2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
3. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს გამომსვლელს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.
4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.
5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
გ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე; დ) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;
ე) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ვ) საკრებულოს ყველა კომისიაში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;
ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;
თ) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
6. ფრაქციის თანამდებობის პირებია ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირები. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენების, გადარჩევის და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდები