საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის 2000 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
მიღების თარიღი 05.12.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №517
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 14/12/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2000 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის 2000 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 50.85pt 51.05pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №517
2000 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის 2000 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2000 წლის 15 ნოემბრის შეთანხმება „საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ე. შევარდნაძე
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განვითარების პირობების შესახებ
შესაბამისად ვალდებულებებისა, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს შეერთებიდან შეთანხმებასთან საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დაფუძნების შესახებ, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (შემდგომში _ სსტც) საქმიანობის ჩარჩოებში პროექტების მომზადებაში და შესრულებაში ჩართვის გაფართოების მიზნით, შეთანხმდნენ საქართველოში სსტც-ის საქართველოს რეგიონული განყოფილების (შემდგომში _ სსტც-ის სრგ) დაარსების, განთავსების პირობებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ.
მუხლი 1🔗
სსტც-ის სრგ-ის სტატუსი და ამოცანები.
სსტც-ის სრგ არის სსტც-ის, როგორც სამთავრობათშორისი ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა. სსტც-ის სრგ მოქმედებს სსტც-ის დაფუძნების შესახებ შეთანხმების, სსტც-ის წესდების, აგრეთვე მოცემული შეთანხმების შესაბამისად. იმუნიტეტისა და შეღავათების მოცულობით იგი უტოლდება დიპლომატიურ მისიას. სსტც-ის სრგ არის იურიდიული პირი, აქვს თავისი ბეჭედი და საბანკო დაწესებულებებში მიმდინარე და სხვა ანგარიშები.
სსტც-ის სრგ-ის ძირითადი ამოცანები შემდეგია:
● სსტც-ის დოკუმენტების გავრცელებაში დახმარების უზრუნველყოფა;
● პროექტების წინადადებების მომზადებისა და განხორციელების თაობაზე კონსულტაციების უზრუნველყოფა;
● ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა მიერ წარმოდგენილი და დაფინანსებული პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მხარდაჭერა;
● სასწავლო კურსების, სამეცნიერო და ტექნიკური სემინარების და სსტც-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება;
● პროექტის შესრულებისათვის სსტც-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად მოწყობილობის შეძენაში და საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმებაში დახმარების აღმოჩენა;
● სსტც-ის დელეგაციების, მათ შორის, პროექტების შესრულების ტექნიკური და აუდიტორული შემეცნების მიზნით ჩამოსული დელეგაციების დახვედრისა და თანხლების ორგანიზაცია;
● სტც-ის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებათა საფუძველლზე სსტც-ის აღმასრულებელი დირექტორის დავალებით სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 2🔗
სსტც-ის სრგ-ის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
2.1 დაფინანსება
სსტც-ის სრგ-ის საქმიანობის უზრუნველყოფის ორივე მხარე
საქართველოს მხარის დანახარჯები სსტც-ის სრგ-ის ფუნქციონირებისათვის იგეგმება ყოველწლიურად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მეცნიერებისათვის დაგეგმილი სახსრების ხარჯზე.
სსტც-ის ბიუჯეტში გაითვალისწინება სსტც-ის სრგ-ის ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ხარჯების ნაწილი, მათ შორის, მივლინებების, საკომუნიკაციო მომსახურების, გამოთვლითი ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე საოფისე მასალების, მოწყობილობის სარემონტო-ტექნიკური მომსახურების ხარჯები.
2.2. სამუშაო ფართი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საქართველოს მხარე გამოყოფს სსტც-ის სრგ-ის კარგ მდგომარეობაში მყოფ, ავეჯით და ტელეფონით აღჭურვილ სამუშაო ფართს და უზრუნველყოფს მის კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას. სსტც-ის სრგ განთავსებულია ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფართობზე, მისამართზე: საქართველო, 380079, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, ოთახები 201, 202.
სსტც-ის ხარჯზე შესაძლებელია შესრულდეს აღნიშნული ფართის ინტერიერის ისეთი ცვლილებები, რომლებიც სსტც-ის ხელმძღვანელობის აზრით, საჭიროა სსტც-ის სრგ-ის საქმიანობისათვის და არ მიაყენებს ზიანს შენობის კონსტრუქციულ ელემენტებს.
გამოყოფილი სამუშაო ფართი შეადგენს არანაკლებ 55,0 კვადრატულ მეტრს, მასზე განთავსდება სსტც-ის სრგ-ის თანამშრომლებისათვის არანაკლებ სამი სამუშაო ადგილისა დაინტერესებულ პირთა მიღებისა და გამოთვლითი და გამამრავლებელი ტექნიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის.
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სსტც-ის სრგ-ის ფართის დაცვას იმ შენობის დაცვის რეჟიმის შესაბამისად, რომელშიც განთავსებულია სსტც-ის სრგ. სსტც-ის სრგ-ის თანამშრომელს უფლება აქვს დაუშვას მსურველები სსტც-ის სრგ-ში იმ წესით, რომელიც განისაზღვრება ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სსტც-ის სრგ-ის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული ინსტრუქციით. პასუხისმგებლობა ამ პირთა მიერ აღნიშნული წესის დაცვის გამო იმ შენობის ფარგლებში, სადაც განთავსებულიაა სსტც-ის სრგ, ეკისრება სრგ-ის ხელმძღვანელს.
2.3 სატრანსპორტო მომსახურება
სსტც-ის სრგ-ის სატრანსპორტო მომსახურება მხარეების მიერ იქნება უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც იქნება განსაზღვრული მოცემული შეთანხმების საფუძველზე შედგენილი ოქმით. ოქმის ხელმოწერის შემდეგ ის გახდება მოცემული შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
2.4 ფართის, მოწყობილობის და ავეჯის კონტროლი
სსტც-ის სრგ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი ახორციელებს იმ ფართის, მოწყობილობის და ავეჯის გამოყენების კონტროლს, რომელიც მოცემული შეთანხმებით გამოეყო სსტც-ის სრგ-ის ან შეძენილია მის მიერ სხვა გზით.
2.5 მოწყობილობის ექსპლუატაცია, მომსახურება და რემონტი
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ოთახებში სსტც-ის თანამშრომლებისათვის ნორმალური მუშაობისათვის საჭირო პირობებს.
სსტც-ის სრგ-ის თანამშრომელთა მიზეზით სრგ-ის ოთახების დაზიანების შემთხვევაში რემონტი ხორციელდება სსტც-ის ხარჯებით.
პასუხისმგებლობა მესამე მხარის მიერ სსტც-ის სრგ-ის ოთახების, მოწყობილობის და ტრანსპორტის დაზანების გამო განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2.6. დაზღვევა და ზარალის კომპენსაცია
ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სსტც-ის სრგ-ისათვის გადაცემულ ოთახებისა და მოწყობილობისათვის დაზღვევა ხორციელდება მოცემული შეთანხმების 2.1 მუხლის შესაბამისად, ქართული მხარის მიერ გამოყოფილი სახსრების ხარჯზე.
სსტც-ს სრგ-ის მიერ შეძენილი მოწყობილიბის დაზღვევა ხორციელდება სსტც-ის მიერ.
2.7. სსტც-ის სრგ-ის მატერიალური მხარდაჭერისათვის საჭირო ხარჯები
საქართველოს მხარის მიერ 2000 წლის ნოემბრის მდგომარეობით, განყოფილებას გადაეცა 40.000 ლარის ღირებულების (დაახლოებით 20.000 აშშ დოლარი ნოემბერში არსებული ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად) საწყისი მატერიალური მხარდაჭერა ნატურით: სამუშაო ოთახები, ავეჯი და ტელეფონები.
მუხლი 3🔗
სსტც-ის სრგ-ის თანამშრომლები
3.1. თანამშრომელთა ანაზღაურება
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სსტც-ს სრგ-ის საქართველოს მოქალაქე თანამშრომელთა ანაზღაურების მთლიანი ხარჯების დროულ დაფინანსებას. სსტც-ის სრგ-ში საქართველოს მოქალაქე თანამშრომელთა ანაზღაურების პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3.2. თანამშრომლების დანიშვნა
სსტც-ის აღმასრულებელ დირექტორს უფლება აქვს მიავლინოს სსტც-ის შტაბ-ბინის ნებისმიერი თანამშრომელი სსტც-ის სრგ-ში მუშაობის მიზნით.
კანდიდატურები სსტც-ის სრგ-ის პერსონალის თანამდებობებზე საქართველოს მოქალაქეთა დანიშვნის მიზნით წარედგინება სსტც-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
დანიშვნები შედის ძალაში აღმასრულებელი დირექტორის დამტკიცების შემდეგ.
სრგ-ის თანამშრომელთა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3.3. ზედამხედველობა და საქმიანობის წესები
სსტც-ის სრგ-ის თანამშრომლები ემორჩილებიან სსტც-ის აღმასრულებელი დირექტორის განკარგულებებსა და მითითებებს, თავის მხრივ, იგი გადასცემს საჭირო რწმუნებებს სსტც-ის სრგ-ის ხელმძღვანელს.
სსტც-ის სრგ-ის პირადი შემადგენლობა იმართება სსტც-ისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით.
მუხლი 4🔗
შეთანხმების მოქმედება
შეთანხმება მოქმედებს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შესახებ შეთანხმების მოქმედების სრული ვადის განმავლობაში, ან სსტც-ის მმართველთა საბჭოს მიერ სსტც-ის სრგ-ის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ან საქართველოს გამოსვლამდე შეთანხმებიდან სსტც-ის დაფუძნების შესახებ.
საქართველოს მხრიდან მოცემული შეთანხმების შესრულების კონტროლი ეკისრება ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დამატებით შეთანხმებებს სსტც-სთან, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება მოცემულ შეთანხმებას და აზუსტებს მხარეთა ვალდებულებებს სსტც-ის სრგ-ის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის.
ცვლილებები შეთანხმებაში შეიძლება იქნას შეტანილი ნებისმიერი მხარის ინიციატივით ან ორივე მხარის თანხმობით.
შეთანხმების არც ერთი მუხლი, ან მისი ნაწილი არ უნდა იქნეს გაგებული ან გამოყენებული სსტც-ის ჩარჩოებში წარსადგენ ან შესრულების პროცესში მყოფი პროექტების მაძიებლების ან შემსრულებლების, აგრეთვე სსტც-ის და სსტც-ის სრგ-ის პერსონალის იმ უფლებებისა და შესაძლებლობების შეზღუდვის მიზნით, რომლებიც მათ მინიჭებული აქვთ შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დაფუძნების შესახებ, სსტც-ის წესდებით, სხვა საერთაშორისო შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით.
შედგენილია თბილისში 2000 წლის 15 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ყველა ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა. ტექსტებში შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენაზე შესრულებულ ტექსტს.