
დ) უფლება აქვს ოქმის მომზადებისას გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალებები, რომელთა ჩანაწერები ოქმს თან ერთვის. სასამართლო სხდომის ან ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შემდეგ მაგნიტოფონის, კომპიუტერისა ან სხვა ტექნიკური საშუალებების ჩანაწერები გადატანილი უნდა იქნეს ოქმში;
ე) სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილია ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს იგი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს;
ვ) იძლევა ახსნა-განმარტებებს სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები;
ზ) საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აკერებს: საცნობარო ფურცელს, განჩინებას (დადგენილებას) და საქმის განხილვისას წარმოებულ მიმოწერის მასალებს, კანონით დადგენილი წესით შემოწმებულ და ხელმოწერილ სასამართლო სხდომის ოქმს, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტს სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანამიმდევრობით, განაჩენს ან გადაწყვეტილებას (ის დოკუმენტები, რომლებიც მხარეებმა გადასცეს მოსამართლის თანაშემწეს, უნდა დარეგისტრირდეს კანცელარიაში და გადაეცეს სხდომის მდივანს);
თ) ნომრავს საქმის ფურცლებს და საცნობარო ფურცელზე აღწერს საქმეში არსებულ დოკუმენტებს საქმის ფურცლების მითითებით.
თავი IX
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია (ექსპედიცია

[https://legali.ge/law/114292/muxli-23/](https://legali.ge/law/114292/muxli-23/)

---

## მუხლი 25. სასამართლოს კანცელარია (ექსპედიცია) უზრუნველყოფს:

_თავი IX — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია (ექსპედიცია)_

ა) სასამართლოში შემოსული კორესპოდენციის, ნივთმტკიცების მიღებას, რეგისტრაციას, მათ ადრესატებისათვის დაგზავნას;
ბ) სასამართლოში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეების გადაცემას სასამართლოს თავმჯდომარისათვის ან შესაბამისი პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარისათვის;
გ) პირველადი სტატისტიკური დოკუმენტების წარმოებას, სტატისტიკური ანგარიშების სწორ და დროულ შედგენას;
დ) სააპელაციო, საკასაციო და კერძო საჩივრების საფუძველზე ზემდგომ სასამართლოში საქმეთა გაგზავნასა და დაინტერესებულ პირთათვის შეტყობინებას (საჩივრის შემტან პირს ეცნობება საჩივარზე პირადი ხელმოწერით, ხოლო საჩივრის ფოსტით გამომგზავნს გაეგზავნება შეტყობინება);
ე) იმ თანხების ამოღების კონტროლს, რომლებიც პირს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ვ) კერძო განჩინებათა აღრიცხვას და კონტროლს მათი დროული შესრულებისადმი;
ზ) სასამართლოს ბრძანებათა, განჩინებათა (დადგენილებათა) და განკარგულებათა წიგნის წარმოებას;
თ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვასა და უსაფრთხო შენახვას;
ი) სასამართლო არქივის წარმოებას იმ სასამართლოებში, სადაც ცალკე არ არის გამოყოფილი არქივი;
კ) საიდუმლო საქმისწარმოებას კანონით დადგენილი წესით;
ლ) ნივთიერ მტკიცებულებათა უსაფრთხო შენახვასა და დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით

[https://legali.ge/law/114292/muxli-25/](https://legali.ge/law/114292/muxli-25/)

---

## მუხლი 26. კანცელარიის გამგე:

_თავი IX — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია (ექსპედიცია)_

ა) ხელმძღვანელობს კანცელარიისა და სასამართლოს არქივის საქმიანობას(თუ სასამართლოში არ არის არქივარიუსის შტატი);
ბ) ანაწილებს სამუშაოს სასამართლოს კანცელარიის მუშაკთა შორის;
გ) რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში აწარმოებს სასამართლოს მუშაკთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას და აკონტროლებს მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
დ) განიხილავს შემოსულ კორესპოდენციას, საჩივრებს, განცხადებებს და მოახსენებს სასამართლოს თავმჯდომარეს;
ე) ახდენს ყველა შემოსული სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმისა და სხვა დოკუმენტების რეგისტრაციას ,,შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში“;
ვ) უზრუნველყოფს განრიგების წარმოებას;
ზ) აკონტროლებს პირველადი სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტების წარმოებას;
თ) აკონტროლებს სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათების წარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშების სწორად და დროულად შედგენას;
ი) აკონტროლებს ზემდგომ სასამართლოში იმ საქმეთა დროულ გაგზავნას, რომლებზეც შემოსულია სააპელაციო, საკასაციო ან კერძო საჩივარი;
კ) აწარმოებს კერძო განჩინებათა (დადგენილებათა) აღრიცხვას და აკონტროლებს იმ მიმოწერას, რაც მათ აღსრულებას ეხება;
ლ) აკონტროლებს სხვა სასამართლოდან გამოგზავნილ სასამართლო დავალებათა აღრიცხვას;
მ) უზრუნველყოფს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების, ნივთიერი მტკიცებულებების აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზაციას

[https://legali.ge/law/114292/muxli-26/](https://legali.ge/law/114292/muxli-26/)

---

## მუხლი 27. კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ:

_თავი IX — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია (ექსპედიცია)_

ა) სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა და სხვა მასალების რეგისტრაციას, აღრიცხვასა და შენახვას (რეგისტრაციის შემდეგ საქმეს გადასცემენ მოსამართლეს ან მის თანაშემწეს შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით);
ბ) სააღრიცხვო ჟურნალებისა და ბარათების წარმოებას;
გ) სტატისტიკური ანგარიშების შედგენას;
დ) სასამართლოს აღმასრულებლისათვის გადაცემული სააღსრულებო დოკუმენტების რეგისტრაციასა და აღრიცხვას;
ე) სასამართლოს განაჩენების, გადაწყვეტილებების, განჩინებების, დადგენილებების აღსრულებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და გაგზავნას;
ვ) დამთავრებული საქმეების, ჟურნალებისა და ბარათების მომზადებასა და არქივში ჩაბარებას;
ზ) სასამართლოს საქმეებიდან ცალკეული დოკუმენტების, დამოწმებული ასლებისა და საქმეთა გამო წერილობითი ცნობების გაცემას, რაც უნდა მოხდეს განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნისა და მოსამართლის ნებართვის საფუძველზე;
თ) სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლისა და კანცელარის გამგის სხვა დავალებათა შესრულებას.
თავი X
მოქალაქეთა მიღებ

[https://legali.ge/law/114292/muxli-27/](https://legali.ge/law/114292/muxli-27/)

---

## მუხლი 28. 1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქალაქეთა მიღებას აწარმოებენ სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე, მოსამართლის თანაშემწე და კანცელა

_თავი X — მოქალაქეთა მიღება_

2. მოქალაქეთა მიღება წარმოებს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით

[https://legali.ge/law/114292/muxli-28/](https://legali.ge/law/114292/muxli-28/)

---

## მუხლი 29. 1. დაუშვებელია მოსამართლის მიერ პროცესის მონაწილე ერთი მხარის ან მისი წარმომადგენლის ინდივიდუალური მიღება მეორე მხარის ან მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად

_თავი X — მოქალაქეთა მიღება_

2. პროცესის მონაწილე ერთი მხარის ან მისი წარმომადგენლის ინდივიდუალური მიღება დასაშვებია, თუ ამის შესახებ წინასწარ არის ინფორმირებული მეორე მხარე, ამასთან მას წერილობით უნდა ეცნობოს მოსამართლესთან საუბრის შინაარსი

[https://legali.ge/law/114292/muxli-29/](https://legali.ge/law/114292/muxli-29/)

---

## მუხლი 34. 1. კანცელარიის (ექსპედიციის) გამგე ან სპეციალისტი ხსნის კონვერტებს, ამოწმებს გამოგზავნილი სასამართლო საქმეებისა და სხვა მასალების შესაბამისობას აღწერილობასთან, შემდეგ საქმის მომართვის (წერილის და ა.შ.

_თავი XI — კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის წესი_

2. თუ კონვერტის გახსნისას აღმოჩნდება რომელიმე დოკუმენტის ან მისი დანართის დანაკლისი, შედგება აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება გამომგზავნს, მეორე დაერთვის მიღებულ დოკუმენტებს

[https://legali.ge/law/114292/muxli-34/](https://legali.ge/law/114292/muxli-34/)

---

## მუხლი 38. შემოსული დოკუმენტები იყოფა რეგისტრირებად და არარეგისტრირებად დოკუმენტებად

_თავი XI — კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის წესი_

რეგისტრაციაში არ ტარდება:
ა) ცნობად გამოგზავნილი წერილის ასლები, ინფორმაცია და შეტყობინება;
ბ) სარეკლამო შეტყობინება, პლაკატები, შეკრებებისა და კონფერენციების პროგრამები;
გ) მისალოცი და მოსაწვევი ბარათები;
დ) სასამართლო უწყების ჩაბარების ხელწერილი;
ე) ადრესატის არყოფნის გამო სასამართლოში დაბრუნებული სასამართლო უწყებები და სხვა დოკუმენტები

[https://legali.ge/law/114292/muxli-38/](https://legali.ge/law/114292/muxli-38/)

---

## მუხლი 47. კონვერტში ჩალაგების წინ მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისწორე, დანართების არსებობა, ეგზემპლარების რაოდენობის შესაბამისობა ადრესატების რაოდენობასთან. გაუფორმებელი ან არასწორად გაფორმებული დოკუმენტებ

_თავი XI — კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის წესი_

თავი XII
სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვ

[https://legali.ge/law/114292/muxli-47/](https://legali.ge/law/114292/muxli-47/)

---

## მუხლი 54. 1. განცხადებები საწარმოების, იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ შეიტანება სასამართლოს კანცელარიაში. კანცელარიის გამგე აღნიშნულ განცხადებებს ატარებს ,,შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში“ და შეაქვს 

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

2.განცხადებები უნდა შეიკეროს და მაღლა მარჯვენა კუთხეში დაესვას ნომერი, რომელიც შედგება ინდექსისაგან და რიგითი ნომრისაგან (მითითებული უნდა იყოს წელიც).
შეკერილი განცხადებები უნდა გატარდეს საწარმოების რეგისტრაციის შესაბამის ჟურნალში და გადაეცეს მოსამართლეს ან მის თანაშემწეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-54/](https://legali.ge/law/114292/muxli-54/)

---

## მუხლი 56. 1. კალენდარული წლის დასასრულს იმ საქმეთა სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათები, რომლებიც ახალი წლის დასაწყისისათვის არ იყო განხილული, გადაიტანება ახალი წლის კარტოთეკაში. თითოეულ ასეთ საქმეზე ყოველ სააღრიცხ

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

2. ახალ წელს შემოსულ საქმეთა ნუმერაცია იწყება წინა წელს დარჩენილი საქმეების ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ

[https://legali.ge/law/114292/muxli-56/](https://legali.ge/law/114292/muxli-56/)

---

## მუხლი 58. ინდექსების ნუსხა:

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

1 – სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად: 1/ა – კოლეგიაში, 1/ბ – აპელაციაში;
2 – სამოქალაქო სამართლის საქმეზე. შესაბამისად: 2/ა – კოლეგიაში, 2/ბ – აპელაციაში;
3 – ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე. შესაბამისად: 3/ა – კოლეგიაში, 3/ბ – აპელაციაში;
4 – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე. შესაბამისად: 4/ა;
5 – მასალები საზოგადოებებისა და საწარმოების რეგისტრაციის შესახებ;
5/ა – სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
5/ბ – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
5/გ – სააქციო საზოგადოება;
5/დ – კომანდიტური საზოგადოება;
5/ე – ინდივიდუალური საწარმო;
5/ვ – კოოპერატივი;
5/ზ – კავშირი.
6 – მასალები სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ;
6/ა – სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით;
6/ბ – სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო;
7 – საქმეები თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შეცვლის შესახებ;
8 – საქმეები ნასამართლობის მოხსნის შესახებ;
9 – საქმეები განაჩენის აღსრულების გადადების შესახებ;
10 – შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიებების შესახებ;
10/ა – დაპატიმრება;
10/ბ – შინაპატიმრობა;
10/გ – პოლიციის ზედამხედველობა;
10/დ – გირაო;
10/ე – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
10/ვ – პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა;
10/ზ – სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა;
11 – შუამდგომლობები საგამოძიებო მოქმედების შესახებ;
11/ა – ამოღება;
11/ბ – ჩხრეკა;
11/გ – დათვალიერება;
11/დ – მიყურადება (სატელეფონო საუბრების მოსმენა);
11/ე – საგამოძიებო ექსპერიმენტის მოწყობა და ჩვენების შემოწმება საცხოვრებელ სადგომში ან სხვა მფლობელობაში;
11/ვ – გვამის ექსჰუმაცია;
11/ზ – ექსპერტიზა;
12 – ქონებაზე ყადაღის დადება;
13 – სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსება;
14 – ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება

[https://legali.ge/law/114292/muxli-58/](https://legali.ge/law/114292/muxli-58/)

---

## მუხლი 61. 1. წინასწარი გამოძიების ორგანოებიდან მიღებულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ყდა, რომლითაც საქმე შემოვიდა (მისი ხარისხისა და ვარგისიანობის გათვალისწინებით). ამასთან, ყდაზე კე

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

2. თუ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიღებულია წინასწარი გამოძიების ორგანოებიდან, სასამართლოს მიერ ახალ ყდაში შეიკერება, მოცემულ საქმეზე დაცულ უნდა იქნეს აგრეთვე ის ძველი ყდაც, რომელშიც საქმე იყო წინასწარი გამოძიების სტადიაში

[https://legali.ge/law/114292/muxli-61/](https://legali.ge/law/114292/muxli-61/)

---

## მუხლი 63. 1. სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში თავსდება საცნობარო ფურცელი, რომელზეც აღინიშნება საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი საქმის ფურცლების მითითებით. ასევე კეთდება ხელმოწერები სას

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

2. სისხლის სამართლის საქმეში საცნობარო ფურცელი თავსდება საქმის შემოსვლის მომართვის წინ (საბრალდებო დასკვნის შემდეგ), ხოლო სამოქალაქო საქმეში – ყდასა და სასარჩელო განცხადებას შორის

[https://legali.ge/law/114292/muxli-63/](https://legali.ge/law/114292/muxli-63/)

---

## მუხლი 64. 1. საქმის (მასალების) შემოსვლის თარიღი, რაც აღნიშნული იქნება საქმის ყდაზე, სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათზე, ან სარეგისტრაციო ჟურნალში, უნდა ასახავდეს სასამართლოში საქმის ფაქტობრივად მიღების დროს

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

2. სასამართლოში კავშირგაბმულობის ორგანოთა მეშვეობით მიღებულ საქმეებსა და სასარჩელო განცხადებებზე შემოსვლის თარიღი მითითებული უნდა იყოს განცხადების მიღების დღეს კანცელარიის (ექსპედიციის) მიერ შესრულებული აღნიშვნის შესაბამისად.
3. იმ საქმეებსა და სასარჩელო განცხადებებზე, რომლებიც მოქალაქეთა პირადი მიღების დროს შემოვიდა, შემოსვლის თარიღი აღინიშნება მათი მიღების დროს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული აღნიშვნის შესაბამისად

[https://legali.ge/law/114292/muxli-64/](https://legali.ge/law/114292/muxli-64/)

---

## მუხლი 65. 1. გადაწყვეტილებათა გაუქმების შემდეგ ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები, ასევე დამატებითი გამოძიების შემდეგ გამოძიების ორგანოებიდან მიღებული 

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

2. განმეორებით შემოსულ საქმეებზე ალფაბეტურ მაჩვენებელში კეთდება ახალი ჩანაწერი

[https://legali.ge/law/114292/muxli-65/](https://legali.ge/law/114292/muxli-65/)

---

## მუხლი 68. 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსამართლის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შემოსული მასალები უბრუნდება მო

_თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა_

2. აღნიშნული საბუთების უკან დაბრუნება რეგისტრირდება შესაბამის კანცელარიაში.
თავი XIII
სისხლის სამართლის საქმეთა გაფორმება სამართალში მიცემის სტადიაშ

[https://legali.ge/law/114292/muxli-68/](https://legali.ge/law/114292/muxli-68/)

---

## მუხლი 69. 1. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ თანაშემწე მოსამართლის დავალებით პროკურორს, დამცველსა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თარჯიმანს და შუამდგომლობის განმცხადე

_თავი XIII — სისხლის სამართლის საქმეთა გაფორმება სამართალში მიცემის სტადიაში_

2. შუამდგომლობის გადაწყვეტის შედეგი ეცნობება შუამდგომლობის განმცხადებელ პირს

[https://legali.ge/law/114292/muxli-69/](https://legali.ge/law/114292/muxli-69/)

---

## მუხლი 70. თუ მოსამართლე სამართალში მიცემის სტადიაზე გამოიტანს განჩინებას ბრალდებულის მოძებნამდე ან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, მოსამართლის თანაშემწე აღნიშნულ განჩინებას კა

_თავი XIII — სისხლის სამართლის საქმეთა გაფორმება სამართალში მიცემის სტადიაში_



[https://legali.ge/law/114292/muxli-70/](https://legali.ge/law/114292/muxli-70/)

---

## მუხლი 71. თუ სამართალში მიცემის საკითხის განხილვისას შეიცვალა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიება ან სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია, მოსამართლის თანაშემწე სასამართლო გადაწყვეტილების ასლს აბარებს პროცესის მონაწილე

_თავი XIII — სისხლის სამართლის საქმეთა გაფორმება სამართალში მიცემის სტადიაში_



[https://legali.ge/law/114292/muxli-71/](https://legali.ge/law/114292/muxli-71/)

---

## მუხლი 72. 1. თუ მოსამართლემ განმწესრიგებელ სხდომაზე გამოიტანა განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში გადაცემის შესახებ, მოსამართლის თანაშემწე საქმეს აბარებს სასამართლოს კანცელარიას, რომელიც კანონით დადგენილი გა

_თავი XIII — სისხლის სამართლის საქმეთა გაფორმება სამართალში მიცემის სტადიაში_

2. თუ განმწესრიგებელ სხდომაზე შეწყდა საქმე, მოსამართლის თანაშემწე სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს აბარებს პირს, რომელსაც ბრალი ედებოდა დანაშაულის ჩადენაში, და დაზარალებულს

[https://legali.ge/law/114292/muxli-72/](https://legali.ge/law/114292/muxli-72/)

---

## მუხლი 73. თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოსამართლის დადგენილებით, სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა მოსამართლის თანაშემწემ განსასჯელს უნდა ჩააბაროს დაზარალებულის განცხადების ასლი, სა

_თავი XIII — სისხლის სამართლის საქმეთა გაფორმება სამართალში მიცემის სტადიაში_

თავი XIV
საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვი

[https://legali.ge/law/114292/muxli-73/](https://legali.ge/law/114292/muxli-73/)

---

## მუხლი 74. 1. საქმეს სასამართლო განხილვისათვის ამზადებს მოსამართლის თანაშემწე (თუ საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამზადებს სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარის თანაშემწე)

_თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის_

2. მოსამართლის თანაშემწე სხდომის მოსამზადებლად ასრულებს მოსამართლის განკარგულებებს სასამართლო სხდომაზე დასაბარებელ პირთა გამოსაძახებლად

[https://legali.ge/law/114292/muxli-74/](https://legali.ge/law/114292/muxli-74/)

---

## მუხლი 75. სამოქალაქო სამართლის საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლის თანაშემწე გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელსა და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტის ასლს, მოსამართლის დ

_თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის_



[https://legali.ge/law/114292/muxli-75/](https://legali.ge/law/114292/muxli-75/)

---

## მუხლი 76. 1. მოსამართლის თანაშემწე საქმის მომზადების მიზნით მოსამართლის დავალებით:

_თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის_

ა) დაავალებს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები;
ბ) წინადადებას მისცემს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
გ) მისცემს მხარეებს სასამართლო დავალებებს.
2. მოსამართლის თანაშემწე დაიბარებს მხარეებს, მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და სხვა პირებს სასამართლო სხდომის დღისათვის

[https://legali.ge/law/114292/muxli-76/](https://legali.ge/law/114292/muxli-76/)

---

## მუხლი 78. 1. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე პროცესის მონაწილეებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და სასამართლო სხდომისათ

_თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის_

2. აუცილებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით, დეპეშით ან ფაქსით. ფაქსით გაგზავნის დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ეს შეტყობინება გაეგზავნა. ხელმოწერილი უწყებები უნდა დაერთოს საქმეს. ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში საქმეს უნდა დაერთოს უწყების მეორე ნახევარი და გაგზავნის ქვითარი. თუ ერთ საქმეზე მრავალი უწყება იგზავნება, მაშინ დგება შეკვეთილ გზავნილთა ნუსხა და აღნიშნული ნუსხა ქვითართან და უწყების მეორე ნახევართან ერთად დაერთვება საქმეს.
3. მოსამართლის თანაშემწე ვალდებულია გაარკვიოს უწყებების ჩაუბარებლობის მიზეზები, მოახსენოს მოსამართლეს და მისი მითითებით მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ადრესატებისათვის უწყებების დროული ჩაბარების უზრუნველსაყოფად

[https://legali.ge/law/114292/muxli-78/](https://legali.ge/law/114292/muxli-78/)

---

## მუხლი 80. 1. თავისუფლებაში მყოფ განსასჯელს საბრალდებო დასკვნის ასლი ჩაბარდება ,,საბრალდებო დასკვნის ჩაბარების ხელწერილზე“ ხელმოწერით

_თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის_

2. თუ განსასჯელი პატიმარია, მაშინ საბრალდებო დასკვნის ასლი ეგზავნება იმ დაწესებულებას, სადაც იმყოფება განსასჯელი, მისთვის ხელწერილქვეშ ჩასაბარებლად. ხელწერილი უნდა დაუბრუნდეს სასამართლოს და დაერთოს საქმეს.
3. სასამართლო სხდომა უნდა დაინიშნოს საბრალდებო დასკვნის ან დაზარალებულის საჩივრის ჩაბარებიდან სულ ცოტა 3 დღე-ღამის გასვლის შემდეგ.
4. არასრულწლოვანი ბრალდებულის საბრალდებო დასკვნის ასლი და უწყება უნდა ჩაბარდეს ასევე მის წარმომადგენელს ან ადვოკატს (დამცველს)

[https://legali.ge/law/114292/muxli-80/](https://legali.ge/law/114292/muxli-80/)

---

## მუხლი 86. საზღვარგარეთ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასამართლოში გამოძახებისათვის ეგზავნებათ შეტყობინება თანდართული საბუთებით საქმის განხილვის დაწყებამდე ორი თვით ადრე მაინც იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქარ

_თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის_



[https://legali.ge/law/114292/muxli-86/](https://legali.ge/law/114292/muxli-86/)

---

## მუხლი 87. დავალებები საზღვარგარეთის სასამართლოებს ეგზავნებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, რომელიც დავალებებს გადაგზავნის ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარ

_თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის_

თავი XV
სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა გაფორმება მათი განხილვის შემდე

[https://legali.ge/law/114292/muxli-87/](https://legali.ge/law/114292/muxli-87/)

---

## მუხლი 89. საქმის განხილვისა და განაჩენის, გადაწყვეტილების ან განჩინების დადგენის შემდეგ მოსამართლის თანაშემწე ასრულებს შემდეგ სამუშაოს:

_თავი XV — სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა გაფორმება მათი განხილვის შემდეგ_

ა) ადგენს და საქმეს ურთავს სტატისტიკურ ბარათებს მსჯავრდებულებზე, გამართლებულებზე, პირებზე, რომელთა მიმართ საქმე შეწყდა, აგრეთვე პირებზე, რომლებიც ცნობილი იქნენ შეურაცხადად და რომელთა მიმართ გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება;
ბ) სასამართლო სხდომაზე განსახილველად დანიშნულ საქმეთა აღრიცხვის ჟურნალში აკეთებს აღნიშვნას საქმის განხილვის შედეგების შესახებ;
გ) იმ საკითხებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თანაშემწე ამოწერს სააღსრულებო ფურცლებს და გადასცემს კანცელარიას სააღსრულებო ბიუროში გადასაგზავნად, რის შესახებაც კანცელარიის გამგე აკეთებს ხელმოწერას საცნობარო ფურცელზე და თავის მხრივ ატარებს ,,სააღსრულებო წარმოების რეგისტრაციის ალფაბეტურ ჟურნალში“ (სააღსრულებო ფურცელს ხელს აწერს მოსამართლე)

[https://legali.ge/law/114292/muxli-89/](https://legali.ge/law/114292/muxli-89/)

---

## მუხლი 90. თუ სასამართლომ სამართალში მიცემულს აღკვეთის ღონისძიებად შეურჩია ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ან პატიმრობის სახით ადრე შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა ხელწერილით გაუსვლელობი

_თავი XV — სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა გაფორმება მათი განხილვის შემდეგ_



[https://legali.ge/law/114292/muxli-90/](https://legali.ge/law/114292/muxli-90/)

---

## მუხლი 91. თუ სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმის განხილვა სხვა დროისათვის დაინიშნა, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს (გარდა პატიმრობაში მყოფი სამართალში მიცემულებისა) ჩაბარდებათ უწყებები ს

_თავი XV — სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა გაფორმება მათი განხილვის შემდეგ_



[https://legali.ge/law/114292/muxli-91/](https://legali.ge/law/114292/muxli-91/)

---

## მუხლი 95. 1. მოსამართლის თანაშემწე მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან პროცესს, საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლებს 

_თავი XV — სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა გაფორმება მათი განხილვის შემდეგ_

2. გადაწყვეტილების ასლებს გასაგზავნად მოსამართლის თანაშემწე აბარებს კანცელარიას ჟურნალში ხელმოწერით. მომართვის ასლი დაერთვის საქმეს.
3. განჩინების ასლს კანცელარიის სპეციალისტი დანიშნულებისამებრ გადააგზავნის იმავე ან მომდევნო დღეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-95/](https://legali.ge/law/114292/muxli-95/)

---

## მუხლი 98. 1. სისხლის სამართლის საქმეებზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განხილვის დღე მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა მოსამართლის თანაშემწემ უნდა აცნობოს პროცესის იმ მონაწილეებს, რომელთა ინტერესებსაც

_თავი XVI — სააპელაციო, საკასაციო და სხვა საჩივრების მიღება და საქმის გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში_

2. სასამართლოში გამოცხადებულ პირებს ეცნობებათ განხილვის დღე ხელმოწერით და იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ჩაბარდათ საჩივრის ასლი. აღნიშნული ხელწერილი დაერთვის საქმეს საჩივრის შემდეგ. სხვა პირებს სააპელაციო, საკასაციო და კერძო სააპელაციო საჩივრის ასლები გაეგზავნებათ მოსამართლისა და თანაშემწის მიერ ხელმოწერილი მომართვით. მომართვის ასლი დაერთვის საქმეს.
3. პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულს სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ასლი გაეგზავნება და განხილვის დღე ეცნობება იმ დაწესებულებაში, სადაც იგი იმყოფება. მსჯავრდებულს ასლი ჩაბარდება ხელწერილის ჩამორთმევით. სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში საქმის გაგზავნამდე აპელანტს (კასატორს), მისივე მოთხოვნით, უნდა გადაეცეს საჩივრის შესაგებლის ასლი

[https://legali.ge/law/114292/muxli-98/](https://legali.ge/law/114292/muxli-98/)

---

## მუხლი 100. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სტატისტიკურ ბარათებზე უნდა გაკეთდეს აღნიშვნა საქმის ზემდგომ ინსტანციაში გაგზავნის შესახებ და დამაგრდეს მომართვის ასლი (მომართვის ასლი შეიძლება ინახებოდ

_თავი XVI — სააპელაციო, საკასაციო და სხვა საჩივრების მიღება და საქმის გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში_



[https://legali.ge/law/114292/muxli-100/](https://legali.ge/law/114292/muxli-100/)

---

## მუხლი 101. 1. თუ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაიწერა საჩივარი და მოსამართლემ გააუქმა თავისივე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაშინ საქმეს ახალი სარეგისტრაციო ნომერი არ მიეცემა, თუმცა აუცილებლად აღინიშნება სტატისტიკ

_თავი XVI — სააპელაციო, საკასაციო და სხვა საჩივრების მიღება და საქმის გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში_

2. თუ მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაიწერა სააპელაციო (საკასაციო) საჩივარი, საქმე გადაიგზავნება ზემდგომ სასამართლოში. თუ გადაწყვეტილება გაუქმდა, საქმეს მიეცემა ახალი ნომერი და შეივსება ახალი სტატისტიკური ბარათი

[https://legali.ge/law/114292/muxli-101/](https://legali.ge/law/114292/muxli-101/)

---

## მუხლი 104. 1. სასამართლოს განაჩენების, გადაწყვეტილებების, განჩინებებისა და დადგენილებების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროში უნდა გაიგზავნოს სააპელაციო, საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილების ასლებიც

[https://legali.ge/law/114292/muxli-104/](https://legali.ge/law/114292/muxli-104/)

---

## მუხლი 107. 1. სასამართლოს კანცელარიის სისხლის სამართლის საქმეთა სპეციალისტს თითოეულ მსჯავრდებულზე სტატისტიკურ ბარათში შეაქვს საქმის განხილვის შედეგები. საქმის განხილვის შესახებ აღნიშვნა უნდა გაკეთდეს ჟურნალში სა

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი თითოეულ მსჯავრდებულზე ავსებს ცნობას ნასამართლობის შესახებ, რაც იგზავნება შსს ინფორმატიზაციის სამმართველოში ( ფორმა №6)

[https://legali.ge/law/114292/muxli-107/](https://legali.ge/law/114292/muxli-107/)

---

## მუხლი 108. 1. პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულზე განაჩენის ასლი 2 ცალად იგზავნება იმ დაწესებულების უფროსთან, სადაც იგი იმყოფება. განაჩენის ასლები უნდა გაიგზავნოს იმდენ პირზე, რამდენი მსჯავრდებულიც იმყოფება წინასწარ 

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. მსჯავრდებულს განაჩენი ბარდება ხელწერილის ჩამორთმევით. ხელწერილი უბრუნდება სასამართლოს და დაერთვის საქმეს.
3. განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულზე განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.
4. გასაჩივრების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა უნდა გადაიგზავნოს განკარგულება განაჩენის აღსრულების შესახებ

[https://legali.ge/law/114292/muxli-108/](https://legali.ge/law/114292/muxli-108/)

---

## მუხლი 109. 1. თუ მსჯავრდებული არ იმყოფება პატიმრობაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა, განაჩენის ასლი 2 ცალად უნდა გადაეგზავნოს შესაბამის სასჯელის აღმასრულებელ ორგანოს მსჯავრდებულის საცხ

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. განაჩენის ასლებთან ერთად უნდა გაიგზავნოს განკარგულება განაჩენის აღსრულების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დრო

[https://legali.ge/law/114292/muxli-109/](https://legali.ge/law/114292/muxli-109/)

---

## მუხლი 111. 1. თუ მსჯავრდებული დაპატიმრებულ უნდა იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში, განაჩენის ან განჩინების ასლი წინასწარი პატიმრობის ადგილის უფროსის სახელზე თანდართული წერილით ხელწერილქვეშ ჩაბარდება ბადრაგის უფ

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვისთანავე განაჩენის ასლის მომზადება შეუძლებელია, დაიშვება განაჩენის ასლის შეცვლა თითოეულ მსჯავრდებულზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ამონაწერით. განაჩენის ასლი უნდა გამზადდეს და გადაიგზავნოს არა უგვიანეს მომდევნო დღისა

[https://legali.ge/law/114292/muxli-111/](https://legali.ge/law/114292/muxli-111/)

---

## მუხლი 112. 1. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს ჯარიმა, ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და კანცელარიის მიერ აღსასრულებლად გადაიგზავნება სააღსრულებო ბიუროში

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. შესრულებული სააღსრულებო ფურცელი აღნიშვნით, რომ თანხა დაფარულია, უნდა დაერთოს საქმეს. სააღსრულებო ფურცლის მიუღებლობის შემთხვევაში კანცელარიის გამგე (სპეციალისტი) ვალდებულია შეხსენება მისწეროს სააღსრულებო ბიუროს.
3. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, განაჩენის ასლი უნდა გადაიგზავნოს მისი სამსახურის ადგილზე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღისა და იმ ფაქტის მითითებით, რომ სასჯელის ვადა გამოიანგარიშება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
4. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, განაჩენის ასლი უნდა გადაიგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში.
5. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს გამასწორებელი სამუშაოები, განაჩენის ასლი ორ ცალად უნდა გადაიგზავნოს გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების გამგებელ ორგანოში განაჩენის აღსრულების განკარგულებით. განაჩენის ასლის მიღების შესახებ სასჯელის აღმასრულებელი ორგანოდან მოსული შეტყობინება უნდა დაერთოს საქმეს. განაჩენის ასლი ცნობისათვის უნდა გადაიგზავნოს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.
6. თუ მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურეა და სასჯელის ზომად შეფარდებული აქვს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება, განაჩენის ასლი უნდა გადაიგზავნოს სამხედრო ნაწილში განაჩენის აღსრულების განკარგულებით. განაჩენის ასლის მიღების შესახებ სამხედრო ნაწილიდან მოსული შეტყობინება უნდა დაერთოს საქმეს.
7. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს თავისუფლების შეზღუდვა, დამოწმებული გადაწყვეტილების ასლი, აღსრულების განკარგულებით იგზავნება სპეციალურ დაწესებულებაში, მისდამი ზედამხედველობის განხორცილებით. განაჩენის ასლი მიღების შესახებ შეტყობინება უნდა დაერთოს საქმეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-112/](https://legali.ge/law/114292/muxli-112/)

---

## მუხლი 113. 1. სისხლის სამართლის საქმეთა საპეციალისტი ვალდებულია მსჯავრდებულ წვევამდელთა მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი 7 დღეში აცნობოს რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარიატს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ად

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. ცნობას ხელს უნდა აწერდეს სასამართლოს თავმჯდომარე (მოსამართლე) და კანცელარიის გამგე (სპეციალისტი), რაც შემდგომ უნდა დამოწმდეს გერბიანი ბეჭდით

[https://legali.ge/law/114292/muxli-113/](https://legali.ge/law/114292/muxli-113/)

---

## მუხლი 114. 1. სასამართლოს გადაწყვეტილებათა ასლები:

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

ა) სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის;
ბ) ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;
გ) თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან პირობით გათავისუფლების შესახებ საქმეთა გამო ეგზავნება შესაბამის სასჯელაღსრულების ორგანოს უფროსს განაჩენის აღსრულების ადგილზე, აგრეთვე ეგზავნება იმ სასამართლოს ცნობისათვის, რომელმაც დაადგინა განაჩენი. არასრულწლოვანთა საქმეებზე კი, გარდა ამისა – არასრულწლვანთა საქმეების კომისიას მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შეცვლის საქმეებზე განჩინების ასლი უნდა გადაეგზავნოს შესაბამისად ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას, ან შინაგან საქმეთა ორგანოებს.
3. სასამართლოს განჩინების ასლი განაჩენის აღსრულების გადადების საკითხებთან დაკავშირებით უნდა გადაეგზავნოს განაჩენის გამომტან სასამართლოს ცნობისათვის. თუ განაჩენი გამოტანილია იმავე რაიონის სასამართლოს მიერ, რომელიც იხილავს განაჩენის აღსრულების გადადების საკითხს, მაშინ აღნიშნული მასალები მიეთვისება სისხლის სამართლის საქმეს, რის შესახებაც აღნიშვნა გაკეთდება ,,განაჩენის აღსრულების გადადების რეგისტრაციის ჟურნალში“

[https://legali.ge/law/114292/muxli-114/](https://legali.ge/law/114292/muxli-114/)

---

## მუხლი 115. 1. სასჯელის მოხდის ადგილზე მყოფ პირთა მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლოს განჩინებისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის აქტის ასლები, დამოწმებული მოსამართლის

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. ყველა სხვა შემთხვევაში ზემოაღნიშნული დოკუმენტები აღსრულებისათვის უნდა გაეგზავნოთ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებს ან იმ დაწესებულებას, სადაც ექსპერტიზის შემდეგ იმყოფება ავადმყოფი

[https://legali.ge/law/114292/muxli-115/](https://legali.ge/law/114292/muxli-115/)

---

## მუხლი 118. თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია განჩინება ისეთ პირზე ძებნის გამოცხადების შესახებ, რომელიც სასამართლოს ემალება განაჩენის დადგენის შემდეგ ან მსჯავრდებულია დაუსწრებლად, საქმე არქივში უნდა ჩაბარდ

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_



[https://legali.ge/law/114292/muxli-118/](https://legali.ge/law/114292/muxli-118/)

---

## მუხლი 121. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორც საქართველოს სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის. უცხო სახელმწიფოს სასამა

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_



[https://legali.ge/law/114292/muxli-121/](https://legali.ge/law/114292/muxli-121/)

---

## მუხლი 123. 1. კანცელარიის გამგე (სპეციალისტი) საქმის განხილვის შედეგს გაატარებს სტატისტიკურ ბარათში. ბარათში უნდა აღინიშნოს: საქმის გადადება, შეჩერება, იყო თუ არა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გასაჩივრდ

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. საქმის ჩაბარების შესახებ აღნიშვნა უნდა გაკეთდეს ჟურნალში, საქმის განხილვის დღის, შედეგისა და ჩაბარების დროის აღნიშვნით

[https://legali.ge/law/114292/muxli-123/](https://legali.ge/law/114292/muxli-123/)

---

## მუხლი 124. 1. სააღსრულებო ფურცლები უნდა ამოიწეროს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაინტერესებული პირის (კრედიტორის) მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. იმ საქმეებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება გადაწყვეტილების დადგენის დღესვე.
3. სააღსრულებო ფურცლები უნდა შეივსოს გარკვევით, შესწორება და წაშლა არ დაიშვება. სააღსრულებო ფურცელში შეტანილ უნდა იქნეს ცნობები ანგარიშსწორების ანგარიშის შესახებ იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც არსებობს საქმის მასალებში.
4. კრედიტორს, განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლები მიეცემა საცნობარო ფურცელზე (განცხადებაზე) ხელმოწერით.
5. თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ ამოიწერება და აღსასრულებლად გაიცემა რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ადგილისა და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.
6. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლომ, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, უნდა გასცეს დუბლიკატი

[https://legali.ge/law/114292/muxli-124/](https://legali.ge/law/114292/muxli-124/)

---

## მუხლი 125. 1. კანცელარია ვალდებულია კონტროლი გაუწიოს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას მხარისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სასამართლო ხარჯების გადახდევინების ნაწილში

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. სააღსრულებო ფურცლები იგზავნება კანცელარიის მიერ სააღსრულებო წარმოების რეგისტრაციის ჟურნალში გატარების შემდეგ

[https://legali.ge/law/114292/muxli-125/](https://legali.ge/law/114292/muxli-125/)

---

## მუხლი 126. 1. ცალკე არ აღირიცხება დამატებითი და განმარტებითი გადაწყვეტილებები. ისინი დაერთვის ძირითად სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეს (არ იგულისხმება შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალი)

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2 სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეს დაერთვის მასალები გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, აღსრულების საშუალებებისა და წესის შეცვლის შესახებ

[https://legali.ge/law/114292/muxli-126/](https://legali.ge/law/114292/muxli-126/)

---

## მუხლი 127. 1. მოსამართლის დადგენილება უნდა გადაეგზავნოს დამრღვევის სამუშაო, სასწავლებლის, საცხოვრებელ ადგილის ადმინისტრაციას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო:

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

ა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი დატაცება (საქ. ასკ 50);
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლადმოლაპარაკე სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს საქართველოს შს სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის უკანონო გამოყენება (საქ. ასკ 120-ე მუხლის I ნაწილი);
გ) ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ხაზზე გაშვება ან ასეთი საშუალების ექსპლუატაციის სხვა წესების დარღვევა (საქ. ასკ 133 მუხლი);
დ) მეწარმე სუბიექტის მიერ ვაჭრობის წესების დარღვევა (საქ. ასკ 153 მუხლი);
ე) წვრილმანი ხულიგნობა (საქ. ასკ 166 მუხლი).
2. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი დატაცების შემთხვევაში დადგენილების ასლი უნდა გადაეგზავნოს ასევე იმ შს ორგანოს, რომელმაც სასამართლოში გაგზავნა ოქმი წვრილმანი დატაცების შესახებ.
3. დადგენილების ასლი სამ დღეში უნდა ჩაბარდეს ან გადაეგზავნოს იმ პირს, რომლის მიმართაც იგი არის გამოტანილი, აგრეთვე დაზარალებულს – მისი განცხადების საფუძველზე.
4. დადგენილების ასლი მიმღებს ჩაბარდება ხელწერილით. გაგზავნის შემთხვევაში საქმეში ჩაეკერება მიმართვის ასლი

[https://legali.ge/law/114292/muxli-127/](https://legali.ge/law/114292/muxli-127/)

---

## მუხლი 128. 1. თუ საქმის განმხილველი მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას წინადადებით მიმართავს შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან თა

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს კანცელარიის გამგე (სპეციალისტი) ვალდებულია შეხსენებები მისწეროს აღნიშნულ პირებს

[https://legali.ge/law/114292/muxli-128/](https://legali.ge/law/114292/muxli-128/)

---

## მუხლი 129. 1. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება ხდება, თუ დამრღვევი დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 15 დღეში არ გადაიხდის დაკისრებულ თანხას

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებს არა აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ჯარიმა გადახდებათ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.
3. ჯარიმა დამრღვევმა უნდა შეიტანოს შემნახველი ბანკის დაწესებულებაში, ქვითარი უნდა დაერთოს საქმეს.
4. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილება დაჯარიმების შესახებ გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში დაჯარიმებული პირის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, პენსიიდან ან სტიპენდიიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითავად.
5. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს, მაშინ დადგენილების ასლი უნდა გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს ამ პირის პირად ქონებაზე, აგრეთვე საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევისათვის.
6. დადგენილება ჯარიმის შესახებ, რომლითაც ჯარიმა მთლიანად გადახდილია, აღსრულების აღნიშვნით დაუბრუნდება სასამართლოს და დაერთვის საქმეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-129/](https://legali.ge/law/114292/muxli-129/)

---

## მუხლი 130. 1. დადგენილების ასლი გამასწორებელი სამუშაოების შეფარდების შესახებ აღსასრულებლად გადაიგზავნება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს მეორე დღისა დამრღვევის მუდმივ სამუშაო ადგილას და სასჯელის აღსრულების ორგანოშ

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. შეტყობინება დადგენილების მიღებისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დაერთოს საქმეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-130/](https://legali.ge/law/114292/muxli-130/)

---

## მუხლი 131. 1. თუ დადგენილია იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს წარმოადგენდა, დადგენილების ასლი უნდა გადაიგზავნოს სააღსრულებო ბიუროში

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. საგნის კონფისკაციის შესახებ დადგენილების ასლი აღსრულების აღნიშვნით დაუბრუნდება სასამართლოს და დაერთვის საქმეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-131/](https://legali.ge/law/114292/muxli-131/)

---

## მუხლი 135. 1. დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს

_თავი XVII — სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა_

2. დამრღვევმა ზარალი უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევმა დადგენილ ვადაში არ აანაზღაურა ზარალი, დადგენილების ასლი უნდა გადაიგზავნოს სააღსრულებო ბიუროში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების წესით

[https://legali.ge/law/114292/muxli-135/](https://legali.ge/law/114292/muxli-135/)

---

## მუხლი 139. 1. ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთები სამოქალაქო საქმეზე, რაც წარმოდგენილია მხარეთა მიერ ან გამოთხოვნილია სასამართლოს მიერ, უნდა ინახებოდეს საქმეში ან საგანგებო აღწერის სიით ჩაბარდეს სასამართლოს ნივთიერ

_თავი XVIII — ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის წესი_

2. ნივთები, რომელთა სასამართლოში მიტანა შეუძლებელია, ადგილზე ინახება. უნდა მოხდეს მათი დაწვრილებითი აღწერა, საჭიროების შემთხვევაში – ფოტოგრაფირება

[https://legali.ge/law/114292/muxli-139/](https://legali.ge/law/114292/muxli-139/)

---

## მუხლი 141. კანცელარიის გამგე ადგენს იმ ნივთიერი მტკიცებულების განადგურების აქტს, რომელიც განაჩენის მიხედვით ექვემდებარება განადგურებას და შეიძლება განადგურდეს სასამართლოში. აღნიშნულ აქტს ხელი უნდა მოაწერონ საქმი

_თავი XVIII — ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის წესი_



[https://legali.ge/law/114292/muxli-141/](https://legali.ge/law/114292/muxli-141/)

---

## მუხლი 143. 1. თუ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან ტუსაღობა, მაშინ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ერთვის საქმეს, გადაიგზავნება სასჯელის აღსრულების დაწესებულე

_თავი XVIII — ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის წესი_

2. თუ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად შეფარდებული აქვს გამასწორებელი სამუშაო, მაშინ მისი პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომელიც ერთვის საქმეს, გადაიგზავნება შესაბამის შს ორგანოში.
3. თუ მსჯავრდებულს განაჩენით შეფარდებული აქვს მართვის უფლების ჩამორთმევა, მაშინ მართვის მოწმობა და ა/მანქანის ტექნიკური პასპორტი განაჩენის ასლთან ერთად იგზავნება შესაბამის ავტოინსპექციაში.
4. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს თავისუფლების შეზღუდვა, მაშინ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გადაიგზავნოს სპეციალურ დაწესებულებაში – გამასწორებელ ცენტრში

[https://legali.ge/law/114292/muxli-143/](https://legali.ge/law/114292/muxli-143/)

---

## მუხლი 144. 1. ნარკოტიკულ ნივთიერებათა განადგურების შესახებ განაჩენის ასლი უნდა გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმატიზაციის სამმართველოს

_თავი XVIII — ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის წესი_

2. ნარკოტიკების განადგურების შესახებ მოსული შეტყობინება უნდა დაერთოს საქმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმატიზაციის სამმართველოდან ნარკოტიკების განადგურების თაობაზე შემოსულ შეტყობინების კონტროლს ახორციელებს კანცელარია

[https://legali.ge/law/114292/muxli-144/](https://legali.ge/law/114292/muxli-144/)

---

## მუხლი 145. 1. ნივთიერ მტკიცებულებათა აღრიცხვის ჟურნალში უნდა აღინიშნოს, თუ როდის იქნა დადგენილი და როდის აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული ნივთმტკიცების შესახებ

_თავი XVIII — ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის წესი_

2. ჟურნალში უნდა მიეთითოს იმ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ნივთმტკიცება არის განადგურებული (ჩაბარებული, რეალიზებული).
თავი XIX
სასამართლო საქმეების გაცნობისა და სასამართლო საბუთების გაცემის წეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-145/](https://legali.ge/law/114292/muxli-145/)

---

## მუხლი 146. სასამართლოს შენობაში საქმის გაცნობა ხდება სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის ნებართვით:

_თავი XIX — სასამართლო საქმეების გაცნობისა და სასამართლო საბუთების გაცემის წესი_

ა) ბრალდებულებსა და დაზარალებულებზე, მხარეებზე, მესამე პირებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისას;
ბ) ადვოკატებზე, რომლებიც საქმის გამო მონაწილეობენ პირველ ან ზემდგომ ინსტანციებში, აგრეთვე ადვოკატებზე, რომლებიც ეცნობიან დამთავრებულ საქმეებს – ორდერის წარმოდგენისას

[https://legali.ge/law/114292/muxli-146/](https://legali.ge/law/114292/muxli-146/)

---

## მუხლი 147. 1. სასამართლო პროცესის მონაწილის შუამდგომლობით და მისივე ხარჯებით დასაშვებია საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის ან დოკუმენტთა ნაწილის ასლების გადაღება

_თავი XIX — სასამართლო საქმეების გაცნობისა და სასამართლო საბუთების გაცემის წესი_

2. სასამართლო პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებას, ფონო-, ფოტო-, კინო- და აუდიო დოკუმენტებს.
3. ბრალდებულს უფლება აქვს გაეცნოს საქმეს დამცველთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხოლო დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩლესა და სამოქალაქო მოპასუხეს – თავიანთ წარმომადგენლებთან ერთად.
4. საქმე გასაცნობად გადაეცემა აკინძული სახით. საქმის ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. საქმის გასაცნობად მხარეს უნდა გამოეყოს დღე-ღამეში სულ ცოტა 6 და სულ ბევრი 8 საათისა

[https://legali.ge/law/114292/muxli-147/](https://legali.ge/law/114292/muxli-147/)

---

## მუხლი 148. 1. ფოსტის მეშვეობით ან დამტარებლის ხელით სასამართლო საქმეები იგზავნება სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით ზემდგომი სასამართლოებისა და იმ ორგანოების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელთაც მინიჭე

_თავი XIX — სასამართლო საქმეების გაცნობისა და სასამართლო საბუთების გაცემის წესი_

2. სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათში უნდა აღინიშნოს, ვის, როდის და რის საფუძველზე გაეგზავნა საქმე და როდის დაბრუნდა საქმე სასამართლოში. მომართვის ასლი საქმის დაბრუნებამდე უნდა დამაგრდეს სტატისტიკურ ბარათზე ან ინახებოდეს ამ საქმეზე არსებულ სხვა მიმოწერების ასლებთან ერთად. საქმის დაბრუნების შემდეგ კი უნდა მიეთვისოს საქმეს

[https://legali.ge/law/114292/muxli-148/](https://legali.ge/law/114292/muxli-148/)

---

## მუხლი 150. 1. სასამართლო საქმეებიდან ცალკეული დოკუმენტების, ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და საქმეთა გამო წერილობითი ცნობების გაცემა სასამართლოს კანცელარიისა და სპეციალისტის მიერ ბრალდებულებისათვის, მსჯავ

_თავი XIX — სასამართლო საქმეების გაცნობისა და სასამართლო საბუთების გაცემის წესი_

2. თუ მხარეებს დაუბრუნდათ მათ მიერ საქმეზე წარმოდგენილი საბუთის დედანი, საქმეში (თუ ეს აუცილებელია) უნდა დარჩეს მოსამართლის ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ასლი.
3. სასამართლოს მიერ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა გამო გასაცემი განაჩენების, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ასლები დამოწმებულ უნდა იქნეს თავმჯდომარისა (მოსამართლის) და კანცელარიის გამგის (მოსამართლის თანაშემწის) ხელმოწერით და სასამართლოს ბეჭდით.
თავი XX
სასამართლოს არქივ

[https://legali.ge/law/114292/muxli-150/](https://legali.ge/law/114292/muxli-150/)

---

## მუხლი 151. 1. დამთავრებული სასამართლო საქმეები, განრიგები, სააღრიცხვო ჟურნალები, კარტოთეკები და სხვა მასალები ბარდება სასამართლოს არქივს მომდევნო წლის პირველი თვის განმავლობაში

_თავი XX — სასამართლოს არქივი_

2. სასამართლო არქივში მასალებისა და საქმეების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ აღწერილობის მიხედვით. აღწერილობა დგება 2 ეგზემპლარად. ერთი გადაეცემა სპეციალისტს, მეორე რჩება კანცელარიაში სიაში მითითებული საქმეების ჩაბარებაზე სპეციალისტის ხელმოწერით

[https://legali.ge/law/114292/muxli-151/](https://legali.ge/law/114292/muxli-151/)

---

## მუხლი 152. 1. სასამართლო არქივში საქმეებისა და სხვა მასალების აღრიცხვასა და შენახვას აწარმოებს სასამართლოს სპეციალისტი ან კანცელარიის გამგე. აღწერილობას ხელს აწერენ სასამართლოს თავმჯდომარე და სპეციალისტი ან კანც

_თავი XX — სასამართლოს არქივი_

2. სასამართლოს არქივში ჩასაბარებელ სასამართლო საქმეებში უნდა ჩაკერდეს და დაინომროს მასზე დართული ყველა საბუთი, დამთავრდეს საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის აღწერილობა, რის შემდეგ საქმის ფურცლების საერთო რაოდენობა უნდა დამოწმდეს სასამართლო კანცელარიის გამგის ხელმოწერით.
3. არქივში სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების გადაცემა ხდება სასამართლოს თავმჯდომარის ან საქმის განმხილველი მოსამართლის რეზოლუციით.
4. არქივში სასამართლოს საქმეები ინახება წლებისა და ნომრების მიხედვით.
თავი XXI
საქმეთა მიღება და გადაბარებ

[https://legali.ge/law/114292/muxli-152/](https://legali.ge/law/114292/muxli-152/)

---

## მუხლი 153. 1. საქმეთა მიღება და ჩაბარება კანცელარიის გამგის შეცვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარის ან საერთო განყოფილების უფროსის თანდასწრებით

_თავი XXI — საქმეთა მიღება და გადაბარება_

2. საქმეთა მიღება და ჩაბარება უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-გადაბარების აქტში უნდა აისახოს:
ა) საქმის წარმოების საერთო დახასიათება, მოცემულ სასამართლოში აღრიცხვის, ანგარიშგებისა და არქივის მდგომარეობა;
ბ) სასამართლოს წარმოებაში არსებული კარტოთეკების, ჟურნალების, წიგნების, განრიგების დასახელება;
გ) თითოეული კარტოთეკის, ჟურნალის, წიგნის და განრიგის დანომრილი ფურცლების რაოდენობა;
დ) შეუსრულებელი მასალები და განუხილველი საქმეები;
ე) სასამართლოს არქივის ყველა მასალა, არქივში შენახული სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეთა რაოდენობა;
ვ) ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებისა და მათი ფაქტობრივი ოდენობის შესაბამისობა.
3. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს 2 ცალად, რომელსაც ხელს აწერენ გადაბარების მონაწილე პირები.
თავი XXII
სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმებ

[https://legali.ge/law/114292/muxli-153/](https://legali.ge/law/114292/muxli-153/)

---

## მუხლი 154. 1. როგორც წესი, დოკუმენტი უნდა გაფორმდეს ბლანკზე, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს. მას უნდა ჰქონდეს აუცილებელი რეკვიზიტების კომპლექსი და მათი განლაგების სტაბილური წესი. დოკუმენტების მომზადები

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_

2. თუ დოკუმენტი არაა ბლანკზე გაფორმებული, მაშინ მარცხენა ზედა კუთხეში დაესმის შტამპი.
3. დოკუმენტების აუცილებელი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების დასახელება;
ბ) დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების კოდი;
გ) დოკუმენტის სახეობის ან დოკუმენტის უნიფიცირებული ფორმის (მათ შორის სათაურის) სახელწოდება;
დ) ტექსტის სათაური;
ე) დოკუმენტის სათაურის კოდი;
ვ) დოკუმენტის თარიღი, ინდექსი, ვიზები და ხელმოწერა;
ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მის საქმეში მოთავსების შესახებ

[https://legali.ge/law/114292/muxli-154/](https://legali.ge/law/114292/muxli-154/)

---

## მუხლი 155. 1. ხელმოწერის, რეზოლუციისა და ტექსტში მოცემული თარიღები ფორმდება ციფრობრივი წესით. თარიღის ელემენტები აღინიშნება ერთ სტრიქონში არაბული ციფრებით შემდეგი თანამიმდევრობით: თვის რიცხვი, თვე, წელი

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_

2. შესაქმნელი და მისაღები დოკუმენტების ინდექსი შედგება რიგითი ნომრისგან დოკუმენტების სარეგისტრაციო მასივის ფარგლებში, რომლებსაც ემატება ინდექსი საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით.
3. მითითება შემოსული დოკუმენტის თარიღსა და ინდექსზე შეიცავს იმ დოკუმენტის თარიღსა და ინდექსს, რომელზეც გაიცემა პასუხი.
4. თუ დოკუმენტი გაფორმებულია ბლანკზე ან მას დასმული აქვს შტამპი, მაშინ დოკუმენტის ხელმომწერი პირის თანამდებობის სრული დასახელება საჭირო არ არის.
5. თუ დოკუმენტს ხელს აწერს თანამდებობის რამდენიმე პირი, მათი ხელმოწერები განლაგდება ერთი მეორის ქვეშ დაკავებული თანამდებობის მიხედვით.
6. დოკუმენტების ყველა ეგზემპლარი, რომლებიც რჩება დაწესებულების საქმეებში, უნდა შეიცავდეს თანამდებობის პირთა ნამდვილ ხელმოწერებს.
7. თუ თანამდებობის პირი, რომლის ხელმოწერა მომზადებულია დოკუმენტის პროექტზე, არ არის ადგილზე, დოკუმენტს ხელს აწერს პირი, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას ან მისი მოადგილე. ამასთან აუცილებლად აღინიშნება დოკუმენტის ხელმომწერი პირის ფაქტობრივი თანამდებობა და გვარი (შესწორებები შეიძლება შეტანილ იქნეს მელნით ან მანქანური წესით მაგალითად:,,მოვალეობის შემსრულებელი“, ,,მოადგილე“). დოკუმენტზე ხელმოწერისას დაუშვებელია სიტყვის ,,მაგიერ“ გამოყენება ან ირიბი ხაზის ჩამოსმა

[https://legali.ge/law/114292/muxli-155/](https://legali.ge/law/114292/muxli-155/)

---

## მუხლი 156. დოკუმენტის დამატებითი რეკვიზიტებია: რეზოლუცია; ბეჭედი; აღნიშვნა დანართის არსებობის შესახებ; სახელმწიფო გერბი; ადრესატი; კავშირგაბმულობის კვანძის ინდექსი, საფოსტო და სატელეგრაფო მისამართი; ელექტრონული 

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_



[https://legali.ge/law/114292/muxli-156/](https://legali.ge/law/114292/muxli-156/)

---

## მუხლი 158. 1. დოკუმენტის ასლის დამოწმება ხორციელდება მისთვის იურიდიული ძალის მისაცემად

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_

2. სასამართლოს შეუძლია დაამოწმოს მხოლოდ იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც მის მიერაა შექმნილი.
3. ხელნაწერი და მანქანაზე ბეჭდვის წესით ასლის მომზადებისას დოკუმენტის ტექსტი გადაიბეჭდება მთლიანად ბლანკის ელემენტების ჩათვლით. ასლი დამოწმებულ უნდა იქნეს კომპეტენტური პირის მიერ, რომელიც ადასტურებს მის სრულ შესაბამისობას დედანთან.
4. გასული დოკუმენტების ასლებზე, რომლებიც საქმეში თავსდება, აუცილებელი არ არის მიეთითოს დამოწმების თარიღი და ასლის დამმოწმებელი პირის თანამდებობა

[https://legali.ge/law/114292/muxli-158/](https://legali.ge/law/114292/muxli-158/)

---

## მუხლი 159. 1. დოკუმენტის ასლის სხვა დაწესებულებაში გადაგზავნის ან ხელზე გადაცემის დროს დამამოწმებელი ხელმოწერა დასტურდება ბეჭდით. ბეჭდის ანაბეჭდი ისე უნდა დაისვას, რომ ტვიფრმა მოიცვას დოკუმენტზე ხელმომწერი პირის

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_

2. ბეჭდის შენახვის ადგილს და შენახვისათვის პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს სასამართლოს თავმჯდომარე.
3. გერბიანი ბეჭედი დაესმება:
ა) სასამართლო გადაწყვეტილებებს;
ბ) სააღსრულებო ფურცლებს;
გ) მინდობილობებს;
დ) ცნობებს;
ვ) დეპეშებს

[https://legali.ge/law/114292/muxli-159/](https://legali.ge/law/114292/muxli-159/)

---

## მუხლი 160. 1. თუ დოკუმენტს ახლავს რამდენიმე დანართი, მათზე დაისმება რიგითი ნომრები და ნიშანი №-ის გარეშე

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_

2. თუ დოკუმენტს აქვს დანართები, რომლებიც ტექსტში არ არის მოხსენიებული, ტექსტის შემდეგ საჭიროა მათი დადასტურების ჩამოთვლა თითოეულ დანართში ფურცლებისა და ეგზემპლარების რაოდენობის აღნიშვნით,
3. თუ დოკუმენტს აქვს დანართები, რომელთა სრული დასახელება ასახულია ტექსტში, აღნიშვნა დანართის არსებობის შესახებ ფორმდება შემდეგნაირად – მიეთითება ფურცელთა და ეგზემპლართა რაოდენობა.
4. თუ დანართები აკინძულია, ფურცლების რაოდენობა არ მიეთითება

[https://legali.ge/law/114292/muxli-160/](https://legali.ge/law/114292/muxli-160/)

---

## მუხლი 161. დოკუმენტებზე ადრესატის მითითების შემთხვევაში საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_

ა) თუ დოკუმენტი ეგზავნება ორგანიზაციას, უწყებას, დაწესებულებას, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ან კონკრეტულ თანამდებობის პირს, მაშინ ორგანიზაციის, უწყების, დაწესებულების სახელწოდება ნაჩვენები უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში;
ბ) თანამდებობის პირისთვის დოკუმენტის გაგზავნის შემთხვევაში ორგანიზაციის, უწყების, დაწესებულების დასახელება უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში, ხოლო თანამდებობა და ადრესატის გვარი – მიცემით ბრუნვაში;
გ) საფოსტო მისამართი მითითებული უნდა იყოს სრულად: ქვეყანა, რაიონი, ქალაქი, ქუჩა, სახლის ნომერი, ბინის ნომერი

[https://legali.ge/law/114292/muxli-161/](https://legali.ge/law/114292/muxli-161/)

---

## მუხლი 162. სადეპეშო მიმოწერა დაიშვება მხოლოდ სასწრაფო საკითხების გამო. დეპეშის შედგენა ხდება შემდეგი წესების დაცვით:

_თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება_

ა) დეპეშის ტექსტი უნდა იყოს მოკლე და კომპაქტური;
ბ) დეპეშაში არ დაიშვება სიტყვების შესწორება და გადაკეთება;
გ) დეპეშა იბეჭდება 2 ეგზემპლარად;
დ) მისამართის წინ მითითებული უნდა იყოს დეპეშის კატეგორია;
ე) დეპეშის ტექსტის შემდეგ შემოკლებით უნდა იყოს მითითებული თანამდებობა, აგრეთვე დეპეშაზე ხემომწერის გვარი, ხოლო ხაზის ქვეშ შემოკლების გარეშე დაიწერება ხელმომწერი პირის გვარი და თანამდებობა, სასამართლოს მისამართი და დეპეშის გაგზავნის თარიღი

[https://legali.ge/law/114292/muxli-162/](https://legali.ge/law/114292/muxli-162/)

---

## მუხლი 165. სასამართლოში იწარმოება შემდეგი განრიგები:

_თავი XXIII — ჩამონათვალი იმ განრიგებისა, რომლებიც წარმოებს სასამართლოებში_

№1. პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონები და სხვა ნორმატიული აქტები საერთო სასამართლოების შესახებ.
№2. იუსტიციის საბჭოს წერილები და მათთან დაკავშირებული მიმოწერა.
№3. სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების მასალები.
№4. სასამართლოსა და კანცელარიის მუშაობის შემოწმების აქტები, მოხსენებითი ბარათები, ოქმები და სხვა მასალები.
№5. სასამართლოს სტატისტიკური ანგარიშები და მათთან დაკავშირებული მიმოწერა.
№6. კერძო განჩინებების ასლები და მოწერა მათი აღსრულების შესახებ.
№7. დამატებითი გამოძიების ჩასატერებლად და ქვემდებარეობით საქმეთა გაგზავნის გამო განჩინებათა (დადგენილებათა) ასლები.
№8. შეკვეთილი ბანდეროლების (წერილების) ნუსხები და ფოსტით გაგზავნილი კორესპონდენციების ნუსხები.
№9. სასამართლოს ორგანიზაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიმოწერა.
№10. მოსამართლის დადგენილებები (განჩინებები) დაზარალებულის განცხადების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
№1. მოსამართლის განჩინებები სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
№12. სხვა სასამართლოებიდან შემოსული დავალებები.
№13. სასამართლოს არქივში ჩაბარებულ საქმეთა აღწერილობანი.
თავი XXIV
პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვი

[https://legali.ge/law/114292/muxli-165/](https://legali.ge/law/114292/muxli-165/)
