ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.07.2010
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.118.001228
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 14/07/2010
matsne.gov.ge 1,007 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2010 წლის 8 ივლისი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:  1. დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების (დანართი №1).  2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                შალვა ჯაფარიძე დანართი №1 ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია (შემდგომ „კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).     მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ; ზ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ; თ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ. 2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.     მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28–ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემდაგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.     მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. 4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები: ა) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ბ) ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი. 5. ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „ვ“ პუნქტიებით განსაზღვრულ საკითხებს. 6. ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ – „კ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.     მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგეობას მიკუკვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.     მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ–ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრებული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.