თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.07.2010
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.123.005989
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,361 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.2010 მიღება
17.06.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo Akad Nebraska"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:GeorgiaNET; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:18.0pt; font-family:"Geo Akad Nebraska","sans-serif"; text-transform:uppercase;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.75in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-45.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 42.55pt 81.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №13 2010 წლის 2 ივლისი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა დ ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.     მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში № 2 დანართის შესაბამისად.     მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის № 234 დადგენილება.       მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში . ვ.კუპრაძის ქუჩა № 11/.     მუხლი 5🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.     მუხლი 6🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში. საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი დანართი № 1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომი­კური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური .შემდგომში „სამსახური“. არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელს უწყობს ერთიანი ეკონომიკურ პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური პროგრამების პროექტების შემუშავებას, ადგილობრივი ქონების შექმნას და განკარგვას; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობ­რივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად; 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე; 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ქალაქ ქუთაისის საკრებულო; 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით; 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №6 სახელწოდების აღნიშვნით; 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; 8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი; 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.     მუხლი 2🔗.     სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილ ეების, ქონების მართვის და განკარგვის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა; 2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შედგენა, საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ მერის ბრძანების პროექტის მომზადება; მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებებისა და წერილების მომზადება; 3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემო­სავლო ნაწილის საპროგნოზო და ბიუჯეტით გათვალის­წინებული ხარჯებით მისაღები შედეგების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; 4. საბიუჯეტო პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება, ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში; 5. საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში; 6. განხორციელებული ინვესტიციებისა და გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, კანონით დადგენილი წესით, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი; 7. ფასების რეგულირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზებისა და მათი შენარჩუნების მიზნით, საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშება, რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; 8. ადგილობრივ საბიუჯეტო საკითხებზე – ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებ­ლებზე წინადადებების მომზადება; 9. თვითმმართველი ერთეულის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; 10. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 11. მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება; 12. მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული .პარტნიორის, აქციონერის. უფლებამოსილების განხორციელება – პარტნიორთა, აქციონერთა კრებებზე რწმუნებული პირის მეშვეობით, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით; 13. თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზება და მათი შემდგომი ზრდისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება; საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე, ნორმატივების განმსაზ­ღვრელი დოკუმენტების პროექტების მომზადება; 14. საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომ­ადგენელთა დანიშვნა–არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება; 15. ქალაქმშენებლობითი საკადასტრო ნახაზის შედგენაში შესაბამის სამსახურთან ერთად მონაწილეობის მიღება, დადგენილი წესით; 16. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთების გრაფიკული გამოსახულების მომზადება არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით, პირდაპირი მიყიდვის, პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით განკარგვის მიზნით და შესაბამის სტრუქტურაში განსახილველად წარდგენა; 17. ქალაქ ქუთაისის სივრცით–ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; 18. საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობების, ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება; 19. ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა; 20. ქალაქის ეკონომიკური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება. ეკონომიკური, ბიზნესისა და მეგობრული კავშირების მხარდაჭერა; 21. საერთაშორისო და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის, ხელშეკრულების და კონტრაქტების პროექტების ექსპერტიზა და მომზადება; 22. არსებული საკანონმდებლო ბაზის მიხედვით წერტილოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების მხარდაჭერა; 23. ქალაქში წარმოებული პროდუქციის .მომსახურებისათვის სპეციალიზებული გამოფენების, პრეზენტაციების, სიმპოზიუმების და სხვა სარეკლამო ღონისძიებების ჩატარების სტიმულირება. საერთაშორისო გამოფენებში, ბაზრობებში, სემინარებში და აუქციონებში მონაწილეობის აქტიური მხარდაჭერა; 24. თანამედროვე ტექნოლოგიებისa და სახალხო მოხმარების საქონლის შექმნის, დანერგვის და მიწოდების მიზნით ორგანიზაციებისათვის, საწარმოებისათვის და კერძო პირთათვის საზღვარგარეთ საქმიანი პარტნიორების მოძებნა და კონტაქტების დამყარება; 25. ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ახალი ფორმების შექმნის, გაფართოვების და გაღრმავების ხელშეწყობა დაძმობილებულ ქალაქებთან. მათთან ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიზნიტ წინადადებების მომზადება. ერთობლივი საწარმოების და სხვა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმების დამკვიდრება; 26. ქალაქის სამეწარმეო პოტენციალის გათვალისწინებით შიდა და საგარეო ბაზარზე ორიეტირებული ბიზნეს გეგმების შექმნის და რეალიზაციის მხარდაჭერა, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის; 27. ინვესტორებთან ურთიერთობის კოორდინაცია, ხელშემწყობი პროექტების შემუშავება, ინვესტორებისათვის ქალაქ ქუთაისის ბიზნეს პორტალის შექმნა და ადვოკატირება. 28. ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავება; 29. ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის (ტურისტული პროდუქტის კვლევის მარკეტინგისა და მენეჯმენტის) სფეროში მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება აღნიშნულ სფეროში დასაქმების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით; 30. ტურიზმის ხელშეწყობა საქართველოში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისა და ქართული ბიზნეს გარემოს უკეთ გაცნობისათვის; 31. ქალაქში ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების კომპლექსური პროგრამის შექმნა და განხორციელების მხარდაჭერა; 32. უცხოეთში მცხოვრებ ქართველ დიასპორასთან ეკონომიკური ურთიერთობის დარბაზის .ცენტრის. შექმნა და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა ქალაქის სოციალურ ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში; 33. ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს კომუნიკაციების განვითარება; საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის მხარდაჭერა ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა; 34. ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა; 35. ქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამის შექმნა და განხორციელება. 36. მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება საკანონმდებლო, სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში; 37. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირება; 38. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; 39. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა; 40. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის დავალებების შესრულება; 41. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 53​3. მუხლის საფუძველზე „მიწათ­მოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ“.     მუხლი 4🔗. ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების ფუნქციები 1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების .მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების. რეგისტრაციისათვის წინადად­ებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; 2. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში .იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა. აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით, აუქციონის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; 3. საკუთრებაში ან სარგებლობაში .იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა. თვითმმართველი ერთეულის ქონების .მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების. გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; 4. იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება; 5. თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების ობიექტების ნუსხის პროექტის შედგენა; 6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიაში მუშაობა, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება; 7. გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომ­დინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; 8. თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია. ქონების დაცვასა და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში; 9. წინადადებების მომზადება ადგილობრივი ქონების კატეგორიის შესახებ; 10. წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება სახელ­მწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადმოცემას; გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, კომპეტენციის ფარგლებში.     მუხლი 5🔗. სამსახურის უფლება–მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა. მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ. მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; გ. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; დ. მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ე. მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ვ. ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ზ. დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა. პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ. კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ. ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ. წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ე. მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე /www.kuta1s1.gov.ge/ განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; ვ. დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.     მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა. წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ. ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე; ე. ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; ვ. ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ზ. ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; თ. შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ი. წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; კ. წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ლ. მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ­3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა. დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ. ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვა­დასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ. მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ. ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა. შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ. შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ. იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ. შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.     მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ­– ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში