ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 16/03/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 28.3pt 39.7pt 45.35pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს
პრეზიდენტის
ბრძანებულება №92
2001 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფცია.
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), კულტურის სამინისტრომ (ს. გოგიბერიძე), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე), საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გაიპარაშვილი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკეsბის მინისტრთა საბჭოებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა მხარეებში, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა და სხვა დაინტერესებულმა უწყებებმა სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას გაითვალისწინონ ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფცია.
ე.
შევარდნაძე
ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფცია
1. შ ე ს ა ვ ა ლ ი
სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის მიზანია ახალგაზრდა ადამიანის პიროვნული თვითრეალიზაციისათვის საჭირო სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული პირობებისა და გარანტიების შექმნა, ახალგაზრდების არასამთავრობო გაერთიანებების, ახალგაზრდული მოძრაობისა და ინიციატივების განვითარება.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ რეკომენდაციებსა და რეზოლუციებზე დაყრდნობით, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დამოკიდებულება ახალგაზრდებისადმი გამოიხატება თავისუფალი არჩევანის, ინიციატივის, აქტიური პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ხელშემწყობი პირობებისა და გარემოს შექმნით; ამგვარი გარემო გაააქტიურებს ახალგაზრდობის თავდაცვითი მექანიზმების ამოქმედებას და სწრაფადცვალებად, კრიტიკულ სიტუაციებთან მის ადაპტაციას.
ახალგაზრდობის ხელშემწყობი პირობები და გარემო უცილობლად მოიცავს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საქმიანობის ყველა დონესა და სფეროში. ამ გზით შესაძლებელი ხდება მჭიდრო კავშირის დამყარება, ერთი მხრივ, მოზარდებსა და ახალგაზრდებს და, მეორე მხრივ, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას შორის. გარდა ამისა, ისინი იძენენ როგორც მართვის, ასე საზოგადოებრივი საქმიანობის გამოცდილებას და ამის კვალობახე მაღლდება მათი პასუხისმგებლობაც. ამგვარი ხელშემწყობი პირობებისა და გარემოს შექმნა-სრულყოფა მუდმივი პროცესია, რომელიც საქართველოში ვითარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული „ახალგაზრდობასთან დაკავშირებული მსოფლიო სამოქმედო პროგრამის“, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“, „ადგილობრივ და რეგიონალურ სტრუქტურებში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ ევროპის ქარტიის“, გაეროს ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი მინისტრების I მსოფლიო კონფერენციის, ევროპის საბჭოს ქვეყნების ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი მინისტრების I-V კონფერენციების შემაჯამებელი დოკუმენტების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
საქართველოში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ეფუძნება იმის აღიარებას, რომ „ახალგაზრდა ადამიანები, გამტარებლები, ბენეფიციანტები და მსხვერპლნი საზოგადოებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, პარადოქსულ სიტუაციასთან შეჯახებისას, ერთი მხვრივ, ცდილობენ, მიესადაგონ არსებულ წესრიგს, მეორე მხრივ, წარმოადგენენ ძალას, რომელიც გარდაქმნის ამ წესრიგს. მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობა, მცხოვრები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების განსხვავებული დონეებით ხასიათდებიან, ისწრაფვიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ“*
აქედან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლება განახორციელებს ღონისძიებათა კომპლექსს „ახალგაზრდობის ეროვნული პოტენციალის გასაძლიერებლად, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შესაძლებლობების გასაფართოებლად, რათა ახალგაზრდობა აქტიურად, ეფექტიანად და კონსტრუქციულად მონაწილეობდეს საზოგადოების ცხოვრებაში“**
, რათა ახალგაზრდა თაობა, როგორც ქვეყნის გენოფონდი, ერთ-ერთი ძირითადი ადამიანური რესურსი, სოციალური გარდაქმნების, ეკონომიკური განვითარებისა და ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი ძირითადი გამტარებელი, ყოველთვის იყოს სახელმწიფოს ყურადღების საგანი.
სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების მხარდაჭერა, ახალგაზრდული პროგრამები ორიენტირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ :
►
ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ განათლება, შეიძინონ საჭირო ჩვევები და სრულად ჩაებან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა ჰქონდეთ ნაყოფიერი შრომისა და ეკონომიკურად დამოუკიდებლი ცხოვრების შესაძლებლობა;
►
ყველა ახალგაზრდას შეექმნას ადამიანის უფლებათა დაცვისა და ძირითად თავისუფლებათა სრული განხორციელების გარანტიები;
►
ხელი შეუწყოს განსხვავებელი პოლიტიკური მრწამსის, კულტურისა და რელიგიური აღმსარებლობის ახალგაზრდების ურთიერთპატივისცემას, ურთიერთშემგუებლობასა და ურთიერთგაგებას;
►
დააკმაყოფილოს ახალგაზრდობის განსაკუთრებული მოთხოვნილებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ოჯახის რიცხოვნობის რეგულირების საპასუხისმგებლო პრაქტიკა, ფსიქიკური, მორალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
►
ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს (ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს), აქტიური მონაწილეობა მიიღონ გარემოს დასაცავად და გამაჯანსაღებლად დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში;
►
სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახოს სრული დასაქმების მიღწევა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდების დასაქმებას, ბავშვთა შრომის ექსპლუატაციის ლიკვიდაციას.
„როდესაც ქვეყნის განვითარებაზე, ამ განვითარების პოტენციალზე ვლაპარაკობთ, აქ, უწინარეს ყოვლისა, ახალგაზრდობა გვყავს მხედველობაში. ახალგაზრდობა სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავია. მისი შემოქმედებითი და შრომითი პოტენციალის, ახალ სამყაროში თავისუფალი ხედვის, ინიციატივიანი და პასუხისმგებლობითი აქტიურობის უნარის ჩანერგვა, საკუთარ მისწრაფებათა რეალიზაციის ახალი სიმძლავრეების შექმნა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხია... არსებულ ვითარებაში ხელისუფლების სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდობის განვითარებისათვის შეიქმნას მაქსიმალურად ხელშემწყობი პოლიტიკური და ორგანიზაციული პირობები.
საქართველოს საზოგადოებრივი სისტემის გარდაქმნას, ახალი საქართველოს აშენებას ჩვენ ხშირად ჩვენი მენტალიტეტის გარდაქმნის აუცილებლობას ვუკავშირებთ. საზოგადოებრივი ცნობიერების გარდაქმნის ამ პროცესში წამყვანი ძალა ახალგაზრდობაა. მისი აზროვნება რომ თავისუფალია, შეზღუდული არ არის წარსულის გონებრივი შტამპებითა და იდეოლოგიური კლიშეებით, ამის საფუძველია. ამავე დროს, დაუშვებელია, რომ საზოგადოებრივი გარდაქმნის ამ პროცესში შეწყდეს კულტურული კავშირი ჩვენს შორეულ და უახლოეს წარსულთან, ჩვენი ცხოვრების წესის განმსაზღვრელ იმ კულტურასთან, რომელიც საზოგადოების უფროსი ასაკის მოსახლეობაშია დამკვიდრებული. კულტურული ევოლუციის ამგვარი უწყვეტობისათვის კი საჭიროა ინტენსიური დიალოგი თაობათა შორის. სამწუხაროდ, დიალოგის ამგვარი პროცესი ჩვენთან სუსტად მიმდინარეობს. ჩვენ, მათ შორის, ხელისუფლებამაც, ჯერ კიდევ უნდა ვისწავლოთ დიალოგი ახალგაზრდობასთან, ქვეყნის შენების ყველა ეტაპზე მათ ხმას უნდა ვუსმენდეთ და ვითვალისწინებდეთ. საქართველოს ხელისუფლება იქნება ამგვარი დიალოგის ინიციატორი, შექმნის მისი რეგულარული განვითარების ყველა ორგანიზაციულ და პოლიტიკურ პირობას“. *
2. ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებები
სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებლად ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, რასაც საფუძვლად უდევს:
►
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება სათანადო პოლიტიკური კურსის შემუშავება-გატარების, პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ფორმით;
►
ქვეყანაში მცხოვრები განსხვავებული ეროვნების, კულტურისა და რელიგიური აღმსარებლობისა თუ მრწამსის ახალგაზრდების თანასწორობის აღიარება;
►
პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდების მონაწილეობა;
►
სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის, როგორც სრულფასოვანი საზოგადოების არსებობის უმნიშვნელოვანესი გარანტის და ახალგაზრდობაში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორის, აუცილებელი დაცვა და მისი განმტკიცებისათვის ხელშეწყობა; მშობელთა მომზადება ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის სფეროში;
►
ახალგაზრდობის მდგომარეობის განხილვის პროცესში თვით ახალგაზრდების აქტიური ჩაბმა;
►
სახელმწიფოებრივი პოლიტიკური კურსის, პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში ახალგაზრდობის მონაწილეობა;
►
ახალგაზრდული არასამთავრობო კავშირების მნიშვნელობის აღიარება სამოქალაქო, ღია საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
მომავალი თაობის, ახალგაზრდობის, როგორც სოციალური გარდაქმნების გამტარებლისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მამოძრავებელი ძალის, მხარდაჭერა მოითხოვს ისეთი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას, რომელიც ხელს შეუწყობს მის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ინტეგრაციას და საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას, დაეხმარება მუდმივად ცვალებად გარემოსადმი ადაპტირებაში და საფუძველს შეუქმნის გრძელვადიანი სოციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც 2005 წლამდე ორიენტირებული იქნება შემდეგ პრიორიტეტებზე:
►
განათლება;
►
დასაქმება;
►
ჯანმრთელობა;
►
ნარკოტიკების ბოროტად მოხმარებისა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის შემცირება;
►
თავისუფალი დროის ორგანიზება;
►
მონაწილეობა;
►
საერთაშორისო თანამშრომლობა.
2.1. განათლება
შერჩევის კრიტერიუმები
საზოგადოების ყველაზე უფრო აქტიური ნაწილი, ახალგაზრდობა, სიახლის, ცოდნისა და სიჯანსაღის სიმბოლოდ აღიქმება. სულიერად მდიდარი, განათლებული, მორალურად და ფიზიკურად ჯანსაღი ახალგაზრდა მყარი მომავლის გარანტიაა. ამიტომაც ყველა ქვეყანაში მას ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მიღწეულია შთამბეჭდავი პროგრესი საყოველთაო განათლების გზაზე, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ამის უპირველესი მიზეზია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით, განათლების არსებული სისტემის მიხედვით, შესაძლებელია გამოიყოს სამი ძირითადი პრობლემა: პირველი ისაა, რომ მრავალი მშობელი ვერ გზავნის შვილებს სკოლაში სასწავლებლად, რადგან ამის შესაძლებლობას არ იძლევა არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობები. მეორე პრობლემა ის არის, რომ უპატრონო და მაწანწალა ბავშვები და ინვალიდები რეალურად ვერ ახერხებენ სათანადო განათლების მიღებას იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არსებობს ბავშვთა სახლების, ინტერნატული დაწესებულებების, თავშესაფრების ქსელი, რომელთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა. მესამე პრობლემა დაკავშირებულია განათლების ხარისხთან. განათლება უნდა შეესაბამებოდეს დასაქმებას, იყოს გამოსადეგი ახალგაზრდებისათვის ცხოვრების აქტიურ, მოქალაქეობრივ პოზიციაზე გადასვლისას და, ასევე, მოჰქონდეს შემოსავალი.
იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ისეთი საგანმანათლებლო და სასწავლო სისტემების შექმნას, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ახალგაზრდებისა და მათი საზოგადოების ამჟამინდელ და სამომავლო მოთხოვნილებებს, სასარგებლო იქნება დაინერგოს გამოცდილების გაზიარება და შესწავლილ იქნეს ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა საბაზო წიგნიერების, შრომითი ჩვევების და უწყვეტი განათლების მიღების უზრუნველყოფა. აუცილებელია ქვეყანაში ახალგაზრდებისათვის გაფართოვდეს კვალიფიკაციის ამაღლების ან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის ან დამოუკიდებელი საქმიანობისათვის მომზადების შესაძლებლობები. ქვეყნის წინაშე მდგომი ეკონომიკური პრობლემებისა და განათლების სფეროში არასაკმარისი საერთაშორისო დახმარების გამო ძნელია ყველა ახალგაზრდის შესაბამისი მომზადების უზრუნველყოფა, თუმცა ისინი წარმოადგენენ ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ აქტივს.
მ ი ზ ნ ე ბ ი და ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
მ ი ზ ა ნ ი:
►
საყოველთაო საბაზო განათლების მიღებისათვის ხელშეწყობა;
►
ახალგაზრდებისათვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას შრომის ბაზაზე;
►
ბავშვთა სახლებისა და ინტერნატული დაწესებულებების, თავშესაფრების, ინვალიდი ბავშვებისათვის სპეციალიზებული სკოლა-ინტერნატების თანამედროვე ტექნიკითა და საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვა და მათი განახლება;
►
ქალაქისა და სოფლის ახალგაზრდობის ხარისხიანი განათლების მიღების თანასწორი შესაძლებლობით უზრუნველყოფა;
►
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ახალგაზრდობის განათლება, ახალგაზრდებს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის ხელშეწყობა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით;
►
ახალგაზრდობის ინტელექტუალური, მორალური, შემოქმედებითი და ფიზიკური პოტენციალის განვითარება; დამოუკიდებელი აზროვნების ფორმირება;
►
პროფესიულ-ტექნიკური სწავლების დანერგვა და განვითარება, იმის აღიარება, რომ განათლების ხარისხი და პროფესიული მომზადება ეკონომიკური, სოციალური და სამეწარმეო საქმიანობის გამოძახილია, რომელიც ეფუძნება ეკონომიკური ცვლილებების შედეგად წარმოშობილ მოთხოვნებს;
►
ოჯახური ცხოვრების შესახებ ცოდნის მიღება;
►
არაფორმალური განათლებისათვის მხარდაჭერა, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, გაეცნონ საკუთარ მოქალაქეობრივ, კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს, გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალდებულებები, ჩამოუყალიბდეთ სწორი მსოფლმხედველობა;
►
ისეთი პირობების შექმნა, რომ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ განავითარონ ჰარმონიული ურთიერთობები საზოგადოებასთან; იყვნენ მიმტევებლები და შემწყნარებლები განსხვავებული კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის მიმართ; გაეცნონ და პატივისცემით მოეპყრონ თავისი საზოგადოებისა და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას; შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება უფროსი თაობის წარმომადგენლებისაგან.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
ტრენინგების მოწყობა ახალგაზრდებისათვის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების შესწავლის მიზნით;
►
ძალადობისა და უბედურების მსხვერპლი ახალგაზრდების მიმართ პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო ზომების მიღება;
►
მშობლების მიერ ადრეულ ასაკში მიტოვებულ ბავშვთა განათლების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფა;
►
ფიზიკურად და გონებრივად უუნარო ახალგაზრდების შესაბამისი განათლებით უზრუნველყოფა;
►
სტუდენტური ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერა, მათი უფლებების დაცვა და საჭირო სახსრებით უზრუნველყოფა, სათანადო პირობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათი პასუხიმგებლობისა და როლის ამაღლებას;
►
ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო ბანაკების ორგანიზება;
►
საგანმანათლებლო სემინარების, შეხვედრების, სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციების, ოლიმპიადების, სიმპოზიუმების მოწყობა;
►
შემუშავება და განხორციელება მიზნობრივი პროგრამისა „მცირე აკადემია“;
►
საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა;
►
განხორციელება პროგრამისა „საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიები და გრანტები განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“;
►
ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
►
სკოლამდელი განათლებისათვის ხელშეწყობა.
2.2. დასაქმება
შერჩევის კრიტერიუმები:
დასაქმება ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური პროცესია. მისი პოლიტიკური, სოციალური, მატერიალური, ორგანიზაციული, ფსიქოლოგიური და კულტურულ-საზოგადოებრივი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისათვის. უმუშევრობა და ახალგაზრდობის არასაკმარისი დასაქმება საზოგადოების მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაჭრა შექმნის ახალგაზრდობის საკუთარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ოჯახის შექმნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საფუძველს. უმუშევრობა სოციალურ მანკიერებათა ფართო დიაპაზონს ქმნის და ახალგაზრდობა ყველაზე მეტად განიცდის მის დამღუპველ ზემოქმედებას და იწვევს პროფესიული ზრდის არარსებობას, ღირსების გრძნობის შესუსტებას, მარგინალიზაციასა და გაღატაკებას. ახალგაზრდობა შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი შრომისათვის შექმნილ სასტარტო პირობებზე ბევრადაა დამოკიდებული მომავალში ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირება.
მიზნები და ამოცანები
მ ი ზ ა ნ ი:
►
ახალგაზრდობის შრომითი მოწყობის მყარი საფუძვლების
უზრუნველყოფა;
►
ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის შემცირება;
►
ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის დროს ახალგაზრდობის სოციალური დაცვა;
►
შრომის ბაზარზე ახალგაზრდობის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
►
ახალგაზრდობის მოზიდვა სამრეწველო და მოსახლეობის მომსახურების სფეროში;
►
ახალგაზრდების პროფესიული მომზადებისა და დასაქმების საკითხთა გადაწყვეტა;
►
ახალგაზრდობის დასაქმების, პროფესიული განათლებისა და სამუშაოს ძიების ხელშემწყობი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა;
►
სამინისტროების, უწყებების, საკანონმდებლო ხელისუფლების, საზოგადოებრივი გაერთიანებების მოქმედების კოორდინაცია;
►
ახალგაზრდობის დასაქმების პროგრამულ ღონისძიებათა დაფინანსების საინვენსტიციო პოლიტიკის შემუშავება;
►
ახალგაზრდობის შრომითი მოწყობის, დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამეცნიერო და მეთოდოლოგიური კვლევა;
►
დასაქმების პრობლემის ადგილობრივი სპეციფიკის უცილობელი გათვალისწინება და შესაბამისი კვლევითი პროგრამების შემუშავება;
►
ახალგაზრდობის უმუშევრობის აღკვეთის ღონისძიებათა განხორციელება და შრომითი ბაზრის მართვისათვის საჭირო რეკომენდაციათა შემუშავება;
►
ისეთი საცდელი პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც რეგიონში ახალგაზრდობის შრომით საქმიანობაში ჩაბმას, მიგრაციის დონის შემცირებას, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს;
►
ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემათა დასაბუთებული და მიზანმიმართული გადაწყვეტისათვის ინფორმაციულ-ანალიტიკური საფუძვლების შექმნა;
►
შრომის კანონის აღსრულებისა და ეკონომიკური ექსპლუატაციისგან ბავშვთა დაცვის მიზნით მონიტორინგის მექანიზმის შემოღება.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნა მასში შემავალი რეგიონალური საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრების ქსელით;
►
ახალგაზრდობის შრომითი ბაზრის უწყვეტი და ოპერატიული შესწავლა (მონიტორინგი), ანალიზი და პროგნოზი.
მ ი ზ ა ნ ი :
►
ახალგაზრდობის ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესების, პროფესიული განათლების შესაბამისი თვითრეალიზაციისა და დასაქმების ხელშემწყობი პირობების შექმნა.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
საინფორმაციო ცენტრების მონაცემთა ბანკთან დამსაქმებელთა მუშაობის სამართლებრივი და ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმების შექმნა;
►
მონაცემთა ბაზის წარმოებისა და ფორმირების, ვაკანსიათა არჩევისა და ძიების პროცესის ავტომატიზაცია;
►
ახალგაზრდობის დასაქმების კერძო სტრუქტურების ჩართვა საერთო საინფორმაციო ქსელში;
►
„ბავშვის შრომის უკიდურესად მძიმე ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №182 კონვენციის რატიფიცირების საკითხის განხილვა.
მ ი ზ ა ნ ი:
►
ახალგაზრდობის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა რეგიონისათვის სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებით.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
სასწავლებელთა სასწავლო გეგმებში იმ საგნებისა და ლექციათა კურსის ჩართვა, რომლებიც რეგიონის ეკონომიკურ მოთხოვნებს შეესაბამება;
►
ახალგაზრდობის საგანმანათლებლო პროგრამების ბაზაზე ისეთი კომპლექსური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით, ყველა სოციალურ-დემოგრაფიული ახალგაზრდული ჯგუფის თანაბარ შესაძლებლობას განათლებისა და სამუშაოს მიღებისას;
►
ახალგაზრდობის დასაქმების უზრუნველყოფის პროგრამული კომპლექსის დაკავშირება განათლების და დასაქმების სხვა დარგობრივ პროგრამებთან.
მ ი ზ ა ნ ი ;
►
დასაქმების პროგრამების შემუშავება და განხორციელება საზაფხულო არდადეგების პერიოდისათვის;
►
ახალგაზრდა მეწარმეთა მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, ინფორმაციული უზრუნველყოფის, იურიდიული და საექსპერტო კონსულტაციის ფორმირება;
►
საქართველოს ახალგაზრდების მიერ განვითარებულ ქვეყნებში არსებული კონკურენტუნარიანი შრომითი კვალიფიკაციისა და თანამედროვე შრომითი კულტურის დაუფლება ამ კულტურის საქართველოში დანერგვის უზრუნველსაყოფად.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი :
►
პროფორიენტაცია, დაწყებითი მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალიზაცია:
=
ადგილობრივი და უცხოური გამოცდილების ანალიზი, სამეწარმეო საფუძვლების შემსწავლელი პროგრამების საკონკურსო შერჩევა, მათი დამუშავება და ეტაპობრივი ჩართვა სასკოლო, საშუალო სპეციალურ და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებში,
=
სამეწარმეო საფუძვლების შემსწავლელი მეთოდური სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების მოქმედების ანალიზი, მათი დამუშავება და სრულყოფა,
=
საინფორმაციო-საცნობარო და ანალიტიკური უზრუნველყოფა, იურიდიული და საექსპერტო კონსულტირება, ფინანსური მხარდაჭერა და გარანტიების უზრუნველყოფა,
=
შესაბამის სახელმწიფოთა მთავრობების დონეზე ხელშეკრულებების დადება უცხოეთის ტექნიკური დახმარების სისტემის გამოყენებით საქართველოს ახალგაზრდების დასავლეთის საწარმოებში, მშენებლობებზე, მომსახურების სფეროში მუშაობისთვის პოლიტიკური საფუძვლისა და გარანტიების შესაქმნელად.
2.3. ჯანმრთელობა
შერჩევის კრიტერიუმები
მიუხედავად ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის სფეროში მიღწეული გარკვეული სტაბილიზაციისა, ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს.
ჯანმრთელობის სფეროში არსებულ მწვავე მდგომარეობას ახასიათებს დაავადებათა დღევანდელი სტრუქტურა. ახალგაზრდებში გავრცელებულ დაავადებებს შორის ყველაზე მეტად გვხდება სასუნთქი ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ინფექციური, ნერვული და გრძნობათა ორგანოების დაავადებები, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და თავისებურებასთან. სტრესები, ცუდი ან არასრულფასოვანი კვება და დასვენება, ეს და სხვა მიზეზები იწვევენ ახალგაზრდებში დაავადებათა ზრდას, სუსტი და განუვითარებელი ორგანიზმის ჩამოყალიბებას .
საყურადღებოა ის გარემოება, რომ უკანასკნელ წლებში დაავადებათა რიცხვის გარკვეული შემცირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც პროცენტული მაჩვენებლები გვიდასტურებს, მკვეთრად იზრდება დაავადებული ბავშვების ხვედრითი წილი, ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალზე ბევრი ავადმყოფი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ მიმართავს სამკურნალო დაწესებულებებს.
აღინიშნება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეფასებით დადგინდა, რომ ჯარისკაცების მზადყოფნა ძალზე არადამაკმაყოფილებელია, რაც სხვადასხვა მიზეზთან ერთად, წვევამდელთა საერთო ჯანრმთელობასა და მათ ფიზიკურ მომზადებასთანაც არის დაკავშირებული.
წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ნეგატიური მოვლენები გამოწვეულია არა მარტო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ვითარებით, არამედ სხვა იმ უარყოფითი გარემოებებითაც, რომლებსაც სახელმწიფო და საზოგადოება უნდა აკონტროლებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ.
უკანასკნელ წლებში ახალგაზრდების დისპანსერიზაცია, დაავადებათა დროული გამოვლენა და შემდგომი მკურნალობა არაეფექტიანად მიმდინარეობს, რაც არ იძლევა საშუალებას, რომ ისინი სამხედრო სამსახურში ჩაირიცხონ. ამ პრობლემის გადაჭრამ უდიდესი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის თავდაცვითი ძლიერების საქმეში.
ახალგაზრდებს შორის შესამჩნევად გავრცელდა ინფექციური და ვენერული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საზოგადოების მხრიდან. ბოლო წლებში აღინიშნება ცნობილი, წინათ არასაშიში დაავადებების უფრო რთული ფორმები, რაც გამოწვეულია ბავშვებსა და მოზარდებში იმუნიტეტის დარღვევით. ამის მიზეზია არაბალანსირებული და არაეკოლოგიური პროდუქტებით კვება.
►
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელ წლებში რეგისტრირებული ინფექციური და პარაზიტული სნეულებებით დაავადებულთა 42,38% 15 წლამდე ასაკის ბავშვია.
►
განსაკუთრებული ზრდის ტენდენციით ხასიათდება აქტიური ტუბერკულოზი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის გაუარესებასა და ეკოლოგიურად არაჯანსაღ პროცესებთან.
►
ბოლო პერიოდში წვევამდელებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფილტვისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
►
განსაკუთრებით მწვავე ხასიათი შეიძინა ვენერულმა დაავადებებმა. დღეისათვის საქართველოში აღრიცხული სიფილისის შემთხვევათა 44,5 % 20-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის, გონოკოკური ინფექციის შემთხვევიდან 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე 60,4 % მოდის. ვენერულ დაავადებათა შემთხვევების უდიდესი ნაწილი აღრიცხულია თბილისში.
უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ჯანსაღი საზოგადოება ჯანსაღმა ადამიანებმა უნდა აშენონ. ამ ფონზე, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, თბილისში (სადაც რაღაც ფორმით აღრიცხვა მაინც წარმოებს) დაფიქსირებულია უბნები, სადაც ახალგაზრდების 30% ალკოჰოლიზმის ზღვარზე იმყოფება, მათ ნახევარი ნაბიჯიღა აკლიათ ალკოჰოლიზმის, როგორც დაავადების, ჩამოყალიბებამდე. შემაშფოთებელია თამბაქოს მწეველთა რიცხვის ზრდა:
►
ახალგაზრდების სოციოლოგიურმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ ალკოჰოლიზმისადმი დადებითი დამოკიდებულება (ანუ როგორც გართობის თანმხლები ატრიბუტი) გამოხატა 34,8%-მა. ალკოჰოლი, როგორც უარყოფითი მდგომარეობის შემსუბუქების საშუალება, შეაფასა 15,8%-მა. ალკოჰოლს საერთოდ არ ღებულობს ზიზღის გამო მხოლოდ 17,7 %, თუმცა 27,8% მას აფასებს როგორც უარყოფით მოვლენას. შეიძლება ითქვას, რომ მოზარდების დაახლოებით ნახევარი ალკოჰოლს აფასებს დადებითად და მისი მომხმარებელია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ 15-17 წლის ასაკობრივი ჯგუფი ჩვეულებრივ მოვლენად თვლის მის მიღებას და რომ გოგონებისა და ბიჭების დამოკიდებულება არ იძლევა სანდო სტატისტიკურ სხვაობას ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით – გოგონებიც ისევე იღებენ ალკოჰოლს, როგორც ბიჭები.
►
განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ საქართველოში ქალთა 28% თამბაქოს მოიხმარს ორსულობის, ხოლო 34% – მეძუძურობის პერიოდში.
ახალგაზრდობის სრულფასოვანი კვება და ხარისხოვანი საკვებით უზრუნველყოფა დამოკიდებულია მათი ოჯახების მატერიალურ მდგომარეობასა და კეთილდღეობის დონეზე. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე კვების პროდუქტების მოხმარების დონე მკვეთრად დაეცა. ბოლო წლებში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საშუალოდ ცილების მოხმარება 1,7-ჯერ შემცირდა, ცხიმების მოხმარება – 2,4-ჯერ. მინიმუმამდე შემცირდა ცხოველური პროდუქტების მოხმარებაც. განსაკუთრებით დაბალია ბავშვებისათვის ძირითადი საკვებით ვიტამინებით, ცხოველური ცილებითა და თევზით უზრუნველყოფა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის. ამის გამო ბავშვებში შეინიშნება ავიტამინოზის სინდრომები, სტომატოლოგიური დაავადებები და კიდურების დეფორმაცია.
ყოველივე ეს მოწმობს, რომ ბავშვთა და მოზარდთა არასრულფასოვანი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, რომლის გადაჭრისათვის სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნონ.
ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მასალის საერთო ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ ის ტენდენციები და მოვლენები, რომლებიც, პრობლემების სახით, მიმდინარე პერიოდის ძირითადი მახასიათებელია. მათ მიზეზებში გარკვევა, შესაბამისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა და აღმოფხვრის მექანიზმების ჩამოყალიბება ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა.
მიმდინარე პერიოდის განსაკუთრებულ პრობლემათა ჩამონათვალში უნდა გამოიყოს შემდეგი საკითხები.
►
ევროპულ სტანდარტებთან შედარებით საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები – 1 წლამდე ასაკში, რასაც, ძირითადად, იწვევს რესპირატორული პათოლოგიები, პერინატალურ პერიოდში არსებული პრობლემები. ბავშვთა სიკვდილიანობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის ახალშობილთა პათოლოგიებს;
►
უკანასკნელ წლებში იმატა ხელოვნური აბორტების რიცხვმა; აღინიშნება აგრეთვე დედათა ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის ზრდა. გაიზარდა მოზარდებს შორის ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემთხვევები, რამაც გააუარესა დედისა და შვილის ჯანმრთელობა;
►
საგრძნობლად გაუარესდა სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების ბავშვთა პატრონაჟი. ბავშვთა კონტინგენტის უფასო სამედიცინო მომსახურების სისტემის მოშლამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მოზარდთა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების მდგომარეობაზე;
►
მეტად საგანგაშოა მოზარდებში ვენერულ დაავადებათა გავრცელების დონე;
►
ნარკოლოგიური მოშლილობით დაავადებულთა შორის 15 დან 18 წლამდე ახალგაზრდებიც გვხდებიან;
►
იზრდება ახალგაზრდების წილი ფსიქიკური დარღვევებით (მათ შორის ფსიქოზებით) დაავადებულთა შორის.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეს მონაცემები ეხება მხოლოდ სახელმწიფო სექტორის დაწესებულებებს, ვინაიდან კერძო სექტორის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა ჯერჯერობით არ ხდება. თუ ამ ციფრებს დავუმატებთ იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების რაოდენობას (დაახლოებითი გაანგარიშებით – 1/3-მდე), რომლებიც სხვადასხვა მიზეზის (ძირითადად უსახსრობის) გამო უკიდურეს გაჭირვებამდე არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, მდგომარეობის უაღრესი სერიოზულობა ყველასათვის ნათელი გახდება.
მოზარდების, როგორც ცალკე ჯგუფის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობა ბოლო დრომდე მნიშვნელოვნად იგნორირებული იყო რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის არსებული სამსახურების მიერ. საზოგადოების რეაქცია მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უნდა ეფუძნებოდეს ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც დაეხმარება მათ მიაღწიონ მოწიფულობის ისეთ დონეს, როცა შეძლებენ მიიღონ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები. კერძოდ, საჭიროა მოზარდთათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების გაწევა, რომლის მეუხებითაც შეძლებენ გაერკვნენ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებში, დაცული იყვნენ არასასურველი ორსულობისგან, ვენერული დაავადებებისა და ამასთან დაკავშირებული უნაყოფობის საშიშროებისაგან. ამას უნდა ახლდეს ახალგაზრდა კაცებში ქალის თვითგამორკვევისადმი პატივისცემის გრძნობის გაჩენა და ქალებთან ერთად საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. ეს პირობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალებისა და მათი ბავშვების ჯანმრთელობის დასაცავად, ქალთა თვითგამორკვევის უზრუნველსაყოფად. მთელ მსოფლიოში ადრეულ ასაკში ორსულობა და შვილოსნობა კვლავინდებურად წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს ქალებისათვის განათლების დონის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.
ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის საერთო არადამაკმაყოფილებელ ფონზე კიდევ უფრო სერიოზული ვითარება (გარკვეული დაავადებების შესაბამისად) და ტენდენციები შეიმჩნევა ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, რაც განპირობებულია მთელი რიგი ობიექტური მიზეზებით:
►
ქვეყანაში ათეული წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკის შედეგად ყველა ძირითადი სამედიცინო დაწესებულება (შესაბამისი კვალიფიციური კადრებით) თავმოყრილია საქართველოს დედაქალაქსა და რამდენსამე სამხარეო ცენტრში. აღნიშნულის ფონზე, სწორედ მაშინ, როდესაც მკვეთრად გართულდა ცხოვრების პირობები, შეუძლებელი გახდა მოქალაქეთათვის სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (ეს ეხება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკურ, ისე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასაც). ამის შედეგად დიდ ქალაქებსა და სამხარეო ცენტრებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა რეგიონებში, განსაკუთრებით – მთიან რეგიონებში (რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 60%-მდეა) მოსახლეობის დაავადების მაჩვენებლები, ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა. შესაბამისად გახშირდა ბავშვთა (განსაკუთრებით პოსტპერინატალურ პერიოდში) სიკვდილიანობის შემთხვევები;
►
რეგიონებში პრაქტიკულად აღარ ეწყობა მოსახლეობის, მით უმეტეს ახალგაზრდების, სამკურნალო-პროფილაქტიკური შემოწმება, სწორედ ამის – შედეგია გარკვეული დაავადებების გავრცელების არეალის გაფართოება და ეპიდემიის გავრცელება; აღნიშნულთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ისიც, რომ ნაკლებ საიმედოა ნებისმიერი სტატისტიკური მაჩვენებელი, რამდენადაც ის ზოგჯერ ოფიციალურად რეგისტრირებულ ავადმყოფთა რაოდენობასაც კი ვერ უჩვენებს სწორად;
►
ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საერთაშორისო გამოცდილება. ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა მივიჩნიოთ ბუნებრივ მოთხოვნილებად, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საზოგადოებრივი განვითარების ახალ ფორმაციაზე გადავდივართ, როდესაც ჯანმრთელობას ეკონომიკური კატეგორიის სფეროს ვაკუთვნებთ და როდესაც ჯანსაღი ცხოვრება და ჯანმრთელი ორგანიზმი პიროვნებისა და საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური წინსვლის გარანტია.
ვინაიდან ახალგაზრდობაა ყოველივე ახლის წამომწყები, ამ შემთხვევაშიც იგი უნდა იქცეს იმ მამოძრავებელ ძალად, რომელიც კარდინალურ ცვლილებას მოახდენს და თავისი ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების პასიურ ფორმას აქტიურად გადააქცევს. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ახალგაზრდობის წამყვანი როლის დაფიქსირებითა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნით იქნება შესაძლებელი რეალური შედეგების მიღწევა.
აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. ახალგაზრდობა რომ პროცესებში ჩაებას, მან უნდა იცოდეს, რაში ებმება, გააზრებული უნდა ჰქონდეს პრობლემა. აი, აქ თავს იჩენს მისი არასაკმარისი ინფორმირებულობა, სამედიცინო თუ პროფილაქტიკური განათლება, რაც იმის წინაპირობა ხდება, რომ კიდევ უფრო დამძიმდეს ( როგორც ყოველთვის, არაკომპეტენტური ჩარევის შემთხვევაში) ისედაც გართულებული მდგომარეობა ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, ტოქსიკომანიის, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა და სხვა სნეულებათა ფართოდ გავრცელების თვალსაზრისით.
ძალზე მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე ზემოქმედება, რომელშიც ახალგაზრდას უწევს არსებობა –ოჯახი, სასწავლებელი, ქუჩა. აქაც შესაბამისი პროგრამები უნდა განხორციელდეს.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად საჭიროა საერთო ძალისხმევა და ამ ძალისხმევაში ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი.
უაღრესად აქტუალური და გარკვეული დადებითი შედეგების მომცემი იქნება პრაქტიკული ჩართვა საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში, რადგან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენშიც ახალგაზრდობა, ნაცვლად იმისა, რომ განიხილებოდეს როგორც დამხმარე ძალა, მაგალითად, ნარკოტიკებთან ბრძოლის, მისგან საზოგადოების დაცვის საქმეში, ხშირად მოიაზრება როგორც სამიზნე, ხანდახან პრობლემაც კი. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის ახალგაზრდების შეგნების ამაღლება მათთვის ფუნდამენტური, ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდებით იქნება, მათი ინტერესების მობილიზაციისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი. ამას გარდა, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში სწორედ ახალგაზრდების მონაწილეობა გამოიღებს რეალურ ნაყოფს.
მიზნები და ამოცანები
მ ი ზ ა ნ ი :
►
ყველა ახალგაზრდის საბაზო სამედიცინო-სანიტარული მომსახურებით უზრუნველყოფა;
►
ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აუცილებელი ცოდნითა და საჭირო ინფორმაციით ახალგაზრდების უზრუნველყოფა;
►
ახალგაზრდებს შორის მავნე ჩვევებით გამოწვეული ავადმყოფობებისა და შერყეული ჯანმრთელობის პროფილაქტიკა ოჯახების, ცალკეული ჯგუფების, სასწავლო დაწესებულებების, საინფორმაციო საშუალებების, ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე პერსონალის მონაწილეობით;
►
აღიარება იმისა, რომ ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება საფრთხეში აგდებს მათ ჯანმრთელობას;
►
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა რიცხოვნობის შემცირება ახალგაზრდებში;
►
ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში ზნეობრივ ღირებულებათა და ეროვნულ ტრადიციათა მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
საყოველთაო, არადისკრიმინაციული, საბაზო სამედიცინო-სანიტარული მომსახურება, სანიტარიულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად კვების საკითხებში საგანმანათლებლო და პროფილაქტიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
►
დაწყებითი და საშუალო სკოლების სასწავლო გეგმაში პირველი სამედიცინო-სანიტარიული დახმარების სწავლებისა და პრაქტიკული ჩვევების დანერგვის პროგრამების შეტანა;
►
ჯანმრთელობისათვის მავნე მოქმედებათა მოდელების სოციალური და სამედიცინო თვალსაზრისით უარყოფითი შედეგების ჩვენება;
►
ქმედით ღონისძიებათა განხორციელება თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მიზნით;
►
განხორციელება პროგრამისა „ცხოვრების ჯანსაღი წესი“;
►
ახალგაზრდების სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის გამომწვევი ყველა სახის პრობლემის გამოაშკარავება და ქმედით ღონისძიებათა განხორციელება მათი აღკვეთის მიზნით, აგრეთვე საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით;
►
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ახალგაზრდებისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
►
მრავალმხრივი სამედიცინო-სანიტარიული დახმარების სამსახურების შექმნა და ამგვარი სამსახურების ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
►
შვილობილად აყვანის პროცესში ბავშვის ინტერესების უზრუნველყოფის ზომების მიღება;
►
გაშვილების პროცესების შესაბამისი მონიტორინგის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ, ისე სხვა სახელმწიფოში;
►
კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის დაბადების თარიღის, ადგილისა და გენეტიკური მშობლების შესახებ ინფორმაციის დაცვა და ასევე ბავშვის ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით ეს ინფორმაცია მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი გახდეს ბავშვისათვის.
2.4. არასრულწლოვანთა
დამნაშავეობისა
და
ნარკოტიკების
ბოროტად
მოხმარების
შემცირება
შერჩევის კრიტერიუმი:
მომავალ თაობაზე მავნე ზეგავლენის უკიდურეს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, ნარკომანია, ტოქსიკომანია და ალკოჰოლიზმი, რის შედეგადაც ირღვევა პიროვნების ფიზიკური, სოციალური და ფსიქიკური სახე. არასრულწლოვანთა მიერ კანონის დარღვევა სერიოზული პრობლემაა. მრავალ შემთხვევაში კანონდამრღვევები არიან ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვები, რომლებიც უკვე შეეჩეხნენ ძალადობას თავის უშუალო სოციალურ გარემოცვაში ან მოწმის, ან მსხვერპლის სახით. მათი განათლების დონე, თუკი ის საერთოდ არსებობს, როგორც წესი, მეტად დაბალია. ის პირველი სოციალური გამოცდილება, რომელსაც ისინი ოჯახში იძენენ, არასაკმარისია, ხშირ შემთხვევაში კი – საზიანოც. სოციალურ-ეკონომიკური გარემო სიღატაკითა და გამოუვალი სიტუაციით ხასიათდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რისკის ფაქტორს ექვემდებარება ყველა ის მოზარდი, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქუჩაში უზედამხედველოდ რჩებიან. სამართლებრივ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობის ფორმირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში მოხვედრილ ბავშვთა და მოზარდთა დახმარება გარანტირებული უნდა იყოს სპეციალური სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით.
ბოლო წლებში ნარკომანიისაგან ახალგაზრდობის დაუცველობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ფართოდ გავრცელებული ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგები, განსაკუთრებით ვაჟებსა და გოგონებში, სრულიად აშკარა გახდა. ძალადობა, განსაკუთრებით ქუჩის ძალადობა, უმეტესწილად განპირობებულია ნარკოტიკების ბოროტად მოხმარებითა და ნარკოტიკული ნივთიერებების არაკანონიერი ბრუნვით.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შეინიშნება ნარკოშემცველი მცენარეების უკანონო წარმოება და მათი შიდა ბაზრის ჩამოყალიბება.
ყოველივე ამის შედეგია ის, რომ 12-14 წლამდეა ჩამოსული ის ასაკი, როდესაც ბავშვი იწყებს ნარკოტიკული ნივთიერებების გასინჯვას, იწყებს სუსტი ნარკოტიკული ნივითიერებებით (ანაშა), შემდეგ, 18-დან 25 წლამდე, იგი ყალიბდება ნარკოტიკების აქტიურ მომხმარებლებად, 25 წლიდან კი იწყება ფაზა, როდესაც ვითარდება ნარკოტიკული დამოკიდებულება, ანუ, ფაქტობრივად, ყალიბდება ნარკომანი. როგორც საკუთარი, ისე საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს , რომ ნარკოტიკები, უპირველესად, ზემოქმედებს საზოგადოების ყველაზე მიმნდობ და გავლენის ქვეშ ადვილად მოსაქცევ ნაწილზე – ახალგაზრდობაზე. ნარკოტიკების გამოყენების საწყისი ეტაპი, ხშირ შემთხვევაში, მოზარდობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის კრიტიკულ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ხდება კიდეც ნარკოტიკებისათვის „გემოს გასინჯვა“. ნარკოტიკები ძლიერ იზიდავს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესესაა იწყებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თვითგამოხატვისათვის.
„ნებისმიერი სპეციფიკური მიზეზი ახალგაზრდობის მიერ ნარკოტიკების გამოყენებისა ხშირ შემთხვევაში იქცევა მათ მიერ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების გლობალური ტენდენციის მიზეზად. მრავალ ქვეყანაში ახალგაზრდები ნარკოტიკების საშუალებით ცდილობენ შეეგუონ იმ გარემოს, სადაც სწრაფად ცვალებადი სოციალური და ტექნოლოგიური პირობები და კონკურენციის მაღალმაჩვენებლიანი საზოგადოებაა, რომელშიც წარმატებისაკენ სვლა სწორედ პერსონალურ თვითგამოხატვაზეა დამოკიდებული“.*
თბილისელ მოზარდებს შორის მოწყობილი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა ნარკომანიისადმი ორმაგი უარყოფითი დამოკიდებულება წარმოაჩინა: ნარკომანია, როგორც დანაშაული, რომელსაც უნდა ებრძოლოს საზოგადოება (გამოკითხულთა 34%) და ნარკოტიკი, როგორც მავნე ნივთიერება, რომელიც ანადგურებს ორგანიზმსა და პიროვნებას (48,7%) .
როგორც ვხედავთ, მოზარდები ძირითადად უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, თუმცა 19.6% გამოხატავს მზადყოფნას, რომ ცნობისმოყვარეობის გამო ერთხელ მაინც გასინჯოს ნარკოტიკი. აქვე, ამ საგანგაშო მაჩვენებლის გვერდით უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკების გასინჯვის სურვილს ორჯერ მეტი გოგონა გამოხატავს (25.9%), ვიდრე ბიჭი (12.5%). დღევანდელ საქართველოში, როცა ნარკოტიკული ნივთიერებების ხმარება ფართოდ გავრცელდა, სავარაუდებელია, რომ ბიჭების გულწრფელობა შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ გოგონების 26% მზადაა გასინჯოს ნარკოტიკი, სერიოზულ სახიფათო პერსპექტივას ქმნის.
ფსიქოტროპული ნივთიერებების ასორტიმენტი განუხრელად ფართოვდება, ხოლო მათი ზემოქმედება და მიღების პრაქტიკა, ექიმის დანიშნულების შემთხვევაშიც კი, ბოლომდე არაა შესწავლილი. ზოგიერთი პაციენტი მისთვის აუცილებელ სამკურნალო კურსს ბოლომდე არც გადის. ექიმის დანიშნული სამკურნალო საშუალებების არასწორი გამოყენება, დამამშვიდებელი, ძილისმომგვრელი და მასტიმულირებელი საშუალებების დახმარებით თვითმკურნალობის პრაქტიკა, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს.
ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების შეწყვეტის ინიციატივა მოიცავს ფართო შესაძლებლობებს, დაწყებულს იმით, რომ ეხმარება ადამიანებს ნარკოტიკების მიღებაზე უარის თქმაში, რაც ხელს უშლის უნებლიე მიჩვევას, და დამთავრებულს იმით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებს აღუძრავს ნარკოტიკების მიღების სრული შეწყვეტის სურვილს. მკურნალობის პროგრამების ამოსავალი უნდა იყოს იმის აღიარება, რომ ნარკოტიკების ბოროტად მოხმარება ქრონიკული მდგომარეობაა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პროგრამებში გათვალისწინებული იყოს სოციალური და კულტურული პირობები და არსებობდეს ეფექტიანი ურთიერთკავშირი მკურნალობის განსხვავებულ გზებს შორის.
ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვას.
ნარკოტიკებზე მოთხოვნილების შეზღუდვის პროგრამის შედეგების მისაღწევად საჭიროა მოხდეს ორიენტირება მთელ ახალგაზრდობაზე, განსაკუთრებით კი – „რისკის ჯგუფზე“. ამ პროგრამების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ, საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებშიც ნაჩვენები იქნება ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების ყველა საფრთხე. ასევე ძალზე საჭიროა თავისუფალი დროის ორგანიზება იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდებმა დაძლიონ ნარკოტიკებით ცდუნება. ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე ინდივიდუალურ მუშაობაში ახალგაზრდობის მოსაზიდად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასაბმელად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად, ნარკოტიკების დამღუპველი ზემოქმედების შესახებ ახსნა-განმარტებითი მუშაობის გასაფართოებლად.
მიზნები და ამოცანები
მ ი ზ ა ნ ი:
►
ახალშობილობიდან მოზრდილობამდე ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური, სოციალური გარემოს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური დაცვა: სოციალური მხარდაჭერის, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, სოციალურ-სამედიცინო, ფსიქოპროფილაქტიკურ-პედაგოგიური, სოციალურ-სამართლებრივი და მატერიალური სტიმულირების, სოციალური ადაპტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებისა და წახალისების გზით;
►
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების მავნე ზეგავლენის მიმართ ფსიქოლოგიურად მდგრადი თაობის ფორმირება;
►
ახალგაზრდებს შორის მარგინალური სოციალური ჯგუფების პროფილაქტიკა;
►
მძიმე სოციალური ფონის მოხსნა;
►
კრიმინოგენური მდგომარეობის დაძლევა.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემუშავება და სრულყოფა;
►
სოციალური სამსახურის ინფრასტრუქტურის ფორმირება-განვითარება;
►
სოციალური სფეროს მუშაკთა და შესაბამის სპეციალისტთა მომზადება-გადამზადება;
►
მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიური საფუძვლების შექმნა;
►
მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება სასჯელმოხდილ არასრულწლოვანთა დასაქმების მხარდაჭერის, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნების, რეაბილიტაციის მიზნით;
►
არასრულწლოვანთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე მავნე ზემოქმედების მომხდენი გარემოსაგან დასაცავად სათანადო ზომების მიღება, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და საგანმანათლებლო ხასიათის მიზნობრივი პროგრამის შემუშავება-განხორციელების გზით;
►
ნარკოტიკების ბოროტად მომხმარებელ ახალგაზრდათა, ნარკომანთა და მწეველთა მკურნალობა და რეაბილიტაცია:
=
გამოკვლევების მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ახალგაზრდა ნარკომანების მკურნალობა და რეაბილიტაცია, რომლებშიც შევა მკურნალობის სხვადასხვა ფორმა, რეციდივების პრობლემები და ნარკომანიის მკურნალობის ადმინისტრაციული ასპექტები,
=
საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ერთობლივი პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით,
=
ყოფილი ნარკომანებისა და ტოქსიკომანების რეაბილიტაციისა და განათლების პროგრამების შემუშავება, რომლებშიც განსაკუთრებით იქნება გათვალისწინებული ასეთი ბავშვებისა და ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობა,
=
მკურნალობის მეთოდების დამუშავება, რომლებშიც გათვალისწინებულ იქნება ოჯახისა და თანატოლების პოზიტიური ზეგავლენა, თერაპიულ, ჯგუფურ სეანსებში ჯანმრთელი ახალგაზრდების მონაწილეობის გზით, რათა ახალგაზრდა ნარკომანებსა და ტოქსიკომანებს გაუადვილდეთ ნორმალურ ცხოვრებას და საზოგადოებაში დაბრუნება;
►
მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება არასრულწლოვანთა დამნაშავეობის თავიდან აცილების მიზნით;
►
სოფლად ისეთი სამსახურების გაძლიერება, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ადგილზე დამკვიდრებას;
►
ახალგაზრდა სამართალდამრღვევებთან ურთიერთობაში მყოფი ყველა პროფესიონალისათვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გასაცნობად სასწავლო პროგრამების შემოღება;
►
მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება ახალგაზრდების მიერ ძალადობის დამღუპველი სოციალური შედეგების გააზრების მიზნით;
►
ძალადობის შემცველი ფილმებისა თუ სხვა აუდიოვიზუალური ნაწარმოებებისაგან ბავშვთა და მოზარდთა დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.
2.5. თავისუფალი დროის ორგანიზება
შერჩევის კრიტერიუმები
საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე დღეს მრავალი გადაუჭრელი პრობლემა დგას. მოწყობილი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, თავისუფალი დროის ორგანიზების პრობლემა სიმწვავით ერთ-ერთი პირველია. ამ გამოკვლევის შედეგად აშკარად ჩანს, რა მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდა თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებას.
აღნიშნული პრობლემა დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია აქტუალური, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დაბალი დონე, უპირველესად, ამ სფეროს აზარალებს. ახალგაზრდების ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზების დიდი მნიშვნელობა აღიარებულია ნებისმიერ საზოგადოებაში. თავისუფალი დროის ორგანიზება ითვალისწინებს თამაშების, სპორტული, კულტურული ღონისძიებების, გართობის სწორად დაგეგმვასა და მუშაობას გარკვეულ წრეებში. თავისუფალი დროის ახალგაზრდული პროგრამები ისეთი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის ელემენტებს წარმოადგენენ, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, ახალგაზრდობის დამნაშავეობა და სხვა ასოციალური სახის მოქმედებები. თავისუფალი დროის პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ახალგაზრდების ინტელექტუალური, ფიზიკური და ემოციური პოტენციალის განვითარებას.
ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზების საბჭოური სისტემა დაინგრა. გაუქმდა ტრადიციად ქცეული მრავალი შემოქმედებითი, სპორტული, გასართობი ღონისძიება, გაპარტახდა სპორტული დარბაზები და მოედნები, პიონერთა სასახლეები, ნორჩ ნატურალისტთა სადგურები, ხოლო სამაგიერო სისტემის ჩანაცვლება არ მოხერხდა. დღეს მდგომარეობა სავალალოა.
მნიშვნელოვნად შემცირდა ყოფილი პიონერთა, აწ უკვე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების რიცხვი. რაც დარჩა, მხოლოდ წრეობრივი მუშაობით შემოიფარგლება, ახალგაზრდობის თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და, ამდენად, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ვეღარ ასრულებს. თითქმის მთლიანად მოიშალა საბანაკო სისტემა, წინათ თუ ყველა მოზარდი და ახალგაზრდა გაერთიანებული იყო რომელიმე სპორტულ სექციაში, დღეს სპორტული სექციები ახალგაზრდების მხოლოდ 2,6 პროცენტს აერთიანებს.
მ ი ზ ნ ე ბ ი დ ა ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
მ ი ზ ა ნ ი:
►
თავისუფლების, ღირსების გაფრთხილებისა და სამართლიანობის პირობებში ბავშვის, მოზარდის პიროვნულობის, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების, ინდივიდუალური პოტენციალის ყოველმხრივი განვითარება;
►
ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
►
ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი კულტურული ცენტრებისა და სხვა გასართობი ობიექტების შექმნა სოფლად და ქალაქად;
►
ახალგაზრდული ტურიზმისათვის ხელშეწყობა და განვითარება;
►
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ხელშეწყობა, რათა ისინი დაეხმარონ ახალგაზრდობას სოციალური ინტეგრაციის ყველა ასპექტის გაცნობიერებაში.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
სოფლებსა და ქალაქებში სპორტული მოედნების მოწყობა და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი თამაშების, გასართობი ღონისძიებების ორგანიზება; ბავშვებისა და ახალგაზრდობის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის საყოველთაო მიძრაობის ორგანიზება;
►
ბავშვთა და მოზარდთა სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღებისა და შემეცნებით-შემოქმედებითი დასვენების სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის, „საქართველოს მომავალი“ და „ურეკი-მომავლის ქალაქი“, შემუშავება და განხორციელება;
►
განხორციელება მიზნობრივი პროგრამისა „სტუდენტური დღეები“.
►
ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა შეხვედრა-სემინარების გამართვა;
►
განხორციელება მიზნობრივი პროგრამისა „ძეგლი“;
►
საბავშვო ლიტერატურისა და პერიოდიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
►
ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად „წინანდლის პრემია“ მიზნობრივი პროგრამის განხორციელება;
►
ახალგაზრდული ცენტრების ორგანიზება ყოფილი პიონერთა სახლებისა და სასახლეების ბაზაზე და მათი დაქვემდებარება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის;
►
ახალგაზრდული ტურიზმის განსავითარებლად მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
►
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
►
ახალგაზრდობის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის საყოველთაო მოძრაობის ორგანიზება.
2.6. მონაწილეობა
შერჩევის კრიტერიუმები
საზოგადოების განვითარება, სხვა ფაქტორებთან ერთად დაფუძნებულია მის უნარზე, თუ რამდენად გააცნობიერებს ახალგაზრდობის შესაძლებლობებს, უფლებასა და მოვალეობას ხვალინდელი დღის დაგეგმვისა და მშენებლობის საქმეში. ინტელექტუალური პოტენციალისა და თანადგომის უნარის გარდა, ახალგაზრდობა იმითაცაა გამორჩეული, რომ მას აქვს განსხვავებული, უმეტესად პროგრესული შეხედულებანი მრავალ საკითხზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
საზოგადოების ცხოვრებაში მიმდინარე ნეგატიური პროცესები განსაკუთრებული სიმძიმით აისახება ოჯახის ინსტიტუტზე. ურბანიზაცია და ოჯახის კრიზისი, ცხოვრების ტემპის აჩქარება, რთული ეკონომიკური სიტუაცია, ეთნოკონფლიქტების ზრდა და საზოგადოებისაგან მოზარდთა მზარდი გაუცხოება განსაკუთრებით მტკივნეულად ზემოქმედებენ ახალგაზრდობაზე, რომელთა გარემოშიც მყარი ზნეობრივი ორიენტირებისა და ფსიქოლოგიური კულტურის ჩვევების უქონლობისას ჩნდება პათოგენური და კრიმინოგენური სიტუაციის შექმნის საშიშროება.
ჩვენი საზოგადოების უამრავ პრობლემათა შორის მომავალი თაობის სოციალური მიუსაფრობის შედეგები ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელია.
არ უნდა მოხდეს კონფლიქტური, გაუცხოებული ურთიერთობის ზრდა მშობლებსა და შვილებს შორის, რათა მოზარდ თაობას არ განუვითარდეს უფროსი თაობის ზნეობრივ ღირებულებათა მიმართ ოპოზიციური განწყობა, დაბნეულობა, დაბალი თვითშეფასება, რომ არ დაკარგოს ორიენტირი ცხოვრებისეულ გარემოში. მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული თვით ახალგაზრდათა პოტენციალი, პროგრამებისა თუ ღონისძიებების განხორციელება გარკვეულწილად განპირობებულია ახალგაზრდობის შესაბამისი ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური მონაწილეობით.
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები არის საუკეთესო ფორმა საზოგადოების ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის მისაღებად.
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ საქართველოში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა ბავშვთა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განსავითარებლად, თუმცა არასათანადო დაფინანსების გამო ძნელდება ამ ორგანიზაციების პროექტების განხორციელება, რაც, თავისთავად, შეიძლება ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.
მიზნები და ამოცანები
მ ი ზ ა ნ ი:
►
სოფლის, დაბის, რაიონის, ქალაქის, რეგიონალურ და სახელმწიფოებრივ დონეზე ყველა პირობის შექმნა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობის მხარდასაჭერად;
►
მეთოდური მიდგომის შემუშავება ბავშვის მონაწილეობის შესახებ უფლებათა სფეროში საზოგადობის გათვითცნობიერების უზრუნველსაყოფად და ბავშვის მიმართ ოჯახში, დაწესებულებებსა და მთლიანად საზოგადოებაში პატივისცემის გასაზრდელად;
►
ახალგაზრდების შესაძლებლობათა განვითარება, რათა მათ გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები იმ წინააღმდეგობის დასაძლევად, რომელიც ხელს უშლით სრული მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოიპოვონ პატივისცემა;
►
ახალგაზრდობის პატრიოტული თვითშეგნების ამაღლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში მონაწილეობის განსაზღვრა;
►
ახალგაზრდობის ჩაბმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების საქმეში;
►
ახალგაზრდების მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესებში;
►
მდგრადი განვითარების პოლიტიკის განხორციელებისათვის ახალგაზრდების მონაწილეობა შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი :
►
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება ფინანსური მხარდაჭერის გზითა და მათი საქმიანობის სტიმულირებით; „ბავშვთა და ახალგაზრდების კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი „ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდის“ სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა;
►
დემოკრატიული პროცესების განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის, ახალგაზრდების მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის გრძნობის ამაღლების, ვალდებულების საკუთარ თავზე აღების მიზნით სათანადო ღონისძიებათა განხორციელება;
►
ახალგაზრდობის მდგომარეობის განხილვისა და კონსულტაციების პროცესებში მათი აქტიური ჩაბმა;
►
სახელმწიფო პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება და ახალგაზრდობის მონაწილეობის მხარდაჭერა;
►
ახალგაზრდა ინვალიდების, ადგილნაცვალი პირების, ოჯახს მოშორებული, ქუჩაში გასული ბავშვების მხარდაჭერა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩაბმის გზით, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება-განხორციელება;
►
ახალგაზრდების ჩაბმა ნებაყოფლობითი მომსახურების სფეროში;
►
ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა ისეთი პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც ითვალისწინებენ გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას, დანაკარგების შემცირებას, მათი უტილიზაციისა და გარემოს დაცვის სხვა ზომების მიღებისათვის ხელშეწყობას. ასეთ პროგრამებში ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობამ, შესაძლოა, განაპირობოს მაღალი პროფესიული მომზადება, ხელი შეუწყოს ინფორმირებასა და კონკრეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას;
►
განხორციელება პროგრამისა „ბავშვთა და ახალგაზრდების პარლამენტი“, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ახალგაზრდების სათათბიროების შექმნა;
►
„მუნიციპალურ და რეგიონალურ სტრუქტურებში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ“ ევროპის ქარტიის პრინციპების განსახორციელებლად ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება;
►
მინისტრების, უწყებათა ხელმძღვანელების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, ქალაქების მერების, რაიონების გამგებლების პერიოდული შეხვედრების ორგანიზება ახალგაზრდობის სხვადასხვა ჯგუფებთან მათთვის საინტერესო და პრობლემატური საკითხების განსახილველად.
შერჩევის კრიტერიუმები
კაცობრიობის ცივილიზაცია კულტურათა ურთიერთგამდიდრების ნაყოფია. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ტოლერანტულად იყო განწყობილი განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების მიმართ.
დღევანდელი საქართველო, კვლავ სხვადასხვა ეროვნებების, კულტურებისა და რელიგიების გზაჯვარედინზე მყოფი, იცავს მშვიდობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
ტოლერანტობა, შემწყნარებლური დამოკიდებულება განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმართ წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მონაპოვარს. ტოლერანტობა ხელს უწყობს კულტურათა დიალოგს, რომელიც, თავის მხრივ, არის გზა სხვათა შეცნობისა და პატივისცემისაკენ.
XXI საუკუნის დასაწყისში, როცა ყოველი ჩვენგანი ცხოვრობს ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში, ტოლერანტობა კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთ პირობაა. განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს ისეთი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც წაახალისებენ ახალგაზრდებს შორის ურთიერთგაგებასა და მიმტევებლობას, რომელთა მიზანი იქნება რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის თანამედროვე ფორმების აღმოფხვრა და ამგვარი მოვლენებისადმი შეურიგებლობის გრძნობის აღზრდა.
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა იუნესკოს ხელშეწყობით განახორციელა გამოკვლევები ახალგაზრდობის ეროვნულ განწყობათა შესახებ, როგორც გამოკითხვებმა გვიჩვენეს, ქართველი ახალგაზრდების ეროვნული განწყობის მაჩვენებელი, საკუთარი ეროვნების შემდეგ, განწყობის სამივე მახასიათებლით (ქცევითი, კოგნიტური და ემოციური ასპექტები) ყველაზე მაღალია იმ ეროვნებების წარმომადგენელთა მიმართ, რომელთა შესახებ ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ხოლო ზოგიერთი ერის კულტურის შესახებ ცოდნის დაბალი დონე ასახვას პოულობს ამ ეროვნებებთან ურთიერთობისათვის მზადყოფნის დაბალ მაჩვენებელში.
მ ი ზ ნ ე ბ ი დ ა ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
მ ი ზ ა ნ ი:
►
საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდობის მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი აქტივობის ზრდა;
►
ქვეყანაში მცხოვრებ ეროვნებათა კულტურის პროპაგანდა.
ა მ ო ც ა ნ ა:
„ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“ პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
2.7. საერთაშორისო თანამშრომლობა
შერჩევის კრიტერიუმი
საქართველო ბოლო ხანს მოპოვებელი საერთაშორისო ავტორიტეტის წყალობით აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს გლობალურ პროცესებში. ახალგაზრდობის, როგორც ახალი იდეების, ინიციატივების, ცხოვრების ახალი ფორმების პრაქტიკაში დამნერგავის, მეგზურისა და დამაჩქარებლის, მონაწილეობა საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში აადვილებს ურთიერთობებს ქვეყნებს შორის და რეალურად ქმნის პირობებს ინტეგრაციისა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისათვის.
კავკასია ერთ-ერთი პრობლემატური რეგიონია დღევანდელ მსოფლიოში, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ ეროვნებათშორისი ურთიერთობების სტაბილურობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რეგიონში მწვავედ დგას მშვიდობის, ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრობლემები, რომლებიც კავკასიის ხალხებმა უახლესი ისტორიული წარსულიდან მიიღეს მემკვიდრეობით. დღევანდელობა მთელი აქტუალურობით სვამს ახალი პოლიტიკური აზროვნებისა და ძალის პოლიტიკაზე უარის თქმის საკითხს. ახალი პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ახალგაზრდობას. მისი როლი კავკასიის ქვეყნების ურთიერთობებში კეთილისმყოფელი კლიმატის დამყარებაში არსებითია და ამ მიმართულებით მის აქტიურობას მხარდაჭერა სჭირდება .
კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი საშუალებებით შეწყვეტის გზებისა და ფორმების ძიებაში პოლიტიკოსებისა და ინტელიგენციის მხარდამხარ აქტიურად უნდა ჩაებას ახალგაზრდობა.
ახალგაზრდობამ უნდა გამონახოს თანამშრომლობის ურთიერთმისაღები ფორმები, აღადგინოს და გააღრმაოს წარსულში არსებული კონტაქტები, განამტკიცოს საუკეთესო ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ტრადიციები.
განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გამო შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური მდგომარეობა უდიდეს გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობაზე. ეკონომიკური ინტერესები, ეკონომიკური ურთიერთობები განსაზღვრავენ სახელმწიფოთა პოლიტიკას. მხოლოდ გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების რაციონალურ მიზანშეწონილობასა და შესაბამისობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას შეუძლია საიმედოდ უზრუნველყოს სტაბილურობა და უშიშროება დედამიწის ნებისმიერ რეგიონში, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევისა და ცალკეულ პრობლემათა დროული გადაჭრისათვის აუცილებელია შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის მრავალმხრივი პარტნიორული კავშირურთიერთობის განვითარება არა მხოლოდ ბისეკის ორგანიზაციების ჩარჩოებში, არამედ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზეც. საჭიროა ურთიერთობების სპექტრის გამრავალფეროვნება, პარტნიორობის სფეროთა გაფართოება.
საქართველო მიზანმიმართულად ისწრაფვის გახდეს სრულფასოვანი წევრი დიდი ოჯახისა, რომელსაც „ევროპა“ ჰქვია (1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა).
ახალგაზრდობას მიეცა საშუალება უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ფინანსდება ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, რომლებიც აადვილებენ და ამჭიდროებენ თანამშრომლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღევანდელი ახალგაზრდობა, რომელიც მსოფლიო საზოგადოების ინტეგრირების პირობებში ცხოვრობს, ახალი ისტორიის პირველი თაობაა და მასზე დიდადაა დამოკიდებული, როგორი საფუძველი ჩაეყრება სრულიად ევროპის სტრუქტურებთან და ევროპის ქვეყნებთან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობას.
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი არის ევროსაბჭოში ევროპის ქვეყნების ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურათა თანამშრომლობის კომიტეტის წევრი. კომიტეტის ძირითადი ამოცანაა ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარება, გამოცდილების გაზიარება, ნოვატორული ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, ახალგაზრდულ პრობლემებზე მომუშავე კადრების მომზადება, საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლების ხელშეწყობა და სხვა. 1993 წელს ქ. ვენაში გამართული ევროპის ქვეყნების ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-4 კონფერენციის მასალებზე დაყრდნობით ევროსაბჭოს ახალგაზრდობის დირექტორატმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა მოხსენება ხმელთაშუა ზღვის, ბალტიისპირეთისა და კავკასიის რეგიონებში ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრების დაფუძნების შესახებ. 1998 წელს ევროპის ქვეყნების ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი მინისტრების V კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება კავკასიაში ევროპა-კავკასიის ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნების თაობაზე. ევროსაბჭოს სამთავრობო თანამშრომლობის კომიტეტმა 2000 წელს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში ამ ცენტრის დაფუძნების მიმართ. ევროპა-კავკასიის ახალგაზრდული ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს სამშვიდობო კულტურულ და ინტეგრაციულ პროცესებში კავკასიის ახალგაზრდობის მონაწილეობის გააქტიურებას, ხოლო ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ პროგრამების დაფინანსება და რეალიზება დააჩქარებს კავკასიის ინტეგრირებას ევროპაში.
მ ი ზ ნ ე ბ ი და ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
მ ი ზ ა ნ ი:
►
ახალგაზრდების მიერ მეზობელი ხალხების კულტურის, ისტორიისა და თანამედროვეობის ახლოს გაცნობა;
►
ახალგაზრდობის ინტერკულტურული ურთიერთობების განმტკიცება;
►
კავკასიის ხალხებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში ახალგაზრდების მონაწილეობა ;
►
კავკასიის ხალხების კულტურათა მრავალფეროვნების, მათი განმასხვავებელი თავისებურებებისა და ღირსებების პატივისცემა.
ა მ ო ც ა ნ ა:
►
განხორციელება პროგრამისა „ახალგაზრდობა მშვიდობიანი კავკასიისათვის“.
მ ი ზ ა ნ ი :
►
შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის დაწყებული ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდობის აქტიური ჩაბმა;
►
თანამშრომლობის გაფართოება საერთაშორისო ახალგაზრდული პოლიტიკის, ახალგაზრდული მეწარმეობის, გარემოს დაცვის, მშვიდობისა და ეროვნებათშორისი თანხმობისა თუ ინფორმაციის გაცვლის სფეროებში;
►
ახალგაზრდობის მონაწილეობა მრავალპოლარული სივრცეების მშენებლობაში.
ა მ ო ც ა ნ ა:
►
შავი ზღვის აუზის ქვეყნების ახალგაზრდული სტრუქტურების თანამშრომლობის ხელშესაწყობად „ოქროს საწმისი“ მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
მ ი ზ ა ნ ი :
►
ახალგაზრდული გაცვლებისა და ინტერკულტურული სწავლების განხორციელება საერთაშორისო, ევროპულ და რეგიონალურ დონეებზე;
►
საქართველოს ახალგაზრდობის მობილურობის დამაბრკოლებელი ფაქტორების აღმოფხვრა.
ა მ ო ც ა ნ ა:
►
შემუშავება და განხორციელება მიზნობრივი პროგრამისა „ევროპა ჩვენი საერთო სახლია“;
►
საქართველოს ჩართვა ახალგაზრდულ ბარათ „ევრო <26-ის“ სისტემაში;
►
ბაკურიანში ახალგაზრდული ცენტრის „მზიური ველის“ აღდგენა-რეაბილიტაცია და მის ბაზაზე ევროპა-კავკასიის ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნება.
მ ი ზ ა ნ ი:
►
სახელმწიფოთაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმებების რეალიზაცია, რაც საფუძველს შეუქმნის :
=
პარტნიორი ქვეყნების არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების თანამშრომლობას,
=
ახალგაზრდობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას,
=
ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას,
=
ახალგაზრდა მეწარმეების საქმიანი ურთიერთობების, გამოცდილების გაზიარებას ახალგაზრდობის სოციალურ-ეკონომიკური მომსახურების სფეროში,
=
საერთაშორისო სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ბანაკების ორგანიზებას,
=
ახალგაზრდა მეცნიერთა, მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდების შრომითი ჯგუფების გაცვლას.
ა მ ო ც ა ნ ა :
►
ახალგაზრდობის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, უკრაინასა და ყაზახეთთან გაფორმებული სამთავრობო ხელშეკრულებისა და სომხეთის რესპუბლიკასთან, რუსეთის ფედერაციასა და კვიპროსთან დადებული უწყებათაშორისი ხელშეკრულების რეალიზაცია;
►
პარტნიორ სახელმწიფოებთან ახალგაზრდობის სფეროში ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და რეალიზაცია.
3. ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა და სახელმწიფო მოხსენება საქართველოს ახალგაზრდობის მდგომარეობის შესახებ
3.1. ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა
ახალგაზრდული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებასა და ახალგაზრდების წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის პროცესის სწორად წარმართვას წინ უნდა უძღოდეს მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება. ამ საქმიანობის ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა და კვლევა.
მიზნები და ამოცანები:
მ ი ზ ა ნ ი:
►
ქვეყნის ახალგაზრდობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და სისტემატიზაცია, საქართველოს ახალგაზრდობის ინტერესების სფეროს დადგენა;
►
ახალგაზრდობის პრობლემებზე სამეცნიერო ნაშრომების შექმნა;
►
ახალგაზრდობის განათლების შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
►
აკადემიური და არაფორმალური განათლების სფეროში რეკომენდაციების შემუშავება;
►
ახალგაზრდებში დამნაშავეობის მიზეზებისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა;
►
საქართველოს ახალგაზრდობის სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის თანამედროვე სურათის ასახვა;
►
მეთოდური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადება მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით;
►
ახალგაზრდებში ფსიქოლოგიური კლიმატისა და სოციალურ განწყობათა შესწავლა;
►
ახალგაზრდების სოციალურად დაუცველი ფენების, აგრეთვე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დევნილ ახალგაზრდობაში არსებული 'განსაკუთრებით აქტუალური პრობლემების წარმოჩენა;
►
საზოგადოებისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებებისათვის ახალგაზრდული პრობლემების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი:
►
სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ექსპერტების აზრის შესწავლა ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებით:
►
საქართველოში სრულმასშტაბიანი სოციოლოგიური გამოკითხვა ახალგაზრდულ პრობლემებთან დაკავშირებით;
►
საქმიანი კავშირიურთიერთობის დამყარება ახალგაზრდულ პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან (მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან);
►
ახალგაზრდობის პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან;
►
შესაბამისი დახმარების გაწევა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის;
►
საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ახალგაზრდობის ცხოვრებაში არსებული განსაკუთრებით მწვავე პრობლემების წარმოჩენა;
►
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
►
ინტერნეტის ქსელში საქართველოს ახალგაზრდობის შესახებ გვერდის მომზადება, ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის შექმნა და „ინფო იუსის“ ქსელში ჩართვა;
3.2 სახელმწიფო მოხსენება საქართველოს ახალგაზრდობის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს ახალგაზრდობის მდგომარეობის შესწავლა და შედეგების ასახვა სახელმწიფო მოხსენებაში არის საშუალება სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოს სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრიობას საქართველოს ბავშვებსა და ახალგაზრდობაში მიმდინარე პროცესების, საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხების მოგვარების, მათი უფლებების დაცვისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ, რათა ყოველივე ამის საფუძველზე შემუშავდეს წინადადებები სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მექანიზმის სრულყოფისათვის, რომლებიც ყოველწლიურად აისახება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიურ გეგმაში, რის საფუძველზეც გათვალისწინებულ იქნება მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამის ღონისძიებათა უპირატესი დაფინანსება.
3.2.1. სახელმწიფო
მოხსენების
შედგენაში
ფიზიკური
და იურიდიული პირის უფლებები:
►
სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიღება ახალგაზრდობის მდგომარეობის შესახებ;
►
სახელმწიფო მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღება;
►
სახელმწიფო მოხსენების საჯარო განხილვაში მონაწილეობა და თავისი წინადადებებისა და შენიშვნების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის მიწოდება.
3.2.2. სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო იურიდიული პირების უფლებები:
►
სახელმწიფო მოხსენების გაცნობის გზით სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიღება საქართველოში ახალგაზრდობის მდგომარეობისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების შესახებ.
3.2.3. სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო იურიდიული პირების ვალდებულებები:
►
მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მათ ხელთ არსებული ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება სახელმწიფო მოხსენების შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანოებისათვის.
3.2.4. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილება სახელმწიფო მოხსენების შედგენაში
►
შესაბამისი რეგიონის ბავშვთა და ახალგაზრდობის მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო მოხსენების შედგენა, დამტკიცება, გამოქვეყნება-გავრცელება და ცენტრალური ორგანოებისათვის წარდგენა.
3.2.5. სახელმწიფო მოხსენების სტრუქტურა
სახელმწიფო მოხსენება შედგება ზოგადი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილებისაგან:
ა) ზოგადი ნაწილი მოიცავს წინასიტყვაობას, სარჩევს, ცხრილებს, გრაფიკებს, ილუსტრაციებს, დანართებს, მონაცემებს, ინფორმაციას წყაროების, სახელმწიფო მოხსნების შედგენის მონაწილე სუბიექტების შესახებ;
ბ) ძირითადი ნაწილი შედგება 7 თავისაგან :
I) განათლება;
II) დასაქმება;
III) ჯანმრთელობა;
IV) ნარკოტიკების ბოროტად მოხმარებისა და არასრულწლოვანთა
დამნაშავეობის შემცირება;
V) თავისუფალი დროის ორგანიზება
VI) მონაწილეობა;
VII) საერთაშორისო თანამშრომლობა.
2. დასკვნითი ნაწილი მოიცავს ანალიზსა და რეკომენდაციებს განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.
3.2.6. სახელმწიფო მოხსენების შედგენა
1. სახელმწიფო მოხსენება არის ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდობის (26 წლამდე მოქალაქეების) მდგომარეობას. მისი შედგენისათვის პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.
2. სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო იურიდიული პირები, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდიან დეპარტამენტს, პასუხს აგებენ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
3. ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის თავმჯდომარეც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო მოხსენების შედგენაში მონაწილეობის მისაღებად დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მოწვევის შესახებ.
4. ეროვნული მოხსენების შედგენის პროცესი შედგება სამი ეტაპისაგან:
ა)
ინფორმაციის მოპოვება;
ბ) ინფორმაციის გადამუშავება;
გ) მოხსენების საბოლოო სახით ფორმირება.
5. სახელმწიფო მოხსენების პროექტი თანხმდება დაინტერესებულ უწყებებთან, სამინისტროებთან და წარედგინება დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს.
6. სახელმწიფო მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო მოხსენების თარგმნას უცხო ენაზე და მის გავრცელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი სტამბური წესით ბეჭდვასა და გავრცელებას უზრუნველყოფს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.
7. სახელმწიფო მოხსენების შედგენის, გამოქვეყნებისა და გავრცელების ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
* გაეროს „ახალგაზრდობასთან დაკავშირებული მსოფლიო სამოქმედო პროგრამა“
** გაეროს „ახალგაზრდობასთან დაკავშირებული მსოფლიო სამოქმედო პროგრამა“
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საარჩევნო პროგრამა –2000
*
გაეროს
ნარკოტიკების
კონტროლის
საერთაშორისო
პროგრამა
, 1998
წ
.
ლისაბონი