,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.10.003.000.192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 28/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2005 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის  25 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №11 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესში (სსმ III, 2005 წ., №10, მუხლი 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საბჭოს სხდომა

1. საბჭო დავას იხილავს საჩივრის მიღებიდან 15 დღეში თავის სხდომაზე.

2. სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი.

3. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარი.

4. სხდომის რეგლამენტს განსაზღვრავს საბჭო.

5. საბჭოში დავის განხილვა ხდება მომჩივანის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივანის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა განიხილება მის გარეშე.

6. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროებისას საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები ან/და შესაგებლის ან ,,საგადასახადო მოთხოვნის” გამგზავნი საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი.

7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომის დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ზ. ნოღაიდელი