⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.04.2012)
გაუქმებულია:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურეობის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, პროგრამის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.12.2010
ძალის დაკარგვა 02.04.2012
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,194 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2010 მიღება
02.04.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურეობის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, პროგრამის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 44 2010 წლის 20 დეკემბერი დ. სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, პროგრამის დამტკიცების თაობაზე  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :      მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამა დანართი № 1-ის შესაბამისად.     მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                 გ.მალანია დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების პროგრამას. 2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციურ და სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურების მიღებაში. 3. პროგრამა ვრცელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებზე, რომელთა საოჯახო შემოსავლების კალათა არ აღემატება ოჯახის თითოეულ წევრზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მინიმალურ თანხას, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ კატეგორიაში, არ აქვთ რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ან სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას.     მუხლი 2🔗. სამედიცინო მომსახურების სახეები 1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები; ბ) სტაციონალური მკურნალობა; გ) მედიკამენტების შეძენა; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან სხვა, ნებისმიერ საავადმყოფოში გადაყვანის ხარჯები.     მუხლი 3🔗. მომსახურების დაფინანსების წესი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარების გაწევასა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრაზე. 2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები. 3. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს გამგებლის მოადგილე. 4. კომისიის სხდომის წევრის სტატუსით ესწრება გამგეობის იმ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, სამედიცინო დახმარების თაობაზე ვისი სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება. 5. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე წარმოდგენილი განცხადების, სამედიცინო ფორმა № 100-ის ან/და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი მომართვის საფუძველზე. 6. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს. ავადმყოფის, მისი ოჯახის წევრების ან სხვა დამხმარე პირის მიერ. 7. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პ/მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი, შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა № 100, შესასრულებელი სამუშაოს კალკულაცია და ანგარიშ-ფაქტურა. 8. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. 9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას, განმცხადებლისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე. 10. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 11. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს. 12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობით შედგენილი მოსაზრება. 13. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს. 14. კომისიის ოქმს თან ერთვის განხილული დოკუმენტაცია, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია. საბოლოო სახით ოქმი თანდართული დოკუმენტაციით ინომრება და იკინძება, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. 15. მუნიციპალიტეტის გამგებელი საბოლოო სახით მიღებულ კომისიის ოქმს, მოხსენებითი ბარათით დაუყოვ ნებლივ წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. მოხსენებით ბარათში აღინიშნება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ დებულებასთან შესაბამისობა. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტიც. 16. გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე. 17. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურების გაწევის ღირებულების ანაზღაურების შესახებ. 18. საგარანტიო წერილში დაფიქსირებული თანხის შესაბამის სამედიცინო მომსახურების შესრულებაზე. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ახდენს მოთხოვნილი თანხების გადარიცხვას.     მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტში განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით. 2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება 500 ლარამდე –  100% დაფინანსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ. 3. 500 ლარიდან 1000 ლარამდე – 70% დაფინანსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ. 4. 1000 ლარიდან 3000 ლარამდე – 65% დაფინანსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ. 5. 3000 ლარიდან და მეტი დაფინანსება განხორციელდეს არა უმეტეს 2000 ლარისა. 6. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100 %-ით დაფინანსება ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 7. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა. 8. მოსარგებლე (ბენეფიციარი) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში. 9. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ. ა) პენსიონრები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის სიით კატეგორიაში;. ბ) მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილებით; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი); დ) მარტოხელა და 100 წელს გადაცილებული მოხუცები; ე) ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ყველა წევრი უმუშევარია და არც ერთ წევრს შემოსავალი არ გააჩნია; ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; ზ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და თან გადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია.     მუხლი 5🔗. მოსალოდნელი შედეგები 1. პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მარალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.