აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რესურსების გატანის აღსაკვეთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 10.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 12/01/2001
matsne.gov.ge 409 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რესურსების გატანის აღსაკვეთ ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:58.5pt 46.35pt 51.05pt 49.5pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №2 2001 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რესურსების გატანის აღსაკვეთ ღონისძიებათა შესახებ ბოლო წლებში მასობრივი ხასიათი შეიძინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტყეებში საქართველოს � წითელ წიგნში� შეტანილი უნიკალური ძვირფასი ტყის ჯიშების უსისტემო ჭრამ და მოჭრილი ხე-ტყის საქართველოდან უკანონოდ გატანამ, რითაც უგულებელყოფილია საქართველოს წითელი ნუსხა ბიჭვინთის ფიჭვის, უთხოვარის, ქართული ნეკერჩხლის, ბზის, წაბლის, მუხის, კაკლის, თელის, ძელქვის და სხვა ძვირფასი ჯიშების მოჭრის აკრძალვისა, აგრეთვე დარღვეულია საქართველოს ტყის კოდექსის 53-ე, 55-ე და 57-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა მიხედვით ტყით სარგებლობის უფლება და მისი განხორციელება ხდება ტენდერის ან აუქციონის წესით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რესურსების გატანის აღსაკვეთად: 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) გააძლიერონ მუშაობა შესაბამის ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 მაისის �№ 328 ბრძანებულების შესრულების მიზნით. 2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა (თ. ნადარეიშვილი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ (ლ. ცაავა) ორ თვეში შეიმუშაონ აღნიშნულ დარღვევებთან ბრძოლის ღონისძიებათა გეგმა და განსახილველად წარუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოს. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად დასვას საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტყეებში დათვალიერების პროცესში საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობის საკითხი. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასვას საკითხი შესაბამისი სახელმწიფოების მთავრობათა წინაშე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის აღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიებზე შეღწევის პროცესის აღსაკვეთად. 5. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ ზემოაღნიშნული პრობლემა. ე. შევარდნაძე