2. თუ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად შეფარდებული აქვს გამასწორებელი სამუშაო, მაშინ მისი პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომელიც ერთვის საქმეს, გადაიგზავნება შესაბამის შს ორგანოში.
3. თუ მსჯავრდებულს განაჩენით შეფარდებული აქვს მართვის უფლების ჩამორთმევა, მაშინ მართვის მოწმობა და ა/მანქანის ტექნიკური პასპორტი განაჩენის ასლთან ერთად იგზავნება შესაბამის ავტოინსპექციაში.
4. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს თავისუფლების შეზღუდვა, მაშინ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გადაიგზავნოს სპეციალურ დაწესებულებაში – გამასწორებელ ცენტრში