გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.06.2010
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.161.000169
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 01/07/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2010 წლის 17 ივნისი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22
-ე მუხლის 1
-ლი პუნქტით „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოა დ გ ე ნ ს
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 3🔗
საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22
-ე მუხლის მე
-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფეიქრიშვილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება
თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საკრებულოს დებულების რეგულირების სფერო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულოს) დებულება (რეგლამენტი) არის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს სტრუქტურას, საკრებულოს მუშაობის და უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისათვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.
მუხლი 2🔗. საკრებულო
1. საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.
2. საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 19 მაჟორიტარული წესით არჩეული წევრით და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი წევრით.
3
. საკრებულოს არჩევის წესი განისაზღვრება
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
” საქართველოს ორგანული კანონის და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
.
მუხლი 3🔗. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები
.
მუხლი 4🔗. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
ბ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;
გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
დ) საქმიანობის საჯაროობა;
ე) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;
ვ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;
ზ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;
ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;
კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;
ლ) საფინანსო ეკონომიკური დამოუკიდებლობა.
მუხლი 5🔗. საკრებულოს სამუშაო და საქმის წარმოების ენა
საკრებულოს სამუშაო და საქმის წარმოების ენაა – ქართული ენა.
მუხლი 6🔗. გარდაბნის სიმბოლოები
1.გარდაბანს გააჩნია თავისი გერბი, დროშა და სხვა სიმბოლოები, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკული კომისიის თანხმობით ადგენს საკრებულო. აღნიშნული სიმბოლოები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო რეგისტრაციას.
2. სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗. საკრებულოს ადგილსამყოფელი
საკრებულოს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №73.
თავი II. საკრებულოს თანამდებობის პირები
მუხლი 8🔗. საკრებულოს თანამდებობის პირები
საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
ბ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
გ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.
თავი III. საკრებულოს უფლებამოსილება
მუხლი 9🔗. საკრებულოს უფლებამოსილებათა სახეები:
1. საკრებულოს უფლებამოსილებათა სახეებია:
ა) საკუთარი უფლებამოსილებები;
ბ)დელეგირებული უფლებამოსილებები
.
2. დაუშვებელია საკრებულოს მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას.
მუხლი 10🔗. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება
1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გაადწყვეტილებების მიღება;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის;
ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება;
თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დბებულების დამტკიცება; ამ კანონის 39
-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;
კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39
-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;
მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა ლდა მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანების პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) ამ კანონის 39
-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით
-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;
რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;
უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;
ქ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა;
ლ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენა;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკაშვირებით გადაწყვეტილების მიღება;
შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%
-ს;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება;
ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;
ძ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები
.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.
მუხლი 11🔗. უფლებამოსილების დელეგირების წესი და პირობები
1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მიერ დალეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას საკრებულოს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი
.
თავი IV. საკრებულოს საქმიანობის წესი
მუხლი 12🔗. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება
1. საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას
.
2. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება თ(რეგისტრაცია გაიარა) ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი
.
3. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, ერის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდბება წინა მოწვევის საკრებულოს
.
4. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ახლადარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად
.
5. თუ ამ მუხლის მე
-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახდალი არჩევნები.
მუხლი 13🔗. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება
1. საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულო მუშაობას იწყებს 10 საათზე და ამთავრებს 18 საათზე. დილის სხდომა მიმდინარეობს 10
-დან 12 საათამდე, 30
-წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა გრძელდება 14 საათამდე, ხოლო 1 საათიანი შესვენების შემდეგ, 13
-დან 14 საათამდე იმართება საღამოს სხდომა
.
2. საკრებულოოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა;
ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;
ბ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით;
გ) საკრებულოს ფრაქციათა წინადადებით;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 35-ის მოთხოვნით;
3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან 1 კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი წევრი.
4. საკრებულოს მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 14🔗. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი
1. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. საკრებულოს სხდომა ღიაა.
4. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკაშვირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.
5. საკრებულოს წევრს სხდომის დაწყებამდე ურიგდება დღის წესრიგი, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საკრებულოს წევრი, საკრებულოს კომისია და ფრაქცია უფლებამოსილია მოითხოვოს დღის წესრიგში იმ საკითხის შეტანა, რომელიც კოლეგიამ არ გაითვალისწინა, ან საკითხის ამოღება. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
7. თუ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო, ისინი განიხილება შემდგომ სხდომაზე შეწყვეტის მომენტისათვის არსებული თანმიმდევრობით.
8. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება მისი ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის მოხსენებით.
9. საკრებულოს წევრს უფლება აქვს კითხვით მიმართოს მომხსენებელს და მონაწილეობა მიიღოს კამათში. კამათი იწყება კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ საკრებულოს მიერ დადგენილი დროის ამოწურვამდე. კამათში მონაწილეობის მსურველები წინასწარ ეწერებიან სიაში.
10. თუ საკრებულოს წევრი დადგენილი წესით ჩაწერილი არ არის გამსვლელთა სიაში, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა, რასაც წყვეტს საკრებულო დამსწრეთა უმრავლესობით.
11. გამომსვლელთა თანმიმდევრობის განსაზღვრისას სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გაითვალისწინოს ფრაქციათა, კოალიციათა, უმრავლესობის წარმომადგენლობა. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა.
12. კამათის გადადების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
13. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი, კამათში პირველად გამომსვლელს – 10 წუთი, მეორედ – 5 წუთი, პროპორციულ საკითხებთან დაკავშირებით – 3 წუთი.
14. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, გამომსვლელს გაუგრძელოს დრო ან შეწყვიტოს კამათი.
მუხლი 15🔗. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი
1. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი, ღია კენჭისყრით წყდება.
2. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწრე ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიით შემადგენლობით ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
3. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის უფლების სხვისთვის გადაცემა.
მუხლი 16🔗. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
1. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე განცხადება სხდომის თავმჯდომარეს წარედგინება დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე, თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს, ხელახალი კენჭისყრა არ ტარდება.
2. სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს მოახსენებს ყველა კენჭისყრის შედეგს.
მუხლი 17🔗. საკრებულოს სხდომის ოქმი
1. საკრებულოს სხდომის ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.
2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადამინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 18🔗. საკრებულოს წევრის სტატუსი
1. საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.
2. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების შესრულებისას საკრებულოს წევრი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.
3. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.
4. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
7. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში მაინც.
მუხლი 19🔗. საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება
საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;
დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
მუხლის 20. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;
ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;
ვ) დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;
ზ) გარდაიცვალა.
მუხლი 21🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება საკრებულოს სხდომაზე
1.საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი;
დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო;
ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები;
2. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 22🔗. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები
1. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:
ა) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგებელს (მერს), სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ათი დღით;
ბ)შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;
გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა თავის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ე) საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
ვ) ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით, რომლებიც ფინანსდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;
ბ) საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;
დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია.
3. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
4. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს:
ა)აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია;
5. საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ საჯარო დაწესებულებიდან ან დისციპლინური წესით გადაიყვანონ დაბალხელფასიან სამუშაოზე საკრებულოს თანხმობის გარეშე, ხოლო საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში – საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე.
6. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
7. საჯარო მოსამსახურეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მისი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23🔗. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები
1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს:
ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;
ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;
გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;
დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;
ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;
ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;
ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;
თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში;
ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.
3. საკრებულოს წევრს ამ მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
4. თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დბებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
5. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
6. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;
ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;
გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება;
დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;
ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა;
ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმებია.
მუხლი 24🔗. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან
1. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:
ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) მოქალაქეთა მიღებას;
გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;
დ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;
ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას;
ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც.
2. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ინიციირების წესით საკრებულოში:
ა) შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს სამართლებრივი აქტის შესახებ.
გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების მეტანის შესახებ;
3. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ინიციირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხები.
4. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის.
მუხლი 25🔗. საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.
2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთიდაიგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები.
3. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელბს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;
ბ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;
ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;
ვ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;
თ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;
ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის;
კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ლ) საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით;
მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დებულებით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს:
პ.ა) გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;
პ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;
პ.გ.) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;
ჟ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხრი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
6. თუ საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.
7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
მუხლი 26🔗. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გადაყენებისას.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობითი შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევაში განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.
მუხლი 27🔗. საკრებულოს კომისიები
1. საკრებულოში საკითხის წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები.
2. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის ან ამ დებულებით დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურების ან ანაზღაურების გარეშე.
3. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიის და ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საკრებულოს კომისიებია:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისია ამზადებს გარდაბნის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ დადგენილებების პროექტებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს, ცნობებს გარდაბნის საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასების მიზნით, აკონტროლებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას, ისმენს გარდაბნის საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის ხელმძღვანელ პირთა ანგარიშს და წარადგენს შესაბამის დასკვნას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. შეიმუშავებს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, ვეტერინარიის, სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობების, ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, დემოგრაფიის, ახალგაზრდობის და ვეტერანთა საკითხებს, დასაქმების სფეროებში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ბ) დარგობრივი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისია – წინასწარ განიხილავს და აძლევს დასკვნას საკრებულოში განსახილველად შემოტანილ საფინანსო ხასიათის პროექტებს. კომისია ასევე განიხილავს გამგებლის მიერ წარმოდგენილ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტს; შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს განსახილველად; წინასწარ განიხილავს და აძლევს დასკვნას საკრებულოში განსახილველად შემოტანილ ეკონომიკური ხასიათის პროექტებს შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისა და აგრარულ სფეროებში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს, შეიმუშავებს ინფრასტრუქტურის სფეროებში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს, ამზადებს დასკვნებს მეწარმეობის ხელშეწყობის საკუთრებითი ურთიერთობისა და მათი სრულყოფის შესახებ;
გ) სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია იხილავს ადამიანის უფლებების, კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებს, ისმენს შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების ანგარიშებს; უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და მათ შესრულებაზე კონტროლს; უზრუნველყოფს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ადგილობრივი ორგანოების ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას; უზრუნველყოფს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა და საკრებულოს წევრის სტატუსის დაცვას; ქმნის საკრებულოს ხმის დამთვალელ ჯგუფს, განმარტავს რეგლამენტის დებულებებს და აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტების და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან;
დ) კულტურისა და საგარეო ურთიერთობათა კომისია – შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და ნორმატიული აქტების პროექტებს კულტურის სფეროში. დასამტკიცებლად წარუდგენს გარდაბანის მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, გამოდის წინადადებით საკრებულოს სხდომაზე გარდაბანის სახელით დადებულ ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით;
ე) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – შეიმუშავებს ტურიზმის სფეროში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს. შეიმუშავებს სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებს „ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საკითხებში“.
მუხლი 28🔗. კომისიაში გაწევრიანების წესი
1. საკრებულოს წევრი კომისიაში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართავს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კომისიის წევრთა ერთიან სიას და წარუდგენს საკრებულოს. საკრებულო დამსწრეთა ურავლესობით ამტკიცებს კომისიის შემადგენლობას.
2. საკრებულოს წევრის კომისიაში გაწევრიანების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი ფრაქციის წარდგინება, თუ ის გაერთიანებულია რომელიმე ფრაქციაში.
მუხლი 29🔗. კომისიის უფლებამოსილება
საკრებულოს კომისია:
ა) საკრებულოს სამუშაო გეგმის თანახმად, კომისიის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს გადაწყვეტილებათა პროექტებს და განსახილველად წარუდგენს საკრებულოს;
ბ)ინიცირების წესით ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს;
გ) მუდმივი კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ინფორმაციებს, ახსნა-განმარტებებს და მოხსენებებს;
დ) განიხილავს საკრებულოსთან შესათანხმებელ და საკრებულოს მიერ დასამტკიცებელ კანდიდატურებს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და სხდომას;
ე) განიხილავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის თავებსა და ნაწილებს, შეიმუშავებს დასკვნებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს. საჭიროების შემთხვევაში მათ წარუდგენს საკრებულოს სხდომას განსახილველად ან გაგზავნის დანიშნულებისამებრ;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბიუჯეტის კონტროლს;
თ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.
მუხლი 30🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს;
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დბებულებით (რეგლამლენტით) და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.
მუხლი 31🔗. კომისიის წევრის მოვალეობები
კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, საკრებულოს რეგლამენტი და კომისიის დებულება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
გ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
დ) შეასრულოს კომისიის ხელმძღვანელობის დავალებები.
მუხლი 32🔗. კომისიის სხდომები
1. კომისიის სხდომების ჩატარების პერიოდულობა განისაზღვრება კომისიის დბებულებით;
2. კომისიის სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ. სხდომა დახურულად ცხადდება კომისიის გადაწყვეტილებით;
3. დღის წესრიგი და სხდომის დრო, როგორც წესი, წინასწარ ცხადდება;
4. კომისიის სხდომას კომისიის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ სხვა კომისიებისა და ფრაქციის წარმომადგენლები;
5.კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.
მუხლი 33🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით;
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა;
3. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნას და ახალი საკითხის შეტანას სჭირდება დამსწრეთა ხმების უმრავლესობა.
მუხლი 34🔗. კომისიის რიგგარეშე სხდომა
მუდმივმოქმედი კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, ან კომისიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
მუხლი 35🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფი
1. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.
მუხლი 36🔗. საკრებულოს ბიურო
1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს;
გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 37🔗. საკრებულოს ფრაქცია
1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით);
2. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.
3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში;
4. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა. შ.) ნიშნით.
6. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 38🔗. ფრაქციის თავმჯდომარე
1. საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევაში განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.
მუხლი 39🔗.ფრაქციის რეგისტრაცია
1. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის ჩამოყალიბებიდან ერთი კვირის ვადაში რეგისტრაციისათვის განაცხადებით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის ფრაქციის წესდება;
2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ დოკუმენტაციას.
მუხლი 40🔗. ფრაქციაში გაერთიანება
1. საკრებულოს წევრს, საკუთარი სურვილითა და შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ ერთი ფრაქციის შემადგენლობაში, რაც ეცნობება საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს.
2. ფრაქციას უფლება აქვს წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღოს ახალი წევრი ან გარიცხოს წევრი ფრაქციიდან.
3. ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ, 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 41🔗. ფრაქციის წევრის შეცვლა
თუ საკრებულოს წევრი ფრაქციიდან გავიდა ან გაირიცხა, ფრაქცია უფლებამოსილია მოითხოვოს საკრებულოს ორგანოების შემადგენლობაში მისი სხვა წევრით შეცვლა. საკითხს წყვეტს საკრებულო ხმათა იმ რაოდენობით, რითაც პირი არჩეული იყო ამ ორგანოთა შემადგენლობაში. მონაცვლეობის ეს წესი არ ვრცელდება საკრებულოს არჩევით თანამდებობის პირებზე. ასეთ შემთხვევაში საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ თანამდებობის პირის გადარჩევის წესით.
მუხლი 42🔗. ფრაქციის გაუქმება
ფრაქცია გაუქმებულად ითვლება, თუ მის შემადგენლობაში დარჩა სამზე ნაკლები წევრი.
მუხლი 43🔗. ფრაქციის უფლებამოსილება
ფრაქციას უფლება აქვს:
ა) საკრებულოს სხდომაზე ინიცირების წესით განსახილველად შეიტანოს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტი;
ბ) დასვას საკითხი განსახილველად;
გ) თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობდეს საკრებულოს ორგანოების მუშაობაში;
დ) გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი, დასანიშნი ან დასამტკიცებელი კანდიდატების მიმართ;
ე) მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების შესაბამისი ინფორმაციით გამოცხადება;
ვ) შეკითხვით მიმართონ საკრებულოსადმი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ დასმულ შეკითხვას;
ზ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო ბიულეტინი;
თ) განახორციელოს კანონმდებლობით და ფრაქციის წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 44🔗. ფრაქციის წესდება
1. ფრაქციის შიდაორგანიზებულ საკითხებს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად აწესრიგებს ფრაქციის წესდება.
2. ფრაქციის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს ფრაქციის ჩამოყალიბების, მის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის წესი, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, სტრუქტურა, აგრეთვე წესდების ზოგადი და ნაწილობრივი გადასინჯვის წესი.
მუხლი 45🔗.ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სათანადო პირობები და გამოიყოფა შესაბამისი თანხა;
2. ფრაქციას საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულო შენობაში – სამუშაო ფართობი.
3. ფრაქციის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 46🔗. საკრებულოს აპარატი
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.
3. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
თავი VI. გამგებლის არჩევა და გათავისუფლება
მუხლი 47🔗. გამგებლის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი
1. გამგებელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საკრებულოს თავმჯომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში.
3. გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.
თავი VII. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
მუხლი 48🔗. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
1. საკრებულოს ნორმატიული აქტია საკრებულოს დადგენილება. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია:
ა) საკრებულოს განკარგულება;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარე ასევე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს _ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას.
3. სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება კანონით, ამ დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი VIII. ბიუჯეტი
მუხლი 49🔗. გარდაბნის ბიუჯეტი
1. გარდაბნის ბიუჯეტი არის გარდაბნის თვითმმართველობის შემოსულობების, მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.
2. გარდაბნის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. გარდაბნის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიჯეტებისა და სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებისაგან.
4. საბიუჯეტო პროცესი იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 10 თვით ადრე გარდაბნის ბიუჯეტის პროექტის შესახებ წინადადებების მომზადებით და მთავრდება 2 წლის შემდეგ – ახალი საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის 1 მარტს – ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებით და საკრებულოსთვის წარდგენით. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა და დამტკიცება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 1 მაისისა.
5. გამგებელი საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტს. საკრებულოს უფლება არა აქვს გამგებელის თანხმობის გარეშე შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში. გარდაბნის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში გარდაბნის გამგებელის მიერ წარდგენილ ცვლილებათა და დამატებათა შეტანა, ამბიუჯეტის შესრულების კონტროლი, შეფასება და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება გარდაბნის საკრებულოს კომპეტენციაა.
6. ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის, ამ ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია დასაგეგმის შემდგომი ორი საბიუჯეტო წლის შემოსულებებისა და გადასახდელების პროგნოზი.
7. გარდაბნის გამგებელი ბიუჯეტის პროექტს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს. ბიუჯეტის პროექტი, განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის.
8. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ორგანიზებას უწევს ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვასა და შეთანხმებას.
9. ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შედეგების გათვალისწინებით, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ამზადებს დასკვნას, რომელიც ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ეგზავნება გამგებელს.
10. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ეგზავნება კომისიებს, ფრაქციებს, საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებას. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიების მიერ შესაძლებელია ერთობლივი დასკვნის მომზადებაც.
11. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისია სხვა კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების დასკვნებს ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
12. საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტის პროექტის შესახებ შესაბამის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გაცემიდან 2 დღის ვადაში უგზავნის გამგებელს.
13. გამგებელი ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს განსახილველად წარუდგენს საკრებულოს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ). პროექტს უნდა ერთვოდეს დასაბუთებული ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
14. წინადადებები (შენიშვნები), რომლებიც გათვალისწინებული იქნა, აისახება ბიუჯეტის პროექტში.
15. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განიხილება დადგენილი წესით.
16. საკრებულოს სხდომას ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს გამგებელი ან მისი წარმომადგენელი – გამგებლის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
17. ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მომხსენებლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია საკრებულოს მოთხოვნით. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი. საკრებულოს ცალკეულ წევრებს უფლება აქვთ პროექტის განხილვისას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.
18. ბიუჯეტის პროექტის შესახებ სიტყვით არაუმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან კომისიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომისიების დასკვნებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე.
19. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე აყენებს საკითხს ბიუჯეტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით.
20. საკრებულო სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით იღებს ბიუჯეტის პროექტს. პროექტი მიღებული უნდა იქნეს მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე.
21. თუ საკრებულო არ დაამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს, გამგებელი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს;
22. საკრებულოს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს ყოველი კალენდარული წლისათვის, მაგრამ შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
23. ბიუჯეტის პროექტის შედგენის, განხილვის, ცვლილებების შეტანის, მიღებისა და შესრულების დეტალური წესი განისაზღვრება გარდაბნის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.
24. ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს გამგებელს.
მუხლი 50🔗. ბიჯეტის შემოსულობები
1. ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებია:
ა) ადგილობრივი გადასახადები;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები;
გ) კაპიტალური შემოსავლები;
დ) გათანაბრებითი ტრანსფერი;
ე) სესხი;
ვ) გრანტი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
2. გარდაბნის ბიუჯეტში სხვა ბიუჯეტებიდან მოზიდული სახსრებია:
ა) სპეციალური ტრანსფერი;
ბ) მიზნობრივი ტრანსფერი;
გ) მიზნეობრივი სუბვენციები და მიზნობრივი სუბსიდიები.
3. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დბაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით.
თავი IX. საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 51🔗. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება
1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73
-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას
.
2. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 52🔗. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:
ა) თვითმმართველი ერთეული გაუქმებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით;
ბ) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით დაითხოვოს საკრებულო, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი
.
3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას
.
4. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
თავი X. გარადმავალი დებულებები
მუხლი 52🔗. სამართლებრივი ბაზის შექმნა
2011 წლის 1 იანვრიდან საკრებულოს მიერ განხორციელდეს ამ დებულების შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა.
თავი
XI. დასკვნითი დებულებები
მუხლი 54🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
გარდაბნის საკრებულოს დბებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის ნორმატიული აქტის მიღებისათვის კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით.
მუხლი 55🔗. დებულების ამოქმედება
1. ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 2 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“.