„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №44
2010 წლი ს3 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 2010 წლის 29.07 №01–10/633 წერილში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულება/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი – „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:„მუხლი 31.სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება
ა/ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, ქალაქ ქუთაისის მერიის დებულებით ა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით, საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ/ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების, აგრეთვე, საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება, ანალიზის და შესაბამისი წინადადებების მომზადება.
გ/ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტ ის მომზადება, მეთოდოლოგიურ ი დახმარებ ი ს გაწევა საქალაქო სამსახურებ ისა და სხვა მხარჯავ ი სუბიექტებ ისათვის, მათ მიერ ბიუჯეტის შედგენისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვების მომზადებაში.
დ/ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, საბიუჯეტო ცირკულარ ის, მითითებებ ი ს, წერილებ ი ს, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმებ ი ს მომზადება საქალაქო სამსახურებ ი სა და სხვა მხარჯავ ი დაწესებულებებ ისათვის.
2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება
ა/ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვა, ქ ალაქ ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ბ/ საბიუჯეტო პროგრამების, პროექტების მომზადება და დაზუსტება;
გ/ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი აქტების სატენდერო წინადადებებთან შესაბამისობის კონტროლი; გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების დარღვევისათვის საჯარიმო სანქციების გამოყენების უზრუნველყოფა, ანგარიშფაქტურების სისწორის, სამუშაოთა შესრულებისა და საბანკო გარანტიების ვადების კონტროლი;
დ/ ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისად განსახორციელებელი და განხორციელებული პროექტების ფინანსური მდგომარეობის კონტროლი.
3. ვალდებულების აღებისა და რეგისტრაციის სახაზინო განყოფილება
ა/ ქალაქ ქუთაისის მერიის საქალაქო სამსახურებიდან, ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის, ვალდებულებების ა და საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მოსამზადებლად მასალების მიღება;
ბ/ სამსახურებიდან წარმოდგენილი მასალებისა და საბიუჯეტო განყოფილებიდან მიღებული ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმების საფუძველზე, ვალდებულებების მომზადება და რეგისტრაცია;
გ/ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმება, საქალაქო სამსახურებიდან წარმოდგენილი ფაქტიურად გაწეული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების /მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვა/ საფუძველზე, საგადახდო მოთხოვნის მომზადება და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებ ისათვის გადაცემა, გადახდის განსახორციელებლად;
დ/ ქალაქ ქუთაისის მერიის საქალაქო სამსახურების საბიუჯეტო ხარჯების აღრიცხვა ცალკეული პროგრამების, ღონისძიებების, მომწოდებლების ა და მომსახურების სახეების მიხედვით.
4. ფინანსური აღრიცხვა–ანგარიშგების განყოფილება
ა/ სახელმწიფო ხაზინიდან საგადასახადო და არასაგადასახ ა დო შემოსავლების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვა პროგრამულ ბაზებში; საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
ბ/ ბიუჯეტის შემოსავლების ა და გადასახდელების ყოველდღიური აღრიცხვა და აღნიშნულის განსახორციელებლად ყოველდღიურად, ბანკიდან მიღებული ამონაწერის დამუშავება.
გ/ ქ ალაქ ქუთაისის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნების უზრუნველყოფა;
დ/ ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა, საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
ე/ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების /ბუღალტრული ბალანსების/ მიღება, შემოწმება და ანალიზი;
ვ/ დადგენილ ვადებში ქალაქ ქუთაისის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით დადგენილ ვადებში სამინისტროსათვის წარდგენა;
ზ/ ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების ა და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით, მათი არქივში ჩაბარება.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს,კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი