„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№943
სარეგისტრაციო კოდი
040110000.22.033.016089
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 22/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №943

2010 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის№771 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებით (სსმIII,11.10.2010, №130,მუხ. 1897) დამტკიცებულ „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების განადგურების, განაწილების ან რეალიზაციის (მათ შორის, რეალიზაციის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, რა დროსაც სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნ ე ს ქონების ბოლო სარეალიზაციო ღირებულება.“.

3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდა ქონების რეალიზაცია, მაშინ სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების შემცირებული ფასით რეალიზაციის და/ან ქონების განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“.

5. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“.

6. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით,იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“.

7. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი