⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.06.2022)
გაუქმებულია:

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 17.06.2010
ძალის დაკარგვა 20.06.2022
გამომცემი ორგანო თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.002135
გამოქვეყნების წყარო ბათუმური ქრონიკები, 110, 28/06/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 904 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2010 მიღება
20.06.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დადგენილება №1 2010 წლის 17 ივნისი ქ. ბათუმი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  ადგენს: 1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია. 2. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თანდართული დებულება. 3. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 15 მარტის №3-8 დადგენილება. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                          გიორგი კირთაძე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო (შემდგომ – საკრებულო) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა სფეროში საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადების,  საკრებულოს  გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიისა (შემდგომ – მერია) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან, თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, უფლებამოსილება და ვალდებულებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗 1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს. 2. კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან უახლოეს სხდომაზე საკრებულოს წარუდგენს კომისიის პერსონალურ შემადგენლობას. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. 3. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. 4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით  ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. 5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით და კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან/და დამატებები. თავი II. კომისიის უფლებამოსილება მუხლი 3🔗 კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები. მუხლი 4🔗 1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებს და იღებს დასკვნებს მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე; გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან ამტკიცებს საკრებულო, აღნიშნულის თაობაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; დ) უზრუნველყოფს საკრებულოს  წევრთა უფლებამოსილების ცნობასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, საკრებულოს კომპეტენციაში შემავალი თანამდებობის პირების არჩევასთან, დანიშვნასთან და მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებული იურიდიული და საპროცედურო საკითხების მომზადებასა და დაცვას; ე) სამოქმედო სფეროში განიხილავს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამების პროექტებს და იღებს შესაბამის დასკვნებს მათ შესახებ; ვ) სამოქმედო სფეროში კონტროლს უწევს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ზ) კომისიის სხდომაზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებსა და მოხსენებებს, განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, მათ საფუძველზე და შესაბამისად საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 3. საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში-ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ. 4. კომისია წელიწადში არანაკლებ ერთხელ, 10 დეკემბრამდე საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 5🔗 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, სიტყვას აძლევს კომისიის წევრებს და მოწვეულ პირებს; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე, მონაწილეობს კენჭისყრაში და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებსა და კომისიის გადაწყვეტილებებს (დასკვნა, რეკომენდაცია, წინადადება); ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს; თ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. მუხლი 6🔗 კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარი უფლებით მონაწილეობდეს კომისიის სხდომებში; ბ) გამოთქვას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები; გ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაიკავოს განსხვავებული პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება; დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი კანონმდებლობის, საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 7🔗 1. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, საკრებულოს რეგლამენტი და კომისიის დებულება; ბ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს; გ) დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცვლელი ან კონფიდენციალური ინფორმაცია; ე) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები; 2. კომისიის წევრის მიერ თავისი მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენება საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული ზემოქმედების ფორმები. თავი III. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა მუხლი 8🔗 კომისიის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, რომელიც ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას, საქმისწარმოებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულებას. თავი IV. დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა მუხლი 9🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.