ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.07.2010
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010220020.35.123.005980
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
matsne.gov.ge 1,190 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №4 2010 წლის 2 ივლისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულება დანართის შესაბამისად. (საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულება დადგენილებას თან ახლავს) მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11). საკრებულოს თავმჯდომარე                                  ა. ხვადაგიანი დანართი  ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თ ა ვ ი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. 1. ქალაქ ქუთაისის საკრებულოში (შემდგომში – საკრებულო) საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით შექმნილია საქალაქო მეურნეობის კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისია შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების საკითხებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს. 3. კომისია თავის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს. 4. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. თ ა ვ ი II კომისიის სტრუქტურა და კომპეტენცია მუხლი 2🔗. 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით. 2. კომისიის   შემადგენლობას  კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. 4. კომისიის თავმჯდომარის მიერ, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. მუხლი 3🔗. 1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვაში. ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს; გ) ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ინფორმაციებს, ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. 2. კომისია კოორდინაციას და კონტროლს უწევს: ა) მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნა-გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს; გ) მიწათსარგებლობის დაგეგმვას, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფას, მათი საზღვრების დადგენასა და შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; დ) მწვანე საფარის საექსპლუატაციო და კაპიტალური სამუშაოების მიმდინარეობას; ე) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული წყლის რესურსების მართვას; ვ) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირებას; ზ) საბინაო-კომუნალური მომსახურების წესების დადგენას; თ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრას; ი) ქუჩების  დასუფთავების,  განათების,  წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, სასაფლაოების მოვლა-პატრონობას; კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შენახვას, მშენებლობასა და განვითარების უზრუნველყოფას; ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის სივრცით- ტერიტორიულ მოწყობას; მ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას; ნ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ო) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. კომისია ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს აღნიშნული დარგების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით. 4. განიხილავს და სათანადო რეაგირებას ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებზე. 5. ახორციელებს ამ დებულებითა და სხვასამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხებზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 2. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია; გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. თ ა ვ ი III კომისიის სხდომები მუხლი 5🔗 1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარგანსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის ინიციატივით, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების პროექტები უნდა ეცნობოს კომისიის წევრებს 48 საათით ადრე, გარდა შემთხვევებისა, როცა რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს მოთხოვნით, რა დროსაც საკითხების განხილვა ხორციელდება დაუყოვნებლივ. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 7. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, ქალაქ ქუთაისის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წევრები და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები. მუხლი 6🔗. 1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, შესაბამისი თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები. 2. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. 3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. 4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობების პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 5. საკრებულოს მიერ არჩეული ან    მისი     თანხმობით დანიშნული, აგრეთვე, თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირები უფლებამოსილნი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულნი, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინონ  გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ    თანამდებობის პირებს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ. მუხლი 7🔗. საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი (საკონსულტაციო) სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თ ა ვ ი IV კომისიის თანამდებობის პირები მუხლი 8🔗. 1. კომისიის თავმჯდომარეს, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2.  კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე)ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს; ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 4. კომისიის თავმჯდომარეს სხვა თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის შემთხვევაში უწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება. 5. კომისია თავის წევრთაგან უფლებამოსილების   ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს. 6. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრს. 7. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს; ბ) კომისიის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) დავალებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი გადადგომის, გადაყენების ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. მუხლი 9🔗. 1. კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 2. კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან. 4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს. თ ა ვ ი V დასკვნითი დებულებები მუხლი 10🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საკრებულოს დებულებით და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.