ევროპის სატელიტური ორგანიზაცია ,,ევტელსატის" მოსალოდნელ პრივატიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 28/02/2001
matsne.gov.ge 519 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ევროპის სატელიტური ორგანიზაცია ,,ევტელსატის" მოსალოდნელ პრივატიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №61 2001 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი ევროპის სატელიტური ორგანიზაცია „ევტელსატის“ მოსალოდნელ პრივატიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 ივლისის №289 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დაასრულა მოლაპარაკება „ევტელსატის“ პროექტის ხელშეკრულებებზე, რომ­ლებმაც უნდა უზრუნველყოს საჭირო დაფინანსების მობილიზება და „ევტელსატის“ მოსალოდნელი პრივატიზაციისას საქართველოს საპრი­ვატიზაციო წილის მაქსიმალიზაციის მიზნით. აღნიშნულთან დაკავ­შირებით: 1. მოწონებულ იქნეს ინფორმაცია ევროპის თანამგზავრულ ორგანიზაცია „ევტელსატში“ საქართველოს საპრივატიზაციო წილის გაზრდის ღონისძიებასთან დაკავშირებულ ლუქსემბურგის კომპანია „ჯეოსატ ჰოლდინგთან“ მოლაპარაკების დასრულებისა და მთავარი ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. 2. დადასტურდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მ. ადეიშვილის, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მ. უკლებას და იუსტიციის მინისტრის მ. სააკაშვილის უფლებამოსილება სახელმწიფოს სახელით ხელი მოეწერათ 2001 წლის 12 იანვრით დათარიღებულ მთავარ ხელშეკრულებასა და პროექტის სხვა ხელ­შეკრულებებზე „ჯეოსატ ჰოლდინგთან“. 3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა მ. ადეიშვილმა იმოქმედოს საქართველოს, როგორც ევროპის თანამ­გზავრული ორგანიზაცია „ევტელსატის“ შემადგენელი მხარის სახელით და მთავარი ხელშეკრულების თანახმად დანიშნოს ახალ ხელმომწერად საქართველოსაგან შპს „ჯეოსატი“. 4. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზ. ნოღაიდელს სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწეროს არა უგვიანეს 2001 წლის 20 თებერვლისა დამატებით ხელშეკრულებას „ჯეოსატ ჰოლდინგთან“. 5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ განახორ­ციელოს სათანადო შენატანები სახელმწიფოს სახელით ერთობლივ საწარმოებში, რომლებიც შექმნილია მთავარი ხელშეკრულების თანახმად და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან ერთად იმოქმედოს მთავარი ხელშეკრულების დებუ­ლებების მოთხოვნების­ამებრ. 6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენა­ღარიშვილი) უზრუნველყოს საქართველოს, როგორც მხარის, მონაწილეობა ევროპის თანამგზავრულ ორგანიზაცია „ევტელსატ“-ში მოსალოდნელი პრივატიზაციისა და „ევტელსატ ს.ა.“-ს აქციების გადაცემის დასრულებამდე, როგორც ეს განსაზღვრულია მთავარ ხელშეკრულებაში. 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამი­ნისტრომ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო კან­ცელარიამ (პ. მამრაძე) დადგენილი წესით შეიტანონ საქართველოს პარ­ლამენტში რატიფიკაციისათვის „ევტელსატი“-ს კონვენციაში შესატანი ცვლილებები და თანდართული ხელ­შეკრულებები, რაც აუცილებელია საქართველოს მონაწილეობისათვის „ევტელსატი-“ს პრივატიზაციის პროცესში. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული მასალების რატიფიცირება არა უგვიანეს 2001 წლის 1 მარტისა. 8. ეთხოვოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ვ. აბაშიძე) ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფოსა და „ჯეოსატის ჯგუფს“ შორის არსებულ ერთობლივ საწარმო შპს „ჯეოსატისათვის“ კავ­შირგაბმულობის ლიცენზიის გაცემას მთავარი ხელშეკრულების თანახმად. ე. შევარდნაძე