⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.04.2021)
გაუქმებულია:

საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარგვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარგვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2010
ძალის დაკარგვა 29.04.2021
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №2/21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.004425
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 06/07/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 498 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2010 მიღება
29.04.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარგვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარგვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება № 2/21 2010 წლის 29 ივნისი ქ. ფოთი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 209​3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის ფორმას, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმა, თანახმად დანართი 1-ისა. 2. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი), შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესი, თანახმად დანართი 2-ისა. 3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა მათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, ადგილზე განიხილონ სამართალდარღვევის საქმეები, დამრღვევ პირს ადგილზე შეუფარდონ ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) და შეავსონ საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი). თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების იმ საჯარო მოსამსახურეების ნუსხას, რომლებიც ახორციელებენ ზემოხსენებულ უფლებამოსილებას, განსაზღვრავს თვიმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. 4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 290-ე მუხლის, 267-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 282​2-288​7 მუხლების შესაბამისად, გამოსცენ საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება. დადგენილება და საჯარიმო ქვითარი გადაუგზავნონ სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად. 5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივარი განიხილოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის 1/29 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებისათვის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“. 7. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ივანე საღინაძე