"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №59
2010 წლის 15დეკემბერი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის18 ოქტომბრის № 52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო რწმუნებული ს – გუბერნატორის 2010 წლის09.11№01–40/994წერილში მითითებული სამართლებრივი სახის შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 02.12 №19-08-3/21367 მომართვის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების№1 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელმა ორგანომ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა განახორციელოს მხოლოდ აუქციონის ფორმით.აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო“;
2. დადგენილების№1 დანართის პირველი მუხლის მე-8 პუნქტში ტერმინი: ,,ყოველ სანებართვო წელზე“, შეიცვალოს ტერმინით: „ერთ კალენდარულ წელზე“;
3. დადგენილების№1 დანართის პირველი მუხლის მე-9 პუნქტში ტერმინი: „ნებართვის საბოლოო ფასი“, შეიცვალოს ტერმინით: „ნებართვის ფასი”.
4. დადგენილების№1 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები:
ა. ნომერი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს;
ბ. დამცავი ბადე;
გ. უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს.“
5. დადგენილების№2დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
/დანართი №2 დადგენილებას თან ახლავს/
მუხლი 2.დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
დანართი №2
საქართველო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის
ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №000000
ეძლევა___________________________________________________________________________
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
საფუძველი ________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
_____________________________________-დან
____________________________________ -მდე
ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოსა და მერიაში.
სანებართვო პირობები
___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
ნებართვა გაცემულია 20––– წლის ________________________
-------------------------- --------------------------------
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი
ბეჭდის ადგილი
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.12.2010.
- როდის იქნა მიღებული "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.12.2010. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.123.016009.
- რამდენი მუხლისგან შედგება "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №59, 15.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.123.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1145383/