"დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 15.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1980
სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.024.016024
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 24/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
"დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1980
2010 წლის 15
დეკემბერი
ქ. თბილისი
დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „
ა“
ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულება შემუშავებულია „
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების (შემდგომში – ტყის მიწის ნაკვეთი) საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესსა და პირობებს.
2. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზებას საჯარო აუქციონის ფორმით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო), სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ტერიტორიული ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის შესაბამისად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს მოქალაქეთა (პირთა) ჯგუფს.
4. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობაა:
ა) ტყის მიწის ნაკვეთის დანიშნულებით გამოყენება;
ბ) ტყის მიწის ნაკვეთში არსებული, საქართველოს „
წითელ ნუსხაში“
შეტანილი ერთეული ნიმუშების დაცვა;
გ) სხვა პირთა მიერ ტყის მიწის ნაკვეთში არსებული ტყის ნობათით (კენკროვან და სხვა მცენარეთა ნაყოფი), არამერქნული რესურსითა და საერთო წყალთსარგებლობის ობიექტებით (მდინარე, ხევი, ნაკადული, რუ და სხვა) სარგებლობის, ასევე ნადირობის არშეზღუდვა.
5. შემძენის მიერ ტყის მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლება ენიჭება ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის შესაბამისად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.
მუხლი 2🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებებია:
ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;
ბ) საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულისათვის გადაცემა;
დ) საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და ტყის მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში ტყის მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
2. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, აქვეყნებს ინფორმაციას ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.
3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთ
ის პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;
ბ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების დროს და ადგილს;
გ) ტყის მიწის ნაკვეთის, მისი ადგილმდებარეობის და ფართობის შესახებ;
დ) ტყის მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საწყის საფასურს;
ე) ბეს თანხის ოდენობას და შესაბამისი ანგარიშის ნომერს.
6. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია ტყის მიწის ნაკვეთის შესახებ.
7. ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.
მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, საჯარო აუქციონზე გამოტანილი ტყის მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საწყის საფასურს;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკ
უმენტს;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუ
ქციონში თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუ
ქციონში ვალდებულია,
მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ინდივიდუალურად.
4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „
საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. პირს, უფლება აქვს,
ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
6. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმოდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია „
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია
1. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები ქმნიან საჯარო აუქციონის მომწყობ კომისიას (შემდგომში _
კომისია), რომე
ლიც დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციელებისას.
2. კომისია შედგება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლებისაგან.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და სხვა წევრებს,
რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღ
ვრება ორი წლით,
ნიშნავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის თავმჯდ
ომარის გადაწყვეტილებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.
5. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.
6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
მუხლი 5🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას),
აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა,
ითვლება გამარჯვებულად.
7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და საჯარო აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
8. იმ შემთხვევაში,
თუ პრივატიზების განმახორციელებელმა ორგანომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.
9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში,
თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა „
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
10. კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს,
უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 6🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონზე ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საფასურია 200 ლარი.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის ტყის მიწის ნაკვეთის საფასურს და აღნიშნული ტყის მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. ტყის მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში გაიცემა აღნიშნული ტყის მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
3. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბეს თანხა ეთვლება ანგარიშ
სწორებისას.