„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.35.161.000.453
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2010 წლის 13 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის 61მუხლის მეცხრე პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №31 დადგენილებაში, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ და დადგენილების პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: „(რეგლამენტი)“.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №31 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში; მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში; მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში და მე-6 მუხლის მე-10 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
მუხლი 3
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საბანკო გარანტიას, ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;“.
მუხლი 4
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საბანკო გარანტიას, ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);“.
მუხლი 5
მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გამარჯვებული პირი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია. ბეს გადახდის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და იგი იხდის საბოლოო თანხას – სრულ თანხასა და ბეს შორის სხვაობას.
9. აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან იგი კარგავს საბანკო გარანტიას, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 41პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში.“.
მუხლი 6
მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან იგი კარგავს საბანკო გარანტიას.“.
მუხლი 7
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 8
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.08.2010. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.35.161.000453.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №47, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.161.000453 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1146538/