8. განაცხადის ფორმა და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-45-44-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2010
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 21- და 23-ე მუხლები. ამასთან, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის კომერციული ინტერესი გააიგივა საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულ ცნობასთან “საზოგადოებრივი საჭიროება”.
საქმე №3გ/ად-47-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.08.2001
…დროისათვის არ შემუშავებულა, მოქმედი კანონმდებლობა ( «საქართველოს საპატენტო კანონი», «სასაქონლო ნიშნების შესახებ» კანონი, «საქპატენტის» დებულება და სხვ) იძლევა პატენტრწმუნებულის საქმიანობის ხასიათის დადგენის საკმაო საფუძველს. «საქართველოს საპატენტო კანონის» 23-ე მუხლის თანახმად გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე განაცხადი პატენტრწმუნებულის გარდა შეიძლება წარდგენილ იქნეს ავტორის, სამუშაოს მიმცემის მიერ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება