საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №32
2001 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის სრულყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის თანდართული ინდივიდუალური პროგრამა.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), სახელმწიფო საზ ღ ვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) 2001 წლის 1 მარტამდე წარმოადგინონ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებულ სამხედრო წვრთნებსა და სხვა ღონისძიებებში შესაბამისი სტრუქტურების, ქვედანაყოფებისა და ექსპერტთა ჯგუფების მონაწილეობის გეგმა.
3. „პარტნიორობა მშვი დ ობისათვის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხთა კოორდინაციის სახელმწიფო კომისიამ:
ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის განხორციელებას;
ბ) წელიწადში ერთხელ მოახსენოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიმდინარეობა.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ“?
- „საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ“ მიღებულია 31.01.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 480.200.000.05.002.001..
- სად არის „საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ“, №32, 31.01.2001, სარეგისტრაციო კოდი 480.200.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114544/