საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ"

მიღების თარიღი 18.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010.240.050.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 23/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 503 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.5pt 46.35pt 40.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №15 2001 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ ქვეყნის სამრეწველო ობიექტებში ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით: 1. საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ (ა. ბეჟანიშვილი): ა) მოამზადოს ინსპექციის დებულებასა და „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები 2001 წლის II კვარტალში; ბ) მოამზადოს  „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასა­ლების შესახებ“ კანონპროექტი  2001 წლის II კვარტალში; გ) წიაღით სარგებლობისას  ერთიანი საზედამხედველო პოლი­ტიკის განსახორციელებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად მოამზადოს „წიაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები 2001 წლის IV კვარტალში. 2. საზედამხედველო საწარმოთა მიმართ გამოყენებული  საჯარიმო სანქციებიდან მიღებული თანხის 50 პროცენტი ჩაირიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 50 პროცენტი – სახელმწიფო ინსპექციის ბიუჯეტგარეშე შემოსავლების სახაზინო ანგარიშზე თანამშრომელთა სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი) ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან ერთად 2001 წლის II კვარტალში მოამზადოს ცვლილებები საჯარიმო სანქციის თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საშიშ საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევის, მომხდარი უბედური შემთხვევის, ავარიის დამალვის ან გვიან შეტყობინებისა და ობიექტის გასაჩერებლად დადებული დამღის უნებართვოდ ახსნის საკითხთან დაკავშირებით. 4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) საწარმოთა პრივატიზაციასთან დაკავშირებული ხელ­შეკრულების შედგენისას გაითვალისწინოს სამრეწველო უსაფრთხოების  საკითხები საქტექზედამხედველობის ინსპექციასთან შეთანხმებით. 5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხუ­ლავა) არ დაუშვას ელექტროენერგიის გაუფრთხილებელი გამორთვა ისეთ განსაკუთრებით საშიშ საწარმოებში, როგორიცაა სამთო, ქიმიური და მეტალურგიული საწარმოები. 6. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ (ა. გოცირიძე): ა) განახორციელოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გაზის მომწოდებელ მარეგულირებელ სადგურებში ოდირიზების ავტომატური დოზატორების დანერგვის სამუშაოები; ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის იდორიზაცია შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით. 7. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში შემავალმა გაზის საწარმოების ხელმძღვანელებმა: ა) შეადგინონ გაზის მეურნეობის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროგრამა და შეასრულონ პირველი რიგის სამუშაოები; ბ) დაუწესონ სისტემატური კონტროლი მიღებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხს; გ) სამოსახლო და სააგარაკო მიწის ნაკვეთების გამოყოფისას მკაცრად დაიცვან სამშენებლო ნორმებითა და წესებით დადგენილი მინიმალური მანძილები მაგისტრალური გაზსადენებიდან; დ) არ დაუშვან ავტოცისტერნებით ქუჩაში თხევადი გაზის რეალიზაცია. ე. შევარდნაძე