საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.02.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 13/02/2001
matsne.gov.ge 954 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №48 2001 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ე. შევარდნაძე საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სახელმწიფო გეოდეზიურ ზედამ­ხედველობას ახორციელებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი. 2. სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის მიზანია ტოპო­გრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმო­ებისას დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვის კონტროლის გან­ხორციელება. 3. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სამ­მართველო. 4. სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქარ­თველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით. 5. სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის მთავარი ამოცანაა გაუწიოს ზედამხედველობა: ა) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების[1] წარმოების სფეროში ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელებას; ბ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ამ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვას; გ) სახელმწიფო და რეგიონალურ გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების ციფრული და ელექტრონული რუკების ბანკების ფორ­მირებას. 6. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანო მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ახორციელებს: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, კონტინენტური შელფის, ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ადგილმდებარეობის შესახებ სხვა ინფორმაციის, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების რუკებსა და ატლასებზე გრაფიკულად სწორად ასახვის კონტროლს; ბ) „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მწარმოებელი ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაციას (მათი წერილობითი სავალ­დებულო შეტყობინების საფუძველზე); გ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების, აგრეთვე აღნიშნული სამუშაოების შესრულებისა და აეროკოსმოსური გადაღების შედეგად მიღებული მასალებისა და მონაცემების აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების დადგენილი წესების დაცვის კონტროლს; დ) სახელმწიფო დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მიღებას; ე) სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების აღრიცხვას; ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რუკების, გეგმებისა და ატლასების შედგენისა და მათი გამოცემისათვის დადგენილი წესების დაცვის ზედამხედველობას; ზ) ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფის ზედამხედველობას; თ) სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებული ინსტრუქციების, ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტში შესათანხმებლად ან დასამტკიცებლად დარგობრივი უწყებების მიერ წარმოდგენილი ანალოგიური ხასიათის ნორმატიული აქტების განხილვას; ი) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელების დროს მეტროლოგიური უზრუნველყოფის შემოწ­მებას. 7. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელება რეგლამენტირებულია ინსტრუქციით  „საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განხორციელების წესის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 8. საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს სამინისტროებს, უწყებებსა და საწარმოებს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების საწარმოო გეგმები, მათ შესრულებაზე  ნორმატიული აქტები, აგრეთვე აღნიშნული სამუშაოებისა და აერო და კოსმოსური გადაღების შედეგად მიღებული მონაცემებისა და მასალების დამზადების, აღრიცხვის, გამოყენებისა და რეალიზაციის პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა; ბ) შეაჩეროს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა, რომლებიც ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმი­ანობას ახორციელებენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე; გ) საქართველოს  ტერიტორიის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური შესწავლის ანალიზისა და სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტო­გრაფიული ფონდის შევსების მიზნით მოსთხოვოს ამ სფეროში მომუშავე მეწარმე სუბიექტებს „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად საავტორო უფლების შენარჩუნებით უსასყიდლოდ გადასცენ ფონდს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების განხორციელების შედეგად მიღებული ფონდში მოსათავსებელი მასალების ჩამონათვალით განსაზღვრული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ასლების თითო ეგზემპლარი; დ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით მისცეს შესაბამისი მითითებები; ე) სახელმწიფო და დარგობრივი დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შემოწმების მიზნით, საწარმოთა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები; ვ) ჩაუტაროს ექსპერტიზა სახელმწიფო სახსრებით შესრულებულ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე შედ­გენილ ტექნიკურ ანგარიშებს; ზ) გადაწყვიტოს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრა­ფიული სამუშაოების თანმიმდევრობისა და ამ სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მასალების გამოყენების დროს ორგანიზაციებს შორის წარმოშობილი შესაძლო უთანხმოებანი; თ) ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია აღმას­რულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებებიდან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებიდან საკუთრების ფორმის მიუხედავად. 9. საქართველოში ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრა­ფიული საქმიანობის წარმოება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანოში შეტყობინების გარეშე გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 10. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუ­შაოების შემსრულებელი, ან ამ სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მონაცემებისა და მასალების (მათ შორის, აეროკოსმოსური გადაღების) მომხმარებელი საწარმოებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან დახმარება აღმოუჩინონ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომლებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის უზრუნველყონ საწარმოო ფართობით, კავშირის საშუალებითა და ტრანსპორტით. 11. ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვისა[2] და უშიშროების სამინისტროებსა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტზე. [1] ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს მიეკუთვნება: გეოდეზიური, ასტრონომიულ-გეოდეზიური, გრავიმეტრიული, ტოპოგრაფიული, აეროგადაღებითი, კარტოგრაფიული, რუკათგამოცემითი, დარგობრივი გეოინფორმაციული სისტემების, ციფრული და ელექტრონული რუკების შექმნა, აგრეთვე სამარკშაიდერო, საინჟინრო ძიებითი და კადასტრული სამუშაოები (მხოლოდ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ ნაწილში). [2] ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება სამხედრო კარტოგრაფიული ფაბრიკის მიერ გამოცემულოი  არათავდაცვითი დანიშნულების კარტოგრაფიულ პროდუქციაზე.