თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2010
გამომცემი ორგანო თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.002142
გამოქვეყნების წყარო ბათუმური ქრონიკები, 112, 05/07/2010
matsne.gov.ge 1,513 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო დადგენილება №7 2010 წლის 30 ივნისი ქ. ბათუმი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს აპარატის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №4-8 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, №55, 11.04.2007 წ., გვ: 13). 3. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან. საკრებულოს თავმჯდომარე                            გიორგი კირთაძე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. 1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის (შემდგომში – ქ. ბათუმი) საკრებულოს აპარატი (შემდგომში – საკრებულოს აპარატი) შექმნილია ქ. ბათუმის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, ქ. ბათუმის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები. 3. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საკრებულოს აპარატის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულო. 5. საკრებულოს აპარატს აქვს ბეჭედი, ასევე ტიტულიანი ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით. 6. საკრებულოს აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №25. თავი II. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ფუნქცია და ამოცანაა საკრებულოს სხდომების, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; ბ) საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, საკრებულოს თავმჯდომარის, თანამდებობის პირების და საკრებულოს სხვა წევრების თათბირების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ორგანიზება; გ) საკრებულოს, მისი ბიუროს, ფრაქციების, კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ – ტექნიკური და სხვა საკითხების გადაწყვეტაში ხელშეწყობა; დ) საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო დასკვნების მომზადება, საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავება; ე) საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესატანად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტურქტურულ ერთეულში გადაგზავნა, აგრეთვე მისი გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. საკრებულოს წევრების სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; ვ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, აგრევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი მინდობილობის შესაბამისად; ზ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება; თ) საკრებულოს წევრების უზრუნველყოფა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით, დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხების პროექტებით, საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომების სტენოგრამის და ოქმების წარმოება; ი) საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობა, მათთვის საინფორმაციო – საცნობარო და სხვა მასალების მომზადება; კ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, ასევე რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების გაშუქება; ლ) საკრებულოში ერთიანი საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, საკრებულოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მ) საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა, საკრებულოში ცალკეული სახელმწიფო, პოლიტიკური და უცხო ქვეყნის დელეგაციათა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ნ) მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი, საკრებულოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ო) საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვა, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მოვლა და დაცვა; პ) კორესპონდენციების მიღება, აღრიცხვა, დანიშნულებისამებრ ჩაბარება და დაგზავნა; ჟ) მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების რეგისტრაცია, დანიშნულებისამებრ ჩაბარება და გაგზავნა, სტატისტიკური მონაცემების მომზადება; რ) მოქმედი კანონმდებლობით და მის შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. თავი III. აპარატის სტრუქტურა მუხლი 4🔗. 1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი. 2. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. აპარატის უფროსი ან აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი. 4. აპარატი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან. 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო (განყოფილება); ბ) იურიდიული განყოფილება; გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება; დ) საქმისწარმოების განყოფილება. მუხლი 5🔗. საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო (განყოფილება) თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელს უწყობს სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებაში; ბ) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისათვის საჭირო მოხსენებებსა და ანგარიშებს; გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღებას; დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარესთან თათბირების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების მოწყობას; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებასა და სათანადო დასკვნების მომზადებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში; გ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მათთვის შესაბამისი სამსართლებრივი კონსულ- ტაციების გაწევას; დ) ახორციელებს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, აგრევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში საკრებულოსა  და საკრებულოს  თავმჯდომარის  წარმომდგენლობას,  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი მინდობილობის შესაბამისად; ე) სხვადასხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან/და საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს საკრებულოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას, საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების შედგენას; ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვას, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილების გამართულ მუშაობას; გ) უზრუნველყოფს ქ. ბათუმის საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა დანამატების დარიცხვასა და უწყისების შედგენას; დ) ახორციელებს დადგენილი წესის შესაბამისად ქ. ბათუმის საკრებულოს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებასა და შესაბამისი მონაცემების ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვას; ე) უზრუნველყოფს საკრებულოს შესყიდვების გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილების პროექტისა და შესყიდვების ანგარიშების მომზადებასა და დანიშნულებისამებრ დროულად წარდგენას; ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. საქმისწარმოების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; ბ) ახორციელებს კორესპონდენციების მიღებას, აღრიცხვას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და დაგზავნას; გ) ახორციელებს გასული კორესპონდენციების აღრიცხვას; დ) ამზადებს საკრებულოს საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო მასალებს; ე) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმების წარმოებას; ვ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების რედაქტირებას, კომპიუტერულ უზრუნველყოფას-აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და შენახვას, დოკუმენტების ქსეროასლების მომზადებას, ასლის დამოწმებასა და საჭიროებისამებრ დაგზავნას; ზ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და გაგზავნას, სტატისტიკური მონაცემების მომზადებას; თ) ახორციელებს საკრებულოს წევრებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების წარმოებას; ი) უზრუნველუყოფს საარქივო მასალების დამუშავებასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV. აპარატის უფროსის, განყოფილების უფროსის და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება მუხლი 9🔗. 1. აპარატის უფროსი: ა) წარმართავს და უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას, აგვარებს აპარატის გამგებლობაში შემავალ საკითხებს; ბ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე; გ) აპარატის სახელით ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის აპარატის სახელით; დ) სამსახურებრივ კორესპოდენციას უნაწილებს დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს აპარატის შინაგანაწესის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და მათ შესაბამისად საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აპარატის უფროსის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობისას ან/და ადგილზე არყოფნის დროს აპარატის უფროსის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დროებით ასრულებს აპარატში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 10🔗. 1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობის ხელმძღვანელობას  და კოორდინაციას; ბ) პასუხს აგებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციებს; დ) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებით; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 11🔗. 1. აპარატის შემადგენლობაში არიან აგრეთვე საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან აპარატის არცერთი განყოფილების შემადგენლობაში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციები და უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში აპარატის უფროსის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. თავი V. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მუხლი 12🔗. აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.