საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 12.12.2000
ძალის დაკარგვა 03.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №523
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 118, 19/12/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 571 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2000 მიღება
03.12.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 55.35pt 51.05pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №523 2000 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე სტრუქტურულ გარდაქმნათა პროგრამის შესრულების ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შემდგომი სრულყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებულ დავალიანებათა შემცირება, მათი შემდგომი ზრდის თავიდან აცილება. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივლისის №725 განკარგულების მიხედვით ხაზინას კანონმდებლობით უნდა მიეცეს დარგობრივი სამინისტროების მიერ 5000 ლარზე მეტი თანხის შესახებ დადებული კონტრაქტების შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებათა აღრიცხვისა და კონტროლის საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) შეისწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებული ვალდებულებები და შეადგინოს მათი დაფარვის გრაფიკი. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მომსახურე სუბიექტებთან თანხის მინიმალური ოდენობის ზემოთ გაფორმებული ხელშეკრულებები  გაატარონ რეგისტრაციაში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების დაფარვის ვადისათვის ორგანიზაციის შესაბამისი ხარჯვითი მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელს. 4. დარგობრივი სამინისტროების მიერ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე (5,0 ათასი ლარი) ზემოთ დადებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაცია ხაზინაში სავალდებულოა მხოლოდ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შემდეგი მუხლებისათვის: ა) სხვა საქონელი და მომსახურება (კომუნალურის გარდა); ბ) სუბსიდიები; გ) კაპიტალური ხარჯები. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და მომსახურე სუბიექტებს შორის გაფორმებული და ხაზინაში რეგისტრირებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მიხედვით სახაზინო სამსახური ადგენს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკს შემოსავლების ყოველთვიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით. 6. სახაზინო სამსახურს უფლება აქვს გადაავადოს ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციაზე, თუ განაღდების მომენტისათვის საპროგნოზო მაჩვენებლები არ იძლევა მისი დაფარვის საშუალებას. 7. ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით. 8. 2000 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. თბილისის №1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების, №2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, №3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და №5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურე ხაზინები. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს საოპერაციო და საანგარიშსწორებო ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ უწყებებსა და დაწესებულებებს. 10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე მუდმივი რეზერვის სახით იყოს სულ ცოტა 0,5 მლნ ლარი, რომლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. ე. შევარდნაძე