თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.09.2010
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 040030040.35.123.000758
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 20/09/2010
matsne.gov.ge 2,113 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ძირითადი საშუალების დასახელება
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.msoIns {mso-style-name:""; text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel {mso-style-name:""; text-decoration:line-through; color:red;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 45.25pt 45.0pt 51.3pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 45.25pt 28.35pt 51.3pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 45.25pt 28.35pt 51.3pt;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 45.25pt 28.35pt 51.3pt;} div.Section4 {page:Section4;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №47 2010 წლის 3 სექტემბერი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის  50%-ზე მეტი  წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-19​1 მუხლის მე-13 პუნქტის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ დებულება N1 დანართის შესაბამისად. /დანართი №1 დადგენილებას თან ახლავს/     მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა), ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა–დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენისა და ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტებისა და ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის  ფორმები №2, №3, №4 და №5 დანართების შესაბამისად./დანართი №2, №3, №4 და №5 დადგენილებას თან ახლავს/     მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი დანართი № 1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19​1 მუხლის მე-13 პუნქტისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის საფუძველზე და აწესრიგებს თვითმმართველი ქალაქის –  ქუთაისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების (შემდგომში საწარმოები) ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვასა და გადაცემას.     მუხლი 1🔗. ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის ფორმები 1. საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) ბალანსიდან ჩამოწერა; ბ) რეალიზება; გ) ძირითადი საშუალებების საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოღება, ან/და სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა. 2. საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია: ა) იჯარით; ბ) ქირავნობით; გ) უზუფრუქტით; დ) თხოვებით. 3. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოსთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც. მუხლი 2🔗. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა   1.  ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილ­ების საფუძველზე. 2.  საზოგადოების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და იმ  მოძრავი ძირითადი საშუალებების, რომელთა საწყისი საბალანსო  ღირებულება აღემატება საწარმოს კაპიტალის 10%–ს,   ჩამოწერა ხორციელდება საწარმოს პარტნიორთა კრების თანხმობის საფუძველზე. 3.  თანხმობა არ არის საჭირო თუ საწარმოს კაპიტალის 10%–ზე მეტი ღირებულების მოძრავი ძირითადი საშუალებების (ნივთის) საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს. 4. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება საწარმოს წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას საწარმოს ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 5. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანებით ქმნის კომისიას, რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები. კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირიც. 6. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ დებულებაზე თანდართული ტიპიური აქტების ფორმების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს. 7. საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 8. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 9. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას, საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 10. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზება უნდა განხორციელდეს აუქციონის (აუქციონი პირობებით) ფორმით. 11.  აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს  საწარმოს ხელმძღვანელი. 12. ჩამოწერის მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი. 13. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი  აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით, კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ძირითადი საშუალებების რეალიზება 1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწ­ყვეტილ­ებით საწარმოს პარტნიორთა კრების თანხმობით. 2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონით (აუქციონი პირობებით). 3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს პარტნიორთა კრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი წინადადების  საფუძველზე; 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია საწარმოს პარტნიორთა კრებას, ამ წესით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მისაღები თანხის გამოყენების შესახებ წინადადება;   5. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.     მუხლი 4🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება 1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელნიც ესწრებიან განადგურების პროცესს. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.     მუხლი 5🔗. საწარმოს კაპიტალის ცვლილება 1. გადაწყვეტილებას საწარმოს  კაპიტალის გაზრდის ან შემცირების შესახებ იღებს საწარმოს პარტნიორთა კრება. 2. საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელ­დეს შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ დამოწმებულ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. 3. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება, აქციების, წილის შეძენა, გასხვისება, ასევე საწარმოს ქონების, ან მისი ნაწილის გასხვისება,  სხვა საწარმოს დაფუძნება ან/და კაპიტალში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საწარმოს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.     მუხლი 6🔗. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა 1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით და სხვ.) გადაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ საწარმოს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.    2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით) ან პირდაპირი განკარგვის ფორმით.    3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს პარტნიორთა კრება. 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია საწარმოს პარტნიორთა კრებას, ამ წესით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი. 5. ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლო სარგებლობაში (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი) გადაცემა ხორციელდება საწარმოს პარტნიორთა კრების გადაწ­ყვეტილ­ების საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით. 6. ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ სახელმწიფო საკანონ­მდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასევე, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. აღნიშნული ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ საწარმოს პარტნიორთა კრების  გადაწყვეტილების საფუძველზე. 7. საწარმოს პრივატიზების შემთხვევაში საწარმოს მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს პრივატიზებამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებში.    8. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია პარტნიორთა კრებას წლიურ შედეგებთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.       მუხლი 7🔗. აუქციონი (აუქციონი პირობებით) 1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების ან დროებით სარგებ­ლობის უფლება გადაეცეს მყიდველს ან იმ პირს სარგებლობაში,  რომელიც ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, ან ქონება გადაეცეს სარგებლობაში იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 3. ქონების ღირებულების განსაზღვრა ხდება სერტიფიცირებული აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.   4. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილ­ეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწილეთა რაოდეობის შესახებ) კონფიდენციალურია. 5. აუქციონში (აუქციონი პირობებით) მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.     მუხლი 8🔗. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება   1.  აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს  საწარმოს ხელმძღვანელი. 2.  აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი აუქციონში გამარჯვების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს აუქციონის გამარჯვებული პირი და აუქციონატორი. 5.  მყიდველის მიერ შეძენილი ქონების სრული/საბოლოო ღირებულების  გადახდის შემდეგ 1 თვის ვადაში აუქციონატორსა და მყიდველს შორის დგება  ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6.  აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონში გამარჯვების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გააფორმოს ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ. 7.  აუქციონის შედეგების გაფორმებასა და შემდგომი რეგისტრაციის ხარჯების გაღებას უზრუნველყოფს მყიდველი.     მუხლი 9🔗. სხვა დებულებები   1. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით სადავო, ან/და აუქციონის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იმ შემთხვევაში თუ საწარმოს  წილი ან/და აქციები გადაცემულია მართვის უფლებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საწარმოს პარტნიორისადმი ამ წესით მინიჭებული უფლებამოსილებები ითვლება დელეგირებულად მართვის უფლების მიმღებზე (გარდა საკუთრების უფლების გადაცემასთან და ნივთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხებისა). დანართი №2 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა–ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა ღირებულების დადგენის აქტი (ფორმა) 20       წლის                        მდგომარეობით საწარმოს დასახელება                                                                                           № ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალ­ტრ­ული ცვეთა გადაფას­ებამდე ფიზიკუ­რი ცვეთა გადაფას­ებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ5–გრ9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.1997 წ. ბრძანებულების საფუძველზე ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტიური მდგომარეობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ლარი ლარი აშშ დოლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები:       1.                               ვამტკიცებ:                         ვადასტურებ:                                        2.                               საწარმოს                                                                          ხელმძღვანელი                  აუდიტორი                                                3.                                ბ.ა.                                      ბ.ა.                                        4.            დანართი № 3 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის /მანქანა–დანადგარებისა და სხვა/ ღირებულების დადგენის აქტი (ფორმა) 20       წლის                                  მდგომარეობით საწარმოს დასახელება                                                                  № ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალ­ტრ­ული ცვეთა გადაფას­ებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფას­ებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ5–გრ9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.1997 წ. ბრძანებულების საფუძველზე ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტიური მდგომარეობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ლარი ლარი აშშ დოლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები:            1.                                    ვამტკიცებ:                         ვადასტურებ:                                             2.                                    საწარმოს                                                                                    ხელმძღვანელი                  აუდიტორი                                                     3.                                    ბ.ა.                                      ბ.ა.                                             4.            დანართი № 4 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 20       წლის                        მდგომარეობით დაწესებულების დასახელება                                                                         ძირი­თადი აქტივის დასახ­ელ­ება ექსპლუატაც­იაში შესვლის (გამოშვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფას­ებამდე % ლარი გადა­ფასების კოეფი­ციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასე-ბის შემდეგ (ლარი) ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა:                                                                                                                            შექმნილი 20  წ                  №                 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის           საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი:                                 2. საწყისი საბალანსო ღირებულება:                                     3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა)                                     ;                  ბ)                                          ;                  გ)                                     კომისიის დასკვნა:                                                    კომისიის წევრები:  1.                                                                  2.                                                                  3.                                                                  4.                                ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე                                ბ.ა. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის  № 47 დადგენილების  დანართი № 5                                                  ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა (ფორმა) დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა:           (             )         ლარი ლიკვიდაციის შედეგი:                                       მთავარი ბუღალტერი                      „  “        20     წელი კომისიის თავმჯდომარე                                          ბ.ა. საკრებულოს თავმჯდომარე               ა.ხვადაგიანი